გაიოზ ჯეჯელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაიოზ ჯეჯელავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გაიოზ ივანეს ძე ჯეჯელავა
დაბადების
თარიღი
29 დეკემბერი, 1914
დაბადების
ადგილი
ტფილისი,
ტფილისის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
16 მარტი, 2005 (90 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 164 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა გარემარბი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1935–1936 ლოკომოტივი
1937–1948 დინამო თბ. 145 (66)
სამწვრთნელო კარიერა
1950–1951 ვვს მოსკოვი
1956–1957 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გაიოზ ჯეჯელავა (დ. 29 დეკემბერი, 1914, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 16 მარტი, 2005, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940) და ორზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946), , საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1974). წითელი ვარსკვლავის ორდენის (1946), შრომის წითელი დროშისა (1972) და საპატიო ნიშნის სამი (1941, 1950, 1957) ორდენის კავალერი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიოზ ჯეჯელავა ფეხბურთის თამაშს 16 წლის ასაკში იწყებს. 1932−33 წლებში თბილისის დეპო-ცეკავშირის გუნდში, ხოლო 1934 წელს თბილისის ტსპო-ს გუნდში გამოდის. 1935–1936 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშია. 1937–1948 წლებში კი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს.[3] კლუბის მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის 145 შეხვედრას თამაშობს და 66 ბურთი გააქვს. ამას გარდა, მის რიგებში ექვს საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[4][5] სათამაშო კარიერას ამავე კლუბში, 1948 წელს ასრულებს.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობას აგრძელებს და 1949 წელს 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროს მწვრთნელად იწყებს მუშაობას, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თავად გახლავთ.[6] 1950 წელს მოსკოვიდან იღებს მოწვევას და ახლადშექმნილ სამხედრო-საავიაციო ძალების გუნდის — მოსკოვის ვვს-ის მთავარი მწვრთნელი ხდება, სადაც ნაყოფიერი მუშაობის მიუხედავად მხოლოდ ერთ სეზონს ატარებს. ამის შემდეგ 1956−1957 წლებში თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობს. მოგვიანებით მუშაობას ინჟინრის სპეციალობით აგრძელებს და ერთი პერიოდი საშენ მასალათა ქარხნის დირექტორის თანამდებობას იკავებს. მისი ავტორობით გამოდის წიგნები — „ქართული ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში“ (1947) და „მოძრავი თამაშობანი ფეხბურთელთათვის“ (1947).

1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[7]

ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც იშვიათი ტაქტიკური და საგოლე ალღოს მქონე მაღალტექნიკურმა და მეტოქეთათვის უაღრესად სახიფათო ფორვარდმა. გამოირჩეოდა მაღალი სასტარტო სისწრაფით, თავბრუდამხვევი დრიბლინგითა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. ფლობდა ძლიერ და ზუსტ დარტყმას. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული.[8]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1939, 1940
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1946

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 22.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  2. გაიოზ ჯეჯელავა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-01. ციტირების თარიღი: 2022-01-01.
  3. Джеджелава Гайоз Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2021
  4. Турне в Иран в 1944 году. dinamo-tbilisi.ru. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2021
  5. Турне в Румынию в 1945 году. dinamo-tbilisi.ru. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2021
  6. 35-ე საფეხბურთო სკოლა (2018). ქ. თბილისის ვაჟთა 35-ე სკოლის მოკლე ისტორია. სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ი. ჩხარტიშვილი, კ.ი. ჯეჯელავა, ა.ს. კიკნაძე, მ.პ. მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე. fc35.ge
  7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 05 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  8. Vakhtang Bzikadze (17 იანვარი, 2005). Jejelava is living history — Legendary skills: Stories still circulate about his skills. Some, it must be said, sound quite incredible. Once, while playing for a team from the Georgian town of Poti in the Ukrainian town of Kadievka, Jejelava is said to have dribbled past the whole team of opponents before laying down in front of the goalline and heading the ball into the net. He was immediately handed a red card for unsportsmanlike conduct.