მურთაზ შელია
|
მურთაზ შელია „მანჩესტერ სიტიში“ | |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | მურთაზ შელია | ||
| დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1969 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
| სიმაღლე | 188 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1988–1990 | ამირანი ოჩამჩირე | 28 | (3) |
| 1991–1994 | დინამო თბილისი | 74 | (2) |
| 1994 | ზაარბრიუკენი | 18 | (1) |
| 1995 | დინამო თბილისი | 15 | (3) |
| 1995–1997 | სპარტაკ-ალანია | 62 | (9) |
| 1997–2000 | მანჩესტერ სიტი | 15 | (2) |
| 2000 | დინამო თბილისი | 3 | (1) |
| 2000–2001 | ლოკომოტივი თბ. | 7 | (2) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 1994–1998 | საქართველო | 29 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
მურთაზ შელია (დ. 25 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის „დინამოსთან“ ერთად შელიამ მოიგო საქართველოს ჩემპიონატის ზედიზედ ხუთი სეზონი 1991-დან 1995 წლამდე.[1]
1995 წელს ვლადიკავკაზის „სპარტაკ-ალანიას“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში, სადაც პირველივე სეზონში რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა.[2]
1997–2000 წლებში თამაშობდა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში, სადაც გიორგი ქინქლაძე კლუბის წამყვანი მოთამაშე იყო. შელია თავისი დებიუტი გოლით აღნიშნა „ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ, თუმცა ის მატჩი მისმა გუნდმა 1–2 დათმო.[3] ექვსი კვირის შემდეგ მას დაცვის ხაზში შეურთდა კიდევ ერთი ქართველი, კახაბერ ცხადაძე, მაგრამ იმ სეზონში ხშირი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა „ნოტინგემ ფორესტის“ კარში.
სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტი“ ლიგიდან გავარდა, რითაც ისტორიაში პირველად მოხვდა მესამე დივიზიონში. შემდეგ სეზონში შელიამ მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა, მისი ბოლო მატჩი იყო 1998 წლის ოქტომბერში „რედინგის“ წინააღმდეგ, სადაც კარიერისთვის საბედისწერო ტრავმა მიიღო. 2000 წელს შეწყდა კონტრაქტი და შესვენების შემდეგ თამაში განაგრძო თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც 2001 წელს კარიერა დაასრულა.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994–1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე, რომლის შემადგენლობაშიც 29 მატჩი ჩაატარა.
სხვა საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013–14 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ შელია ცხინვალის „სპარტაკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ჩემპიონი: 1991, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1994–95
- საქართველოს თასის მფლობელი: 1991–92, 1992–93, 1993–94, 1994–95
- რუსეთის ჩემპიონი: 1995
- რუსეთის ვიცე-ჩემპიონი: 1996
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 33 საუკეთესო
- №2: 1995
- №3: 1996
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მურთაზ შელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მურთაზ შელია — თბილისის საკრებულო
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩები
| თემატური საიტები |
|---|
| AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFakts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Georgia — Championship Winning Teams. RSSSF.
- ↑ Georgia's football frailties
- ↑ ბაქლი, ენდი; ბარგესი, რიჩარდ (2000). Blue Moon Rising: The Fall and Rise of Manchester City. Bury: Milo. ISBN 0-9530847-4-4. გვ.101, 149
- დაბადებული 25 მარტი
- დაბადებული 1969
- ქართველი ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ზაარბრიუკენის ფეხბურთელები
- ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები
- მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- ცოცხალი ადამიანები