ტაშკენტი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტაშკენტი Toshkent, Тошкент | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ტაშკენტის პროვინცია | ||||
შიდა დაყოფა | Bektemir, Chilanzar, Yashnobod, Mirobod, Mirzo Ulugbek, Sergeli District, Shaykhontohur, Almazar (town), Uchtepa, Yakkasaray და Yunusabad | ||||
კოორდინატები | 41°16′00″ ჩ. გ. 69°13′00″ ა. გ. / 41.26667° ჩ. გ. 69.21667° ა. გ. | ||||
მერი | რახმონბეკ უსმონოვი | ||||
პირველი ხსენება | 2. century BCE | ||||
ფართობი | 334.8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 455 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 2,200,000 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 6,600 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
საფოსტო ინდექსი | 100000 | ||||
საავტომობილო კოდი | 01—09, (10 და 30 — старые) | ||||
ოფიციალური საიტი | tashvil.gov.uz | ||||
ტაშკენტი (უზბეკ. Тошкент; რუს. Ташкент – „ქვის ქალაქი“) — უზბეკეთისა და ტაშკენტის პროვინციის დედაქალაქი. 1999 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2.142.700 ადამიანს შეადგენდა. მისი კოორდინატებია 41°16′N 69°13′E, ხოლოდ დროის სარტყელი - UTC/GMT +5 სთ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაშკენტი უძველესი ქალაქია, რომელიც სავაჭრო ქარავანთა მნიშვნელოვან გზისგასაყარსა და აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. თავადპირველად მცირე ოაზისი იყო ჩირკუკის მდინარესთან, დასავლეთ ტიან-შანის მთების ძირას. უძველეს დროში ეს არემარე ჩაჩთა სამეფოს ეკუთვნოდა, რომელთა დედაქალაქ კანკას მართკუთხა ციტადელი ერტყა გარს, აშენებული ძვ. წ. მე-5 და მე-3 საუკუნეებშ შორის, მდ. სირ-დარიას სამხრეთით 8 კმ-ში. ჩვ. წ. მე-7 საუკუნისთვის ჩაჩს უკვე 30-მდე ქალაქი და 50-ზე მეტი არხის ქსელი აქვს, რაც სავაჭრო ცენტრს ქმნიდა დოგდიანთა და თურქ მომთაბარე ტომთათვის. დედაქალაქს მინგ-ურუკი ("ათასი ატმის ბაღი") ერქვა და ეს არემარე განთქმული იყო ცხენებით, ნახირით, ოქროთი და ძვირფასი თვლებით. 751 წელს სამეფოს ჩინეთი შემოესია, იმსხვერპლა რა ჩაჩთა უფლისწული, რამაც თავის მხრივ არაბების შემოსავას მისცა გასაქანი. თალასის ბრძოლაში არაბებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და რეგიონი შესაბამისად ისლამის გავლენის ქვეშ მოექცა.
სამანიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო სახელით ბინკათი. თუმცა არაბებმა სამეფოს სახელი შეუნარჩუნეს ოდნავ სახეცვლილი გამოთქმით - შაში. ტაშკენტის თანამედროვე თურქული სახელი მომდინარეობს მე-10 საუკუნის მარა-ხანიდთა მმართველობიდან.
1219 წელს ქალაქს ჩინგის ყაენი ანადგურებს, თუმცა დიდმა დამპყრობმა აღმოაჩინა რომ მანამდე 1214 წელს ქალაქი ხორეზმშაჰს გაუძარცვავს. ტიმურიდთა და შემდგომში შაიბანიდთა დინასტიების ქვეშ ქალაქი ისევ აყვავდა უზბეკთა, ყაზახთა, სპარსთა, მონღოლთა და ყალმიხთა დროგამოშვებითი შემოსევების მიუხედავად.
1809 წელს ტაშკენტი კოკნადის სახანომ დაიპყრო. ამ დროისთვის ტაშკენტში უკვე დაახ. 100.000-მდე მცხოვრები იყო და ცენტრალური აზიის უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსებთან ვაჭრობიდან მომდინარეობდა, თუმცა კოკანდთა მაღალმა ბეგარამ ქალაქი ისევ დააძაბუნა. ტაშკენტის მღვდელმთავრები ბუხარას უფრო სწყალობდნენ ვიდრე კოკანდას, თუმცა ვიდრე ბუხარა ამ უკმაყოფილებით ისარგებლებდა რეგიონში რუსეთის არმია შემოვიდა.
დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაშკენტი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Stronski, Paul, Tashkent: Forging a Soviet City, 1930–1966 (Pittsburgh, University of Pittsburgh Press, 2010).
- Jeff Sahadeo, Russian Colonial Society in Tashkent, 1865–1923 (Bloomington, IN, Indiana University Press, 2010).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაშკენტი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Photos of historical monuments and modern buildings in Tashkent
- Recent photos of Tashkent with comments in English
- Disability Information Resource Centre in Tashkent
- Tashkent Directory
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Seoul -Sister Cities [via WayBackMachine]. Seoul Metropolitan Government (archived 2012-04-25). ციტირების თარიღი: 2013-08-23.
- ↑ International Cooperation: Sister Cities. Seoul Metropolitan Government. www.seoul.go.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2007. ციტირების თარიღი: 26 January 2008.
|
|