ომარ თეთრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ომარ თეთრაძე
Tetradzeom.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ომარ თეთრაძე
დაბადების
თარიღი
13 ოქტომბერი, 1969 (1969-10-13) (49 წლის)
დაბადების
ადგილი
ველისპირი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი/მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
ჟეტისუ (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1986–1987 დინამო თბილისი 24 (0)
1988–1991 მერცხალი ოზურგეთი 30 (4)
1991 დინამო მოსკოვი 101 (11)
1992 ალანია ვლადიკავკაზი 61 (1)
1992 რომა 15 (0)
1992-1996 პაოკი სალონიკი 60 (2)
1997 ალანია ვლადიკავკაზი 29 (0)
1998-2000 ანჟი მაჰაჩყალა 40 (1)
2000-2002 კრილია სოვეტოვი სამარა 26 (0)
სულ 386 (19)
ეროვნული ნაკრები
1991 სსრკ (ოლიმპიური) 5 (0)
1992 დსთ 3 (0)
1992–2002 რუსეთი 37 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2003 ანჟი მაჰაჩყალა (თანაშემწე)
2007–2010 ანჟი მაჰაჩყალა
2010–2011 ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი
2012 ხიმკი
2013– ჟეტისუ
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ომარ თეთრაძე (დ.13 ოქტომბერი, 1969, ველისპირი, როგორც ომარ ოსიპოვი) — ქართულ–ბერძნული წარმოშობის ფეხბურთელი, ამჟამად ყაზახური „ჟეტისუს“ მწვრთნელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 წლის ასაკამდე ცნობილი იყო როგორც ომარ ოსიპოვი, პროფესიონალურ ფეხბურთში წასვლის შემდეგ გადაწყვიტა შეეცვალა გვარი. საბჭოთა კავშირის დანგრევას გეზი ჰქონდა აღებული და საქართველოში ნაციონალური აზროვნება საკმაოდ ძლიერად იყო განვითარებული, რაც ახალგაზრდა მოთამაშის კარიერაზე ზეგავლენას მოახდენდა. ამის გამო ომარიმ დედის მხრიდან ბებიის გვარი მიიღო — თეთრაძე. შემდეგ მან გადაწყვიტა ძველი გვარის დაბრუნება, მაგრამ ეს ბევრ პრობლემას შეუქმნიდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო დონეზე თამაშობდა თბილისის „დინამოში“, მოსკოვის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ (რომელთან ერთადაც მოიგო რუსეთის პრემიერ ლიგა 1995 წელს), „რომაში“ და თესალონიკის „პაოკში“.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშობდა რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და ევრო 96–ზე. ამ უკანასკნელში ითამაშა სამი შესანიშნავი მატჩი, მიუხედავად რუსეთის ნაკრების ცუდი შედეგებისა თეთრაძე დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად.

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელის თანაშემწედ სამარის „კრილია სოვეტოვში“. მოგვიანებით იყო მაჰაჩყალის „ანჟის“ მწვრთნელი. 2008 წლის სექტემბერში „ბელგოროდთან“ 1–0 წაგების შემდეგ მას დაემუქრა მწვრთნელობიდან მოხსნა, თუმცა მან შეინარჩუნა პოსტი. საბოლოოდ „ანჟი“ დაბრუნდა რუსეთის პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ რაც რუსეთის პირველ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წლის 19 მარტს თეთრაძემ დატოვა „ანჟი“.

სათამაშო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ თბილისი უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე 00/0
1988 საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ თბილისი უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე 09/0
1989 საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ თბილისი უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე 15/0
1990 საბჭოთა კავშირის დროშა„იბერია“ თბილისი უმაღლესი ლიგა 1–ლი დონეl
საბჭოთა კავშირის დროშა „მერცხალი“ ოზურგეთი
1991 საბჭოთა კავშირის დროშა „დინამო“ მოსკოვი უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე 21/0
1992 რუსეთის დროშა „დინამო“ მოსკოვი პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 25/6
1993 რუსეთის დროშა „დინამო“ მოსკოვი პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 32/4
1994 რუსეთის დროშა „დინამო“ მოსკოვი პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 23/1
1995 რუსეთის დროშა „სპარტაკი–ალანია“ ვლადიკავკაზი პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 30/0
1996 რუსეთის დროშა „ალანია“ ვლადიკავკაზი პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 31/1
1996–97 იტალიის დროშა „რომა“ სერია A 1–ლი დონე 08/0
1997–98 იტალიის დროშა „რომა“ სერია A 1–ლი დონე 07/0
1998–99 იტალიის დროშა „რომა“ სერია A 1–ლი დონე 00/0
1999-00 საბერძნეთის დროშა „პაოკი“ სუპერ ლიგა 1–ლი დონე 27/0
2000–01 საბერძნეთის დროშა „პაოკი“ სუპერ ლიგა 1–ლი დონე 22/2
2001–02 საბერძნეთის დროშა „პაოკი“ სუპერ ლიგა 1–ლი დონე 05/0
2002 რუსეთის დროშა „ალანია“ ვლადიკავკაზი პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 29/0
2003 რუსეთის დროშა „ანჟი“ მაჰაჩყალა პირველი დივიზიონი მე–2 დონე 40/1
2004 რუსეთის დროშა „კრილია სოვეტოვი“ სამარა პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 14/0
2005 რუსეთის დროშა „კრილია სოვეტოვი“ სამარა პრემიერ ლიგა 1–ლი დონე 12/0

* – თამაშების და გოლების რაოდენობა

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ 1990–იან წლებში თეთრაძემ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა მასზე.[1] თეთრაძე თვლის რომ ეთნიკურად ბერძენია, თუმცა ამბობს რომ მისი სამშობლო საქართველოა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ანჟი“ მაჰაჩყალა
„ვოლგა“ ნიჟნი ნოვგოროდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბანდენკო ა.. (30 მარტი 2010) Тетрадзе. Омари в собственном соку რუსული. Sovetsky Sport – Football. წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2010.
  2. 2009 წლის სეზონის ლაურეატები (რუსული)