საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სსრკ
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი წითელი არმია
ასოციაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
ბომბარდირი ოლეგ ბლოხინი (42)
ფიფა-ს კოდი URS
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
გამოსვლა (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1958|1958]])
საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი, 1966
გამოსვლა (პირველად 1960)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი, 1960

საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები1924–1991 წლებში წარმოადგენდა საბჭოთა კავშირს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა საუკეთესო შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე 1960 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1991 წელს შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მისი სამართალმემკვიდრე გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა იმ თერმეტ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და ასევე საქართველოს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ, რომლებიც საქართველოს მსგავსად არ იყვნენ დსთ-ს წევრები, საკუთარი ეროვნული ნაკრებები ჩამოაყალიბეს და არ შეუერთდნენ დსთ-ს საფეხბურთო ნაკრებს. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა და დსთ-ს ნაკრების წევრმა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ჩამოაყალიბეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ნაკრების სტატისტიკა rsssf-ის ოფიციალურ საიტზე