მრეტები თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრეტები თბილისი
დაარსდა 3 თებერვალი, 1988
გაუქმდა 2002

საფეხბურთო კლუბი მრეტები თბილისი იყო საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. დაარსდა 1988 წლის 3 თებერვალს. იმ დროისთვის ყველა საბჭოთა კლუბი ოფიციალურად მოყვარულებისაგან შედგებოდა, მაგალითად მოსკოვის ლოკომოტივი ოფიციალურად რკინიგზის მუშებისაგან შედგებოდა. თუმცა მრეტები პირველი პროფესიონალური კლუბი იყო საბჭოთა კავშირში.[1]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველოს ფეხბურთმაც და 1990 წელს დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. 1990 წელს მრეტებმა საქართველოს თასში მერვედფინალამდე მიაღწია,[2] 1991 წელს კი მეორე დივიზიონიც მოიგო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clayton, David (2005). Kinkladze: The Perfect 10. Manchester: Parrs Wood. ISBN 1-903158-60-5.  p30.
  2. Georgia 1990. RSSSF. ციტირების თარიღი: 2008-01-27.