დორინ გოგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დორინ გოგა
DorinGogaDinamo.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი დორინ იოან გოგა
დაბადების
თარიღი
2 ივლისი, 1984 (1984-07-02) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ზალაუ, რუმინეთის დროშა რუმინეთი
სიმაღლე 1,82
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 21
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2008 უნივერსიტატეა კლუჟი 120 (33)
2008–2012 პოლიტექნიკა ტიმიშოარა 91 (29)
2012 რაპიდი ბუქარესტი 14 (2)
2013 ჰაპოელი რამათ-განი 12 (1)
2013- დინამო თბილისი 23 (10)
ეროვნული ნაკრები
2012 რუმინეთი 1 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით და სწორია: 19 თებერვალი 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია:
27 იანვარი 2014.

დორინ იოან გოგა (რუმ. Dorin Ioan Goga; 2 ივლისი, 1984) — რუმინელი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

გოგამ კარიერა დაიწყო კლუჟის „უნივერსიტატეაში“, სადაც თავიდან თამაშობდა ფლანგზე.

უნივერსიტატეა კლუჟი[რედაქტირება]

გოგა პირველ გუნდში დააწინაურეს 2003 წლის ზაფხულში, როდესაც „უნივერსიტატეა“ იყო რუმინეთის მეორე ლიგაში. მან გაიტანა გოლი და დაეხმარა კლუბს პირველ ლიგაში გადასვლაში წლების შემდეგ. „უნივერსიტატეას“ პირველ ლიგაში გადასვლამდე, გოგამ მიიპყრო დიდი ყურადღება, რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ ნახევარი სეზონის განმავლობაში კლუბის მიერ ცუდად ნათამაშები მატჩების შემდეგ, მის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „ტიმიშოარამ“, რომელმაც შესთავაზა 1 მილიონი ევროს გადახდა და 12 ფეხბურთელის დათმობა ნიჭიერი თავდამსხმელის სანაცვლოდ. თუმცა, შეთავაზებას არ დათანხმდა მისი კლუბი და გოგა დარჩა „უნივერსიტატეაში“ 2007-2008 წლების სეზონამდე.

2007-2008 წლების სეზონის ბოლოს მან საბოლოოდ გააფორმა კონტრაქტი „ტიმიშოარასთან“.

პოლიტექნიკა ტიმიშოარა[რედაქტირება]

2008 წელს გოგამ კონტრაქტი გააფორმა „ტიმიშოარასთან“. მას გაჰქონდა გოლები „ტიმიშოარაში“, გაიტანა ორი გოლი ევროპის ლიგაზე, ამსტერდამის „აიაქსთან“ და ზაგრების „დინამოსთან“. 22 სექტემბერს მან გაიტანა გოლი რუმინეთის თასზე ბუქარესტის „იუვენტუსთან“ 3-1 მოგებულ მატჩში. სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ, ცამეტ ტურში ერთი გოლის გატანის შემდეგ, მან გაიტანა გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე „ვასლუისთან“ 2-1 მოგებულ მატჩში.[1] 2011 წლის 26 თებერვალს, გოგამ გაათანაბრა „გაზ მეთან მედიასთან“ 3-1 მოგებულ მატჩში.[2] ეს იყო მისი მესამე გოლი რუმინეთის ლიგა 1-ში იმ სეზონში. დორინმა ფანტასტიური გოლი გაიტანა კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ 4-0 მოგებულ მატჩში. მან გაიტანა გოლი „ვიქტორიას“ წინააღმდეგ მატჩში[3]

რაპიდი ბუქარესტი[რედაქტირება]

2012 წლის 1 ივლისს გოგამ კონტრაქტი გააფორმა ბუქარესტის „რაპიდთან“. ის გამოუშვეს დეკემბერში, როდესაც კლუბი გადავიდა ადმინისტრაციის ხელში და ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ზოგიერთ მოთამაშესთან კონტრაქტის გაწყვეტა.

ჰაპოელი რამათ-განი[რედაქტირება]

2013 წელს გოგამ ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა ისრაელის საფეხბურთო კლუბ რამათ-განის „ჰაპოელთან“.[4]

დინამო თბილისი[რედაქტირება]

2013 წლის ივლისში გოგამ კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“.[5]

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Poli - Vaslui 2-1. Politehnica Timişoara (6 November 2010).
  2. Poli - Gaz Metan 3-1. Politehnica Timişoara. წაკითხვის თარიღი: 26 February 2011.
  3. The Poet is Back. RomanianSoccer. წაკითხვის თარიღი: 19 March 2011.
  4. Dorin Goga și-a găsit echipă și pleacă din Liga 1!. ProSport. წაკითხვის თარიღი: 30 January 2013.
  5. http://fcdinamo.ge/ge/news?n= დორინ გოგა 21 ნორმიანი მაისურით ითამაშებს1839