ნეფთჩი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი |
საფეხბურთო კლუბი „ნეფთჩი“ ბაქო აზერ. Neftçi Peşəkar Futbol Klubu | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Xalqın Komandası (სახალხო გუნდი) Neftçilər (მენავთობეები) Ağ-Qaralar (შავ-თეთრები) | |||
დაარსდა | 18 მარტი, 1937 | |||
სტადიონი |
ბაქსელ არენა[1][2][3] (ტევადობა: 11 000) | |||
პრეზიდენტი | ქამრან გულიევი | |||
მწვრთნელი | ფიზული მამედოვი | |||
ლიგა | აზერბაიჯანის პრემიერლიგა | |||
2023–24 | მე-5 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„ნეფთჩი“ (აზერ. Neftçi) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბაქოდან. ჩამოყალიბდა 1937 წლის 18 მარტს. ასპარეზობს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1966), აზერბაიჯანის რვაგზის ჩემპიონი, სამგზის ვიცე-ჩემპიონი და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი, აზერბაიჯანის თასის ექვსგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი, აზერბაიჯანის სუპერთასის ორგზის მფლობელი. თანამეგობრობის თასის მფლობელი (2006) და ფინალისტი (2005). საშინაო მატჩებს ატარებს ბაქსელ არენაზე.[1][2][3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1937–1968 წლებში კლუბი „ნეფტიანიკის“ სახელით გამოდიოდა საფეხბურთო ასპარეზზე.[4][5] 1968 წლიდან დღემდე — ამჟამინდელი სახელწოდებით იცავს აზერბაიჯანული ფეხბურთის ღირსებას. ბაქოს „ნეფთჩი“, რომელიც დაარსების დღიდან ათწლეულების განმავლობაში თავისი ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა — საკავშირო ჩემპიონატების ყველა რანგის ოფიციალურ შეჯიბრებებში ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის — უმაღლესი ლიგის, მეორე ჯგუფის, „ბ“ კლასის, პირველი ლიგის ჩემპიონატებზე, საკავშირო თასისა და ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშებებზე. კლუბის მრავალწლიანი ისტორიიდან და იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობდა იგი ქვეყნის სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფეხბურთის სპეციალისტებისა და უპირველესად, გულშემატკივრების გუნდისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით — ბაქოს „ნეფთჩი“ დღემდე აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანად რჩება.
კლუბის სახელით პირველი გოლი საკავშირო საფეხბურთო ტურნირების ოფიციალურ შეხვედრებში პაველ შტირლინმა 1937 წლის 24 მაისს, შეხვედრის 87-ე წუთზე — ერევნის „დინამოსთან“ გამართულ საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 1/64 ფინალური ეტაპის მატჩში გაიტანა.[6][7].
1946–1948 წლებში საკავშირო ჩემპიონატების მეორე ჯგუფში გამოდის. უმაღლეს ლიგაში პირველად 1949 წელს იასპარეზა. თავის სადებიუტო სეზონში გუნდმა 34 კალენდარული შეხვედრა გამართა, რომელთაგან 6 მოიგო, 16 დათმო, 12 ფრედ დაამთავრა, ბურთების შეფარდებით — 26–42-თან და 24 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა.
1950 წლის სეზონში ბაქოელებმა, ამჯერად საკავშირო პირველობის „А“ კლასის 36 კალენდარული მატჩი ჩაატარეს. მათგან 6 მოიგეს, 9 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, 21 დათმეს, ბურთების შეფარდებით — 37–73-თან და 21 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში ბოლო — მე-19 ადგილზე გავიდნენ. ამგვარად, ბაქოელთა გუნდს საკავშირო პირველობის უმაღლეს დივიზიონში ანუ იმდროინდელი სახელწოდებით — „А“ კლასში ასპარეზობის მეორე ცდის შემდეგ უმაღლესი ლიგის დატოვება და შესაბამისად, ქვედა დივიზიონში დაბრუნება მოუწია. 1951–1959 წლებში საკავშირო პირველობის რანგით მეორე დივიზიონის — „ბ“ კლასის გუნდებს შორის აგრძელებს გამოსვლებს. 1960–1972 წლებში კვლავ უმაღლესი ლიგაშია.
1966 წელს გუნდი თავის ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ საკავშირო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება.[4][5] 1973–1976 წლებში კვლავ პირველ ლიგაში გამოდის, ხოლო 1977–1988 წლებში უმაღლეს ლიგის მონაწილეა.[8] საკავშირო საფეხბურთო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ბოლო წლებს (1989–1991) კლუბი კვლავ პირველი ლიგის გუნდებს შორის ატარებს და ამით ასრულებს თავის ისტორიაში 55 წლიან საბჭოთა პერიოდს.
მიმდინარე შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 1 იანვარი, 2020[9]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
ეკიპირების სპონსორები და მწარმოებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | მწარმოებელი | სპონსორი |
---|---|---|
1994–1996 | Local | RIAD |
1996–2003 | Adidas | |
2003–2004 | Stadium | Baku Oil Refinery Plant |
2004–2007 | Lotto Sport Italia | SOCAR |
2007–2015 | Adidas | SOCAR |
2015–2016 | Adidas | ASAN service |
2016–2017 | Kappa | ASAN service |
2017–2018 | Kappa | |
2018–2019 | Nike | |
2019– | Nike | Turkish Airlines |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი (9): 1992, 1995–96, 1996–97, 2003–04, 2004–05, 2010–11, 2011–12, 2012–13, 2020—21
- ვიცე-ჩემპიონი (3): 2000–01, 2006–07, 2018–19
- ბრინჯაოს პრიზიორი (8): 1993, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2005–2006, 2007–08, 2017–18, 2022-23
- თასის მფლობელი (6): 1994–95, 1995–96, 1998–99, 2001–02, 2003–04, 2012–13, 2013–14
- ფინალისტი (4): 2000–01, 2011–12, 2014–15, 2015–16
- სუპერთასის მფლობელი (2): 1993, 1995
- ფინალისტი (1): 2013
- ბრინჯაოს პრიზიორი (1): 1966
- ნახევარფინალისტი (4): 1967, 1968, 1970, 1971
- ფინალისტი (1): 1988
- თასის მფლობელი (1): 2006
- ფინალისტი (1): 2005
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 62. 158 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В. Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 335. 448 გვ.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 335. 448 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Instagram · Facebook · Twitter |
FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · UEFA.com · WorldFootball.net |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images |
YouTube |
Worldsport.ge |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Ильхам Алиев принял участие в открытии стадиона «8 КМ» в Баку. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 Bakcell Arena. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 Стадион «8-й километр» получил новое название. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 Винокуров В. И., 1972, გვ. 125
- ↑ 5.0 5.1 Соскин А. М., 1972, გვ. 125
- ↑ Кубок СССР 1937. Нефтяник (Баку) — Динамо (Ереван) 1:0 1/64. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
- ↑ О чём поведала старая фотография. — «Вышка» (газета). — № 2 (19905). — 13 იანვარი, 2012. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 62
- ↑ “Neftçi” Peşəkar Futbol Klubu დაარქივებული 2019-12-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
|