შინაარსზე გადასვლა

გოჩა ჯამარაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა ჯამარაული
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გოჩა ჯამარაული
დაბადების
თარიღი
23 ივლისი, 1971 (1971-07-23) (53 წლის)
დაბადების
ადგილი
გარდაბანი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1996 დინამო თბილისი 123 (35)
1996 ალანია ვლადიკავკაზი 9 (0)
1997–1998 ტრაბზონსფორი 27 (3)
1998–2002 ციურიხი 68 (12)
2002 ლუცერნი 8 (2)
2002–2004 მეტალურგი დონეცკი 59 (5)
2005 დინამო თბილისი 8 (1)
2005–2006 ანორთოსისი
ეროვნული ნაკრები
1994–2004 საქართველო 62 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გოჩა ჯამარაული (დ. 23 ივლისი, 1971, გარდაბანი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი.

მისი საკლუბო კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ საბჭოთა ლიგაში თამაშობდა. საქართველოს ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ თბილისმა რამდენიმე ტიტული მოიპოვა ზედიზედ და ჯამარაული ამ პერიოდის მთავარი მოთამაშე იყო. 1996 წელს ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, შემდეგ სეზონში კი თურქეთის „ტრაბზონსფორში“. ამ კლუბებში წარუმატებლობის გამო შვეიცარიულ „ციურიხში“ გადაინაცვლა, სადაც ოთხი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც კლუბი დატოვა კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. კლუბი „ლუცერნის“ მეშვეობით გადავიდა დონეცკის „მეტალურგში“, უკრაინულ ლიგაში, სადაც ორნახევარი სეზონი გაატარა. თბილისის „დინამოსა“ და „ანორთოსის“ რიგებში გატარებული ხანმოკლე პერიოდების შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთს თავი დაანება.

რეგულარულად თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 1994–2004 წლებში ჩაატარა 62 მატჩი და შეძლო 6 გოლის გატანა.[1]

მისი დებიუტი შედგა 1994 წლის 8 თებერვალს.

სანაკრებო გოლები
# დრო ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1. 23 ივნისი 1994 რიგა, ლატვია ლატვიის დროშა ლატვია 3–1 მოგება ამხანაგური
2. 27 მარტი 1996 ლიმასოლი, კვიპროსი კვიპროსის დროშა კვიპროსი 2–0 მოგება ამხანაგური
3. 6 თებერვალი 1998 ვალეტა, მალტა ლატვიის დროშა ლატვია 2–1 მოგება ამხანაგური
4. 6 თებერვალი 1998 ვალეტა, მალტა ლატვიის დროშა ლატვია 2–1 მოგება ამხანაგური
5. 10 თებერვალი 1998 ვალეტა, მალტა მალტის დროშა მალტა 3–1 მოგება ამხანაგური
6. 1 სექტემბერი 2001 თბილისი, საქართველო უნგრეთის დროშა უნგრეთი 3–1 მოგება 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]