გოჩა ტყებუჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა ტყებუჩავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გოჩა კარლოს ძე ტყებუჩავა
დაბადების
თარიღი
24 ნოემბერი, 1963 (1963-11-24) (60 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1982 ლოკომოტივი
1982 დინამო–2 თბილისი
1982–1983 დინამო მოსკოვი 36 (3)
1984–1987 გურია ლანჩხუთი 132 (16)
1988 დინამო თბილისი 12 (1)
1988–1991 გურია ლანჩხუთი 98 (4)
1991–1992 იბერია თბილისი 19 (0)
1992–1993 ილვესი 42 (8)
1993–1994 დინამო თბილისი 1 (0)
1994–1995 ჰაპოელი აშდოდი 26 (8)
1995–1996 ჰაკოაჰი რამათ-განი 27 (7)
1996 ჰაპოელი აშკელონი ? (3)
1996–1997 ჰაკოაჰი რამათ-განი 17 (6)
1997 მაკაბი ჰერცლია 5 (0)
1997–1999 ჰაკოაჰი რამათ-განი ? (13)
1999–2000 ბეიტარი თელ-ავივი ? (2)
ეროვნული ნაკრები
1983 სსრკ 20 წლ. ? (?)
1994 საქართველო 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2001 დინამო თბილისი
2004 საქართველო
2012 ბაია ზუგდიდი
2014– საქართველო 17-წლ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გოჩა ტყებუჩავა (დ. 24 ნოემბერი, 1963) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო თბილისის „ლოკომოტივში“ 1982 წელს. საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში ჩატარებული რამდენიმე თამაშის შემდეგ გადავიდა თბილისის „დინამოში“, ჩაატარა მხოლოდ ერთი მატჩი სარეზერვო გუნდში და გადავიდა მოსკოვის „დინამოში“. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 23 მაისს, მე–12 ტურის მატჩში ტაშკენტის „ფახთაქორის“ წინააღმდეგ, 46-ე წუთზე შეცვალა ალექსანდრე ბოროდიუკი და 86-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა.[1] მთელ სეზონში ითამაშა 17 მატჩი და გაიტანა 3 გოლი.[2][3] 1983 წლის სეზონში ასევე ითამაშა დინამოში, 1984 წელს კი გადავიდა ლანჩხუთის „გურიაში“. 3 წლის მანძლზე გოჩამ ჩაატარა 132 მატჩი და გაიტანა 16 გოლი. 1986 წელს იგი დაეხმარა გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში, მაგრამ შემდეგ სეზონში ბოლო ადგილის დაკავების გამო გუნდი ისევ პირველ ლიგაში დაბრუნდა, რის გამოც გოჩამ დატოვა გურია. 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის დინამოში, მაგრამ ზაფხულში ისევ გურიაში დაბრუნდა, სადაც ითამაშა 4 სეზონი, ჩაატარა 98 მატჩი და მიითვალა 4 გოლი.1991 დან 1992 წლამდე თამაშობდა იბერიაში, 1992 დან 1993 წლამდე ფინურ „ილვესში“. 1993–1994 წლებში ირიცხებოდა თბილისის „დინამოში“, ხოლო 1994 წელს გადავიდა ისრაელში, სადაც ითამაშა კარიერის დასასრულამდე (2000).

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს გოჩა გამოიძახეს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მექსიკაში ჩატარდა, მაგრამ არც ერთი მატჩი არ უთამაშია[4].

ერთადერთი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 1994 წლის 26 ივნისს ლატვიის წინააღმდეგ.

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური კარიერის შემდეგ ხელი მიჰყო მწვრთნელობას. 2001 წელს წვრთნიდა თბილისის დინამოს, 2004–2005 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო 2012 ში ზუგდიდის ბაიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]