გიორგი ანთაძე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი სამსონის ძე ანთაძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 6 სექტემბერი, 1920 | ||
დაბადების ადგილი |
ფოთი, საქართველო | ||
გარდაცვალების თარიღი | 3 ნოემბერი, 1987 (67 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1939–1941 | თსუ თბილისი | ||
1942–1943 | დინამო სოხუმი | ||
1944–1954 | დინამო თბილისი | 180 | (39) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952 | საბჭოთა კავშირი | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
1955–58 | ახალგ. ფეხბ. სკოლა თბილისი | ||
1959 | ტორპედო ქუთაისი | ||
1959–1961 | მეშახტე ტყიბული | ||
1962–1963 | კოლხეთი ფოთი | ||
1964–1966 | მეშახტე ტყიბული | ||
1973–1974 | ივერია ხაშური | ||
1976–1978 | დინამო ბათუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გიორგი ანთაძე (დ. 6 სექტემბერი, 1920, ფოთი, საქართველო — გ. 3 ნოემბერი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე.[2] იცავდა სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას.[3][4] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951).[5][6][7] დიდი სამამულო ომის მონაწილე.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი ანთაძე ფოთში, 1920 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც აქვე, ფოთის ბავშვთა გუნდში დაიწყო. 1939–1941 წლებში თბილისის თსუ-ს საფეხბურთო გუნდში თამაშობდა, 1942–1943 წლებში კი სოხუმის „დინამოში“. ამის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდში მიიწვიეს, სადაც 1954 წლამდე ასპარეზობდა.
10 სეზონი იცავდა დინამოელთა ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც საკავშირო ჩემპიონატის, საკავშირო თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების[8] ფარგლებში ორასზე მეტი მატჩი ჩაატარა და ორმოცზე მეტი ბურთი გაიტანა.[9][10][კომ. 1]
საბჭოთა კავშირის ორგზის (1951, 1953) ვიცე-ჩემპიონი, სამგზის (1946, 1947, 1950) ბრინჯაოს პრიზიორი და საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი (1946).[11]
1952 წელს საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა სამი არაოფიციალური მატჩი. იყო 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალური ეტაპის მონაწილე, თუმცა შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.[12]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1945 წლის 13 მაისს, საკავშირო პირველობის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალტერ სანაია, გრიგოლ გაგუა, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვიქტორ ბერეჟნოი და ავთანდილ ღოღობერიძე. დაპირისპირება ვიქტორ პანიუკოვის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[13]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1954 წლის 22 აგვისტოს, საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ითამაშა. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: შოთა კიტია, ნიკოლოზ გოგლიძე, ჯუმბერ რუსაძე, იბრაჰიმ სარჯველაძე, რევაზ მახარაძე, გიორგი ანთაძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, კონსტანტინე გაგნიძე, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და ბორის ხასაია. შეხვედრა მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 6–1 დამთავრდა.[14]
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოვიდა დინამოელთა რიგებში, ამჯერად საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში გამართულ მეთექვსმეტედფინალურ მატჩებში სტალინოს „შახტიორის“ წინააღმდეგ 1954 წლის 12[15] და 13 სექტემბერს.[16]
სათამაშო კარიერის დამთავრების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. სხვადასხვა დროს იყო თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის (1955–1958), ქუთაისის „ტორპედოს“ (1959), ტყიბულის „მეშახტის“ (1959–1961, 1965–1966), ფოთის „კოლხეთის“ (1962–1964), ხაშურის „ივერიას“ (1973–1974) და ბათუმის „დინამოს“ (1976–1978) მთავარი მწვრთნელი.[1]
გარდაიცვალა 1987 წლის 3 ნოემბერს თბილისში.[17][18][1]
საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | საერთ | სულ | შენიშვნა | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | წყარო | კომ. | ||
„დინამო“ თბილისი ![]() |
1945 | 17 | 9 | – | – | – | – | – | – | [19] | |
1946 | 16 | 8 | 5 | 1 | – | – | – | – | [19] | ||
1947 | 10 | 0 | – | – | – | – | – | – | [19] | ||
1948 | 26 | 6 | 1 | 0 | – | – | – | – | [კომ. 2] | ||
1949 | 8 | 0 | – | – | – | – | – | – | [კომ. 3] | ||
1950 | 35 | 6 | – | – | – | – | – | – | [19] | ||
1951 | 22 | 4 | – | – | – | – | – | – | [20] | ||
1952 | 2 | 0 | – | – | – | – | – | – | [20] | ||
1953 | 20 | 1 | – | – | – | – | – | – | [კომ. 4] | ||
1954 | 24 | 5 | 2 | 0 | 1 | 0 | – | – | [20] | ||
სულ | 180 | 39 | 8 | 1 | – | – | – | – | |||
სულ ჯამში | 180 | 39 | 8 | 1 | – | – | – | – |
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინალისტი: 1946 [11]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 33 საუკეთესო
- №2: 1954
- №3: 1951, 1952, 1953
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


1938 წლიდან სწავლობდა საქართველის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში, მსახურობდა სხვადასხვა საჯარისო ნაწილში.[1] გიორგი ანთაძე ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[22][23][24][კომ. 5]
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატისა და საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში გიორგი ანთაძის ანგარიშზეა 41 გატანილი ბურთი, აქედან 40 მეტოქეთა და ერთიც საკუთარ კარში.[25]
პირველი ბურთი მან 1945 წლის 27 მაისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-2 ტურის კალენდარულ მატჩში, მინსკის „დინამოს“ წინააღმდეგ, მეკარე ანატოლი სტეცენკოს კარში, შეხვედრის მე-20 წუთზე გაიტანა,[26] ხოლო თავისი მე-40 და ბოლო ბურთი მეტოქის კარში ანთაძემ 1954 წლის 27 ივლისს, საკავშირო პირველობის, 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მინსკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ, მეკარე ალექსეი ხომიჩის კარში, შეხვედრის 52-ე წუთზე შეაგდო.[27]
მეტოქეთა კარში გატანილი 40 ბურთიდან, მას შვიდჯერ „დუბლი“ აქვს შესრულებული: მინსკის „დინამოს“ (27.05.1945), სტალინგრადის „ტრაქტორის“ (03.06.1945), ლენინგრადის „ზენიტის“ (27.07.1945, 15.09.1946), მოსკოვის „ლოკომოტივის“ (02.06.1948,[კომ. 6] 05.06.1950) და კიევის „დინამოს“ (09.06.1950) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.[25]
რაც შეეხება მის ავტოგოლს, საკუთარი კარი მან 1954 წლის 22 აგვისტოს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის 76-ე წუთზე აიღო. თბილისელთა კარს ამ შეხვედრაში შოთა კიტია იცავდა.[28][29] ეს იყო საკავშირო პირველობის ფარგლებში ჩატარებული ბოლო შეხვედრა გიორგი ანთაძის საფეხბურთო კარიერაში.[14]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა დასაკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 188 შეხვედრაში მსაჯებმა მას ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენეს. გიორგი ანთაძემ დინამოელები მოედანზე გუნდის კაპიტნის სამკლაურით ექვსჯერ გაიყვანა.[25]
1956 წელს დაამთავრა საქართველის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1975 წლიდან იყო საქართველოს სპორტსახკომის ფეხბურთის სამმართველოს ოსტატთა გუნდების უფროსი მწვრთნელი.[1]
1956 წლის დეკემბერში ფოთის „ვოდნიკის“ სტადიონზე გაიმართა მატჩი ადგილობრივ ნაკრებ გუნდსა და ქალაქის ვეტერან ფეხბურთელებს შორის, რომლებიც წინათ რესპუბლიკის წამყვან გუნდებში თამაშობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოწვია. გულშემატკივართა შორის იყვნენ ძველი ფეხბურთელები, რომლებიც თავის დროზე ფოთის სპორტულ პრესტიჟს იცავდენ ინგლისელ მეზღვაურებთან შეხვედრებში (ი. ყურუა, ძმები გოგინავები, ა. თურქიანი, გ. ხორავა, მ. გვალია და სხვ.). მატჩის სანახავად მოვიდა ფეხბურთის გულშემატკივარი 1908 წლიდან ლ. განგია. ვეტერანთა შემადგენლობაში იყვნენ ვლადიმერ ჯორბენაძე, ვ. კინწურაშვილი, ოთარ კინწურეიშვილი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ პაიჭაძე, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ანთაძე და სხვები.[კომ. 7] თამაში დამთავრდა ანგარიშით 5–2 ვეტერანთა სასარგებლოდ.[30][31]
1958 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ გამოსცა გიორგი ანთაძის წიგნი „ფეხბურთელის მოგონებანი“, სადაც ავტორი პროფესიული თვალით ახასიათებს იმ გუნდებს, რომლებთანაც თბილისის დინამოელებს მოუხდათ შეხვედრა.[32]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 86–87, 94, 101–102, 106. 158 გვ.
- მამულაშვილი, ვასილ., დიდი ფეხბურთის მოედნებზე, თბ.: საბლიტგამი, 1957. — გვ. 127–128, 275. 312 გვ.
- ტორაძე, გულბათ., ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 61–69. 70 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 274. 448 გვ.
- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, М.: Терра-спорт, 2001. — გვ. 29. 367 გვ., ISBN 5-93127-139-2.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 274. 448 გვ.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანთაძე, გიორგი (1958). ფეხბურთელის მოგონებანი. თბილისი: საბჭ. საქართველო.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- პაიჭაძე, ბორის., ბრძოლა ოქროს ქალღმერთისათვის : „დინამოს“ ისტორია / ქორქია, ბ. (ავტ.), თბ.: ნაკადული, 1960.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
- ღოღობერიძე, ავთანდილ (1963). ბურთით ცხრა მთას იქით. თბ.: საქ. ჟურნალისტთა კავშირი.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანთელაშვილი, გ. თამაშობენ „მოხუცები“ // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი ანთაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ანთაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ანთაძე — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- გიორგი ანთაძე — ქართული სპორტი
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
Dinamo-Tbilisi.ru · FootballFacts.ru · Peoples.ru · Rusteam.Permian.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ აღნიშნული წყაროს მიხედვით ჯამში 208 მატჩი და 48 გოლი (აქედან 177 და 40 — საჩემპიონატო, 17 და 5 — სათასო, 14 და 3 — საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში ჩატარებული მატჩები და გოლები) — აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 101.
- ↑ აღნიშნული წყაროს მიხედვით 26 მატჩი და 8 გოლი — აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 86.
- ↑ აღნიშნული წყაროს მიხედვით 7 მატჩი — აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 86.
- ↑ აღნიშნული წყაროს მიხედვით 18 მატჩი გოლის გარეშე — აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 87.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
- ↑ აღნიშნული მატჩი დინამოელებმა ანგარიშით — 9–2 მოიგეს. ამ შეხვედრაში ანთაძის „დუბლის“
49', 70' გარდა, „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმეს გაიოზ ჯეჯელავამ
43', 73', 86' და ანდრო ზაზროევმა
1', 63', 79'.
- ↑ სხვადასხვა მიზეზების გამო თამაშზე ვერ ჩამოვიდნენ ცნობილი ფოთელი ფეხბურთელები — გრიგოლ გაგუა, ასლან ხარბედია, აკაკი ელიავა, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ჯანსუღ კინწურეიშვილი და ტიტე ჯორჯიკია.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 გიორგი ანთაძე // „ლელო“, 5 ნოემბერი, 1987, № 213 (9624), გვ. 4.
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 94
- ↑ Москва 2–1 Польша // 14.05.1952. Москва. Центральный стадион «Динамо». Зрителей: 55 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
- ↑ Москва 1–1 Венгрия // 24.05.1952. Москва. Центральный стадион «Динамо». Зрителей: 60 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
- ↑ 5.0 5.1 Николаев, Эрнест. Футбола славные сыны. Заслуженные мастера спорта // «Футбольный курьер», 02–09.02.1993, № 2 (75), გვ. 12.
- ↑ Винокуров В. И., 1972, გვ. 274
- ↑ Соскин А. М., 1972, გვ. 274
- ↑ «Динамо» Тбилиси 4–1 «Форвёртс» Берлин // 20.06.1954. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 40 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 101
- ↑ გიორგი ანთაძე — 100. fcdinamo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-03. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
- ↑ 11.0 11.1 «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси // 20.10.1946. Кубок СССР 1946. Финал. Москва, Центральный стадион «Динамо». Зрителей: 70 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ Антадзе Георгий Самсонович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-29. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022
- ↑ «Динамо» Тбилиси 2–1 «Динамо» Ленинград // 13.05.1945. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 30 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ 14.0 14.1 «Локомотив» Москва 6–1 «Динамо» Тбилиси // 22.08.1954. Москва. МСА ЦС «Динамо». Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ «Шахтёр» Сталино 2–2 «Динамо» Тбилиси // 12.09.1954. Сталино. Центральный стадион «Шахтёр». Зрителей: 35 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ «Шахтёр» Сталино 1–0 «Динамо» Тбилиси // 13.09.1954. Сталино. Центральный стадион «Шахтёр». Зрителей: 30 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ გიორგი ანთაძის ნეკროლოგი // „ლელო“, 4 ნოემბერი, 1987, № 212 (9623), გვ. 4.
- ↑ გ. ს. ანთაძის დამკრძალავი კომისიისაგან // „ლელო“, 5 ნოემბერი, 1987, № 213 (9624), გვ. 1.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 86
- ↑ 20.0 20.1 20.2 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 87
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 106
- ↑ 33 лучших футболистов сезона в СССР. ru.unionpedia.org. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია. dic.academic.ru. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022
- ↑ Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 274. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022
- ↑ 25.0 25.1 25.2 Антадзе Георгий Самсонович. Игры. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ «Динамо» Тбилиси 5–0 «Динамо» Минск // 27.05.1945. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 30 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ «Спартак» Минск 3–2 «Динамо» Тбилиси // 29.07.1954. Минск. Стадион «Динамо». Зрителей: 25 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ „ა“ კლასის ოსტატთა შეხვედრები. „ლოკომოტივი“ (მოსკოვი) — „დინამო“ (თბილისი) // „ლელო“, 25 აგვისტო, 1954, № 68 (770), გვ. 4.
- ↑ «Локомотив» Москва 6–1 «Динамо» Тбилиси. С.Савин (судья всесоюзной категории). газета «Советский спорт», 25.08.1954. fc-dynamo.ru. ციტატა: „Лядин посылает мяч вдоль ворот динамовцев, а набежавший Антадзе, пытаясь перехватить его, забивает гол в собственные ворота.“ ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022
- ↑ თამაშობენ „მოხუცები“. „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2022
- ↑ თამაშობენ „მოხუცები“. „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-02. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2022
- ↑ გურნელი, ბ. „ფეხბურთელის მოგონებანი“ // „ლელო“, 9 სექტემბერი, 1958, № 108 (1278), გვ. 4.
|
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 6 სექტემბერი
- დაბადებული 1920
- გარდაცვლილი 3 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1987
- ფოთში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- სოხუმის დინამოს ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელები
- ტყიბულის მეშახტეს მწვრთნელები
- ხაშურის ივერიას მწვრთნელები
- ბათუმის დინამოს მწვრთნელები
- ფოთის კოლხეთის მწვრთნელები