ოთარ მარცვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ მარცვალაძე
თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოთარ მარცვალაძე
დაბადების
თარიღი
14 ივლისი, 1984 (1984-07-14) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 1,76 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტოსნო
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
ვიტ ჯორჯია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2006 ვიტ ჯორჯია 82 (33)
2006-2008 დინამო კიევი 6 (0)
2006-2008 დინამო-2 კიევი 11 (2)
2007ზაკარპატიე (იჯარით) 17 (1)
2009-2010 ანჟი მაჰაჩყალა 22 (13)
2010ვოლგა (იჯარით) 33 (21)
2011 ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი 13 (5)
2011-2012 კრასნოდარი 22 (3)
2013 სკა-ენერგია ხაბაროვსკი 7 (4)
2013-2014 ალანია ვლადიკავკაზი 9 (3)
2014 დინამო თბილისი 14 (6)
2014- ტოსნო 4 (1)
ეროვნული ნაკრები
2000 საქართველო 17 წლ. 2 (0)
2001 საქართველო 19 წლ. 3 (2)
2003-2005 საქართველო 21 წლ. 7 (1)
2006- საქართველო 22 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 სექტემბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014
ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“ 2011
ვლადიკაკაზის „ალანიაში“ 2013

ოთარ მარცვალაძე (დ. 14 ივლისი, 1984, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ტოსნოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო ადრეული ასაკიდან, მას შემდეგ, რაც ის შეამჩნია რეზო სოტკილავამ და შესთავაზა საფეხბურთო სკოლაში ჩარიცხვა. ფეხბურთით დაკავდა 9 წლის ასაკიდან, 11 წლის ასაკში მოხვდა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში, სადაც მისი მწვრთნელი იყო თენგიზ სულაქველიძე. 16 წლის ასაკში წავიდა ისრაელის კლუბ თელ-ავივის „აპოელში“, სადაც დაჰყო ერთი წელი. კარიერის დასაწყისში მისი საფეხბურთო აგენტი იყო მისი ძმა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტ ჯორჯია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცვალაძე „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა 2001 წელს. თავდაპირველად თამაშობდა მეორე გუნდში. ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 18 წლის ასაკში.

კიევის დინამო და ზაკარპატიე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის იანვარში მარცვალაძე შეუერთდა კიევის „დინამოს“ შეკრებაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.[1] 2006 წლის მარტში კიევის „დინამოსთან“ გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი. მასთან ერთად კლუბთან კონტრაქტი გააფორმა კახაბერ ალადაშვილმაც.[2] მისი აგენტი რევაზ ჩელებაძე სთავაზობდა კარიერის გაგრძელებას სხვადასხვა კლუბებში, ოთარმა „დინამო“ არჩია.

უკრაინის უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 18 მარტს, დონეცკის „მეტალურგთან“ (0:3),[3] მოედანზე შემოვიდა 83-ე წუთზე ბრაზილიელი დიოგო რინკონის ნაცვლად.

მარცვალაძემ 2006 წლის ივლისში მიიღო ტრავმა ავსტრიაში შეკრებაზე ყოფნის დროს.[4] ტრავმის მოშუშების შემდეგ ის თამაშობდა კლუბის დუბლებში, მაგრამ მალე კვლავ ტრავმა მიიღო. 2006-2007 წლების სეზონის პირველ ნახევარში ძირითად გუნდში უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 2, უკრაინის თასზე 1, ხოლო დუბლებში 5 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. ტრავმის მოშუშების შემდეგ მარცვალაძე გამოდიოდა დუბლებში. იმ სეზონში დუბლშემადგენლობამ მოიგო უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მარცვალაძემ კი 17 მატჩში გაიტანა 3 გოლი.

2007 წლის ივნისში „დინამოს“ ხელმძღვანელობამ მარცვალაძე კახაბერ ალადაშვილთან და დავით იმედაშვილთან ერთად ტრანსფერზე დააყენა. 2007 წლის ზაფხულში მარცვალაძე ვარჯიშობდა კიევის „არსენალში“ და ორ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კლუბს და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაფორმდა.

იმავე წლის ზაფხულში „დინამოს“ ორ თანაგუნდელთან, პაველ კსიონზთან და კახაბერ ალადაშვილთან ერთად გადავიდა უჟგოროდის „ზაკარპატიეში“.[5]

2008 წლის ზამთარში მარცვალაძე სინჯებზე იმყოფებოდა კლუბ „ხარკოვში“, რომელსაც წვრთნიდა ვლადიმირ ბესონოვი. კლუბთან ერთად თურქეთში წასულმა მარცვალაძემ მიიღო მენისკის სერიოზული ტრავმა.[4][6] მას გაუკეთეს ოპერაცია და მკურნალობა განაგრძო კიევში. სარეაბილიტაციო კურსი გაგრძელდა სეზონის ბოლომდე. ოთარი გამოემგზავრა საქართველოში, სადაც განაგრძო მკურნალობა და დაიწყო ვარჯიში. კიევში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, ის ძმასთან ერთად მოყვა ავტოავარიაში.

ანჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცვალაძე 2009 წლის ზამთარში შეკრებაზე წავიდა „ანჟისთან“ ერთად. მალე კლუბმა გამოისყიდა მისი სატრანსფერო უფლებები. სავიზო პრობლემების გამო, კლუბის შემადგენლობაში სამი თვე ვერ ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ის ძმასთან ერთად ვარჯიშობდა თბილისში. 2009 წლის ივნისში მარცვალაძემ საბოლოოდ მიიღო ვიზა.[7] ამ დროისთვის მას კლუბში დახვდნენ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც — რევაზ ბარაბაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა, ედიკ საჯაია, შემდეგ კლუბს შეუერთდნენ კახაბერ ალადაშვილი და სანდრო იაშვილი. 2009 წელს ოთარი გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, 22 მატჩში გაიტანა 13 გოლი და გახდა მე-5 ბომბარდირი გათამაშებაში.

ვოლგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მარტის დასაწყისში მარცვალაძე არენდით გადავიდა ნიჟნი-ნოვგოროდის „ვოლგაში“.[8] მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარცვალაძეს ჰქონდა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დებიუტი ახალი კლუბის შემადგენლობაში შედგა 2010 წლის 30 მარტს, არხანგელსის „ვოლგარ-გაზპრომთან“ მატჩში (3-1).[9]

კრასნოდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ზაფხულში მარცვალაძე გადავიდა „კრასნოდარში“.[10] 2012 წლის 13 ივლისს კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს კონტრაქტი.[11]

ვლადიკავკაზის ალანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ითამაშა ხაბაროვსკის „სკა-ენერგიას“ შემადგენლობაში, იმავე წელს გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“.[12]

თბილისის დინამო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013–14 წლების სეზონი ოთარმა ვლადიკავკაზის „ალანიაში“ დაიწყო, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის კლუბი უფინანსობის გამო რუსეთის პირველ დივიზიონში გათამაშებიდან მოიხსნა და 29 წლის ფორვარდს ახალი გუნდის ძებნა მოუწია.

თავდაპირველად, ის თურქეთში შეკრებაზე მყოფ გორის „დილას“ შეუერთდა. თუმცა, ბოლო ვარჯიშის შემდეგ, გუნდს აღარ დალოდებია და საქართველოში მარტო გადმოფრინდა. თბილისის „დინამოში“ ჰოლანდიელ მარჯვენა მცველ იენს იანსესთან ერთად ჩაირიცხა.[13] „დინამოში“ შეძლო ფორმის აღდგენა, უმაღლესი ლიგის 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და პირველივე სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს თასის გათამაშებაში 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის ფინალში საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ, მე-60 წუთზე ჩისკოს პასით პირისპირ დარჩა მეკარესთან, ოთარმა ტექნიკური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1).[14] ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელოს“ ვერსიით ოთარი უმაღლესი ლიგის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა.[15][16] ევროტურნირებზე „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო ოთარ მარცვალაძეც, მიუხედავად იმისა, რომ მიხალ ბილეკმა ოთარი ევროთასებზე ფაქტობრივად ვერ გამოიყენა.

ტოსნო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დინამოდან“ წამოსვლის შემდეგ ოთარმა კარიერის გაგრძელება რუსეთის I დივიზიონში მოთამაშე სანქტ-პეტერბურგის ოლქის კლუბ „ტოსნოში“ გადაწყვიტა, სადაც უკვე ირიცხებოდა მისი სამი თანამემამულე, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და მიხეილ გორელიშვილი. ევროთასების შემდეგ მარცვალაძე რუსეთის ვიზას თითქმის ერთი თვე ელოდა, მაგრამ პრობლემა მოგვარდა, ვიზა მიიღო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დონით მეორე ჩემპიონატში ახალაღზევებულ კლუბში ჩაირიცხა.[17] კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „დინამოს“ მსგავსად ახალ კლუბშიც 20 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.[18]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცვალაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამართული აქვს 7 მატჩი და გატანილი აქვს 1 გოლი. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2006 წელს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე. ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული აქვს 18 მატჩი და გატანილი აქვს 2 გოლი. მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „დინამოს“ მაისურით ჩატარებული თამაშები შეუმჩნეველი არ დარჩენილა თემურ ქეცბაიასთვის და 3 წლიანი პაუზის შემდეგ ოთარი ისევ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში.[19][20]

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 1 მარტი, 2006 ტა' ქალის ეროვნული სტადიონი, ტა' ქალი მალტის დროშა მალტა 1–0 2–0 2006 წლის მალტის საერთაშორისო ტურნირი
2. 19 ნოემბერი, 2008 დინამოს სტადიონი, ბუქარესტი რუმინეთის დროშა რუმინეთი 1–0 1–2 ამხანაგური

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარის მამა დაიღუპა ავტოავარიაში, ოთარიც იმავე მანქანაში იმყოფებოდა, მაგრამ მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.[21]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის პირველი დივიზიონის ბომბარდირი: (1): 2010 (21 გოლი)[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Динамовцы» приступили к тренировкам в ОАЭ. UA-Футбол. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.06.2012. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  2. «Динамовцы» весеннего призыва. UA-Футбол. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.06.2012. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  3. Протокол матча. Украинский футбол от Дмитрия Трощия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-01. ციტირების თარიღი: 26.1.2007.
  4. 4.0 4.1 Марцваладзе: «После аварии заново начал играть в футбол». Football.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.06.2012. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  5. Новички Высшей лиги усиливаются «динамовцами». UA-Футбол. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.06.2012. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  6. Марцваладзе вернулся в «Динамо». UA-Футбол. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.06.2012. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  7. Иашвили и Марцваладзе присоединились к «Анжи». Чемпионат.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.06.2009. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  8. Марцваладзе перешёл в нижегородскую «Волгу». Чемпионат.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05.03.2010. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  9. Протокол матча. Чемпионат.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.05.2010. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  10. В «Краснодар» из «Волги» перешёл форвард Отар Марцваладзе. Официальный сайт ФК «Краснодар». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 24.02.2012.
  11. მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა! , საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 29 ივნისი, 2012.
  12. მარცვალაძე „ალანიაში“ ოფიციალურად ჩაირიცხა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 25 მაისი, 2013.
  13. ახალწვეულების წარდგენა დიღმის ბაზაზე, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 17 თებერვალი, 2014.
  14. „დინამომ“ მე-11 თასი მოიგო, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 21 მაისი, 2014.
  15. სეზონის ნომინანტები. საუკეთესო თავდამსხმელი - ოთარ მარცვალაძე[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 23 მაისი, 2014.
  16. 2013-14 სეზონის სიმბოლური ნაკრები ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 23 მაისი, 2014.
  17. ოთარ მარცვალაძემ რუსეთის ვიზა მიიღო და "ტოსნოს" შეუერთდა[მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 29 აგვისტო, 2014.
  18. ოთარ მარცვალაძემ "ტოსნოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა[მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 1 სექტემბერი, 2014.
  19. დინამოელები ეროვნულ ნაკრებში, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 14 მაისი, 2014.
  20. ეროვნული ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი - 29 მაისს და 3 ივნისს დაარქივებული 2014-10-25 საიტზე Wayback Machine. , „სფფ-ს“ ოფიციალური საიტი, 14 მაისი, 2014.
  21. Отар МАРЦВАЛАДЗЕ: "УВЕРЕН, "АНЖИ" БУДЕТ В ПРЕМЬЕР-ЛИГЕ"
  22. Лауреаты сезона 2010-го года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-21. ციტირების თარიღი: 2014-02-12.