სამგურალი წყალტუბო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამგურალი წყალტუბო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სამგურალი წყალტუბო
დაარსდა 1945; 79 წლის წინ (1945)
სტადიონი 26 მაისის სტადიონი, წყალტუბო, საქართველო
(ტევადობა: 12,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა მიხეილ იაშვილი
მწვრთნელი საქართველოს დროშა სამსონ ფრუიძე
კაპიტანი საქართველოს დროშა თედო კიკაბიძე[1]
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-5
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

სამგურალი წყალტუბოქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ წყალტუბოდან. ჩამოყალიბდა 1945 წელს „მედიკის“ სახელწოდებით. გუნდის მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე. კლუბი მატჩებს ატარებს 26 მაისის სტადიონზე.

1983–1985 და 1989 წლების საქართველოს პირველობაზე გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი, 1986 წელს — მეორე, ხოლო 1987-1988 წლებში მესამე ადგილი. 1990 წელს ჩაება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და 2004 წლამდე იყო მონაწილე. გუნდის საუკეთესო შედეგია მეოთხე ადგილი მეოთხე ეროვნულ ჩემპიონატზე. „სამგურალი“ ერთხელ გახდა ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი და ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი, 144 მატჩი ჩაატარა ვარლამ ფესტვენიძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში 41 გატანილი გოლით მერაბ მეგრელაძეა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თედო კიკაბიძე · თედო კიკაბიძის პერსონალური გვერდი ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო: ეროვნული ლიგა. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.