შოთა არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოთა არველაძე
Shota Arveladze.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შოთა არველაძე
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1973 (1973-02-22) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1990–1991 მართვე თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1993 დინამო თბილისი 75 (62)
1993–1997 ტრაბზონსფორი 96 (61)
1997–2001 აიაქსი 96 (55)
2001–2005 რეინჯერსი 95 (44)
2005–2007 ალკმარი 60 (36)
2007–2008 ლევანტე 4 (0)
სულ 426 (258)
ეროვნული ნაკრები
1992–2007 საქართველო 61 (26)
სამწვრთნელო კარიერა
2008–2010 ალკმარი (თანაშემწე)
2010–2012 ქაისერისფორი
2012–2015 ქასიმფაშა
2015 ტრაბზონსფორი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

შოთა არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. შოთას ძმები, არჩილ და რევაზ არველაძეები აგრეთვე ფეხბურთელები იყვნენ.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში". არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსში“ და „ალკმარში“. „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსი" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო ვინც ეს წოდება მოიპოვა.

შოთა არველაძე უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

ადგილი მოთამაშე გოლი
1 შვედეთის დროშა ჰენრიკ ლარსონი 40
2 გერმანიის დროშა იურგენ კლინსმანი 29
3 კოლუმბიის დროშა რადამელ ფალკაო 29
4 საქართველოს დროშა შოთა არველაძე 27
5 იტალიის დროშა ალესანდრო ალტობელი 25
6 ნიდერლანდების დროშა კლას-იან ჰუნტელაარი 25
7 ხორვატიის დროშა მლადენ პეტრიჩი 24
8 პერუს დროშა კლაუდიო პისარო 24
9 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 23
10 ინგლისის დროშა მარტინ ჩივერსი 22
11 გერმანიის დროშა დიტერ მიულერი 22
12 გერმანიის დროშა კარლ-ჰაინც რუმენიგე 22

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი 26 გოლით ის ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არველაძის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, როდესაც „ალკმარში“ ლუის ვან გალის თანაშემწედ დაინიშნა. აქ არველაძემ ორი წელი იმუშავა, ხოლო 2010 წლიდან გახდა თურქული კლუბის, „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი, „ქაისერისფორი“ არველაძემ 2012 წელს დატოვა.[1] 2012 წლის 8 ოქტომბრიდან „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელია.[2] 2015 წლის 13 მარტს არველაძე „ქასიმფაშას“ მწვრთნელობიდან გადადგა. „კონიასპორთან“ მატჩის პირველ ნახევარში რაიან ბაბელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მასპინძლები გაჩერდნენ, თუმცა „ქასიმფაშას“ მოთამაშეებმა ბურთი მოიპოვეს, თამაში არ შეწყვიტეს და ანგარიში გახსნეს. ამის გამო, არველაძემ მისი გუნდის ფეხბურთელებს მოუწოდა „კონიასპორის“ მოთამაშეებისთვის საშუალება მიეცათ გოლი გაეტანათ და ანგარიში გაეთანაბრებინათ. მატჩის დასრულების შემდეგ არველაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.[3] 2015 წლის ივლისში 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ტრაბსონსფორთან“, რომლის რიგებშიც 1993-1997 წლებში გამოდიოდა.[4]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დინამო“ თბილისი
  • საქართველოს ჩემპიონატი (5): 1991, 1992, 1993, 1994, 1995
  • საქართველოს თასი (4): 1992, 1993, 1994, 1995
„ტრაბზონსფორი“
  • თურქეთის თასი (1): 1995
„აიაქსი“
„რეინჯერსი“
  • შოტლანდიის ჩემპიონატი (2): 2003, 2005
  • შოტლანდიის თასი (2): 2002, 2003
  • შოტლანდიის ლიგის თასი (1): 2003

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთ „სარბიელის“ მიერ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) 1992-1996 წლებში ზედიზედ 5-ჯერ დასახელდა საქართველოს უძლიერეს ფეხბურთელთა სამუელში: 1994 - #1, 1992, 1993, 1995, 1996 - #3
  • ევროპის საკლუბო ტურნირებში ქართული კლუბის (დინამო თბილისი) პირველი გოლის ავტორი: 1993 წლის 18 აგვისტოს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიის „ლინფილდის“ წინააღმდეგ
  • 1994 წლის 7 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, თბილისში მოლდოვას წინააღმდეგ (0:1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უფროს ძმასთან რევაზთან და ტყუპისცალ არჩილთან ერთად
  • 1995-1996 წლების სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა და პირველობის ისტორიაში (1959 წლიდან) მხოლოდ და მხოლოდ მეორე უცხოელი გახდა (იუგოსლავიელი ტარიკ ჰოჯიჩის შემდეგ - 1983-1984), რომელმაც ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა, პრინციპულად არ ურტყამდა პენალტებს
  • ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში - 1997-1998 - 4-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი: სამჯერ ერედივიზიეში, ერთხელ უეფას თასზე (სლოვენიის „მარიბორის “ წინააღმდეგ). სეზონი 44 მატჩში გატანილი 37 გოლით და კლუბის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა (ორჯერ): 1997 წლის 30 მარტს თბილისში, ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრებთან (7:0) და 2006 წლის 18 აგვისტოს ტოფტირში, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრებთან (6:0)
  • ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი: კლუბებსა და ნაკრებში უმაღლეს დონეზე ჩატარებულ 610 მატჩში 347 გოლი გაიტანა
  • 2008 წლის 3 ივნისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩით შოთა არველაძე ფეხბურთს გამოეთხოვა. შოთას მეგობრების ნაკრებმა, რომელშიც არაერთმა ვარსკვლავმა ითამაშა (მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპები, ფრანკ დე ბური, არტურ ნუმანი, დანი ბლინდი, ტიჯანი ბაბანგიდა, დამიანო ტომაზი, ანდრეი კანჩელსკისი) საქართველოს ნაკრებს 9:6 მოუგო. შოთას მეგობრების გუნდს ლუის ვან გაალი ხელმძღვანელობდა
  • მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ლუის ვან გაალის ასისტენტი ალკმაარის აზ-ში, 2010 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა თურქეთის „ქაისერისფორს“, „ქასიმფაშას“ და „ტრაბზონსფორს“, ასევე ისრაელის „მაქაბის“ (თელ-ავივი). 2017 წლის ივნისიდან ტაშკენტის „ფახთაქორის“ (უზბეკეთი) მთავარი მწვრთნელია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]