ბენფიკა (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენფიკა
150px-Sl benfica.png
სრული სახელი Sport Lisboa e Benfica
დაარსდა 28 თებერვალი, 1904
სტადიონი Estádio da Luz, ლისაბონი
(ტევადობა: 65,647)
პრეზიდენტი პორტუგალიის დროშა ლუიშ ფელიპე ვიეირა
მწვრთნელი პორტუგალიის დროშა რუი ვიტორია
ლიგა Primeira Liga
2014-15 ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ბენფიკა“საფეხბურთო კლუბი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონიდან.

„ბენფიკა“ დაარსდა 1904 წლის 28 თებერვალს და არის სამიდან ერთ-ერთი გუნდი რომელიც არასდროს გავარდნილა პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან. „ბენფიკას“ ჰყავს 270,000-ზე მეტი ოფიციალური წევრი, რაც მსოფლიო რეკორდია საფეხბურთო კლუბებს შორის. უეფას ცნობით კი პორტუგალელი გულშემატკივრების 47% სწორედ ლისაბონურ გრანდს უდგას მხარში. „ბენფიკა“ არის 26-ე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის, წლიური 126 მილიონიანი შემოსავლით. კლუბის დევიზი არის „E pluribus unum“ (ბევრიდან მხოლოდ ერთი) და ოფიციალური ჰიმნია „Ser Benfiquista“. გუნდის ფერებად თვლება თეთრი და წითელი, აქედან მოდის ზედმეტსახელი „O Encarnados“. ბენფიკას გულშემატკივრები საკუთარ თავს ბენფიკიშტებს უწოდებენ (Benfiquistas). კლუბის საშინაო არენაა Estadio Da Luz (სინათლის სტადიონი).

„ბენფიკა“ არის ყველაზე წარმატებული პორტუგალიური კლუბი როგორც შიდა ტიტულებით (73) ასევე მსოფლიო მაშტაბითაც (75). ამასთან ერთად იგი ერთადერთი გუნდია რომელსაც ხუთივე პორტუგალიური ტიტული აქვს მოგებული — სარეკორდო 34 ცალი პრიმეირა ლიგა, სარეკორდო 25 პორტუგალიის თასი, სარეკორდო 6 პორტუგალიის ლიგის თასი, 5 პორტუგალიის სუპერთასი და 3 პორტუგალიის ჩემპიონატი. 2014 წელს „ბენფიკამ“ მოიგო პრიმეირა ლიგა, პორტუგალიის თასი, პორტუგალიის ლიგის თასი და პორტუგალიის სუპერთასი, რითიც გახდა ერთადერთი პორტუგალიური კლუბი რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ყველა პორტუგალიურ ტიტულს დაეუფლა. „ბენფიკა“ ასევე არის ერთადერთი გუნდი პორტუგალიის ისტორიაში რომელმაც ორი სეზონი ჩაატარა დაუმარცხებლად, კერძოდ კი 1972-73 და 1977-1978. გუნდმა მოხსნა ევროპული რეკორდი გადაბმულად მოგებულ მატჩებში, როცა 1971-72 და 1972-73 სეზონებს შორის ზედიზედ 29 მატჩში იმარჯვეს. მათ ეკუთვნით პორტუგალიის რეკორდი ჩემპიონსა და მეორე ადგილოსან გუნდს შორის ქულათა სხვაობაში (18 ქულა). გუნდს ასევე ეკუთვნის რეკორდი ყველაზე გრძელ დაუმარცხებელ სერიაში, „ბენფიკამ“ 1976-77-დან 1978-79-მდე 56 მატჩი ჩაატარა წაგების გარეშე.

პორტუგალიის საზღვრებს გარეთ, „ბენფიკას“ აქვს მოგებული ზედიზედ ორი ევროპის თასი. კლუბი გავიდა მეორე ადგილზე ინტერკონტინენტალურ თასზე 1961 და 1962 წლებში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე/ევროპის თასზე 1963, 1965, 1968, 1988, 1990 წლებში და ევროპის ლიგაზე 1983, 2013 და 2014 წლებში, რითიც მათ მოხსნეს რეკორდი ყველაზე მეტი ევროპული ფინალის წაგებაში. 2000 წელს „ბენფიკა“ მოხვდა მეხუთე ადგილზე IFFHS-ს საუკუნის საუკეთესო კლუბების რეიტინგში.

ბენფიკა არის მეხუთე ადგილზე უეფა-ს საკლუბო რეიტინგში და მეთორმე ადგილზე IFFHS-ს მსოფლიო საკლუბო რეიტინგში, რაც პორტუგალიის რეკორდია.

ტიტულები[რედაქტირება]

  • პორტუგალიის ჩემპიონი: 34
    • 1935–36, 1936–37, 1937–38, 1941–42, 1942–43, 1944–45, 1949–50, 1954–55, 1956–57, 1959–60, 1960–61, 1962–63, 1963–64, 1964–65, 1966–67, 1967–68, 1968–69, 1970–71, 1971–72, 1972–73, 1974–75, 1975–76, 1976–77, 1980–81, 1982–83, 1983–84, 1986–87, 1988–89, 1990–91, 1993–94, 2004–05, 2009–10, 2013–14, 2014-15.
  • პორტუგალიის თასი: 25
    • 1939–40, 1942–43, 1943–44, 1948–49, 1950–51, 1951–52, 1952–53, 1954–55, 1956–57, 1958–59, 1961–62, 1963–64, 1968–69, 1969–70, 1971–72, 1979–80, 1980–81, 1982–83, 1984–85, 1985–86, 1986–87, 1992–93, 1995–96, 2003–04, 2013-14.
  • პორტუგალიის ლიგის თასი: 6
  • 2008–09, 2009–10, 2010–11, 2011–12, 2013–14, 2014-15.
  • პორტუგალიის სუპერთასი: 5
    • 1980, 1985, 1989, 2005, 2014.
  • ევროპის ჩემპიონთა თასი: 2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]