გიორგი შაშიაშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი შაშიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1996–2005 | დინამო თბ. | 126 | (3) |
1998–1999 | → თსუ თბ. | 11 | (0) |
2005 | ალანია | 7 | (0) |
2006 | დინამო თბ. | 13 | (2) |
2006–2007 | ჩერნომორეცი | 9 | (0) |
2007–2009 | შტურმი გრაცი | 64 | (0) |
2009–2012 | ერგოტელისი | 67 | (3) |
2012–2013 | დილა გორი | 17 | (0) |
2013–2014 | დინამო თბ. | 9 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1999–2001 | საქართველო 21-წლ. | 11 | (0) |
2001–2010 | საქართველო | 32 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2017 | შუქურა ქობულეთი | ||
2018 | დილა გორი | ||
2019−2021 | შუქურა ქობულეთი | ||
2022–2023 | სამტრედია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გიორგი შაშიაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 2001–2010 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი შაშიაშვილმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 1998 წელს კლუბმა თსუ თბილისში გაანათხოვრა, სადაც ერთი წელი გაატარა და 1999 წელს თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. მის შემადგენლობაშიც 2004 წელს თანამეგობრობის თასი მოიპოვა.
2005 წელს 7 მატჩი ითამაშა ვლადიკავკაზის „ალანიას“ რიგებში, თუმცა კარიერა ვერ აეწყო და 2006 წელს მისი შემდეგი კლუბი ოდესის „ჩერნომორეცი“ გახდა, რომლის შემადგენლობაშიც სულ ცხრაჯერ გამოვიდა მინდორზე. 2007 წელს სათამაშო ფორმის აღდგენის მიზნით მშობლიურ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა და ნახევარი სეზონი გაატარა. 2007–2009 წლებში გრაცის „შტურმში“ განაგრძო თამაში, სადაც ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. 2009–2012 წლებში იყო ბერძნულ „ერგოტელისში“. 2013–2014 წლებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი შაშიაშვილს სანაკრებო დებიუტი თავდაპირველად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, 1999 წლის 30 მაისს ჰქონდა. სულ მალე მას მოჰყვა დებიუტი ქვეყნის უპირველეს ნაკრებში — 2001 წლის 9 მაისს, აზერბაიჯანის ნაკრებთან. 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მან სულ 11 თამაში ჩაატარა, ხოლო ეროვნულ გუნდში 32 და ერთი გოლიც გაიტანა. ეს იყო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან. შაშიაშვილის გოლი ევროსპორტმა 2006 წელს გატანილ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში გასულ გოლებს შორის საუკეთესო გოლად დაასახელა.
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლიდან იგი თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდული აკადემიის 14-წლამდე ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელად მუშაობდა.[1]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჩემპიონი: 1996–97, 1997–98, 2002–03.
- საქართველოს თასის მფლობელი: 1996–97, 2002–03, 2003–04.
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 1997, 1998.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 1 სექტემბერი
- დაბადებული 1979
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- გორის დილას ფეხბურთელები
- რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები
- უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის ფეხბურთელები
- ოდესის ჩერნომორეცის ფეხბურთელები
- ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- გრაცის შტურმის ფეხბურთელები
- საბერძნეთის სუპერლიგის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- გორის დილას მწვრთნელები
- სამტრედიის მწვრთნელები