მერანი მარტვილი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მერანი“ მარტვილი
მერანი მარტვილის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მერანი მარტვილი
დაარსდა 1955
სტადიონი მურთაზ ხურცილავა
მარტვილი, საქართველო
(ტევადობა: 2,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშაფრიდონ ინჯია
მწვრთნელი საქართველოს დროშაგიორგი მიქაძე
ლიგა პირველი ლიგა
2015-16 ადგილი მე-15
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა

„მერანი“საფეხბურთო კლუბი ქალაქ მარტვილიდან. საშინაო მატჩებს ატარებს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 2 000 მაყურებელს იტევს. 2009-2010 წლების სეზონში დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი, მარტვილის "მერანი” გავიდა ნახევარფინალში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი „სალხინოს“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მარტვილის რაიონში (ჭყონდიდის ეპარქიაში), რომელიც მდიდარია ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებით და საფეხბურთო ტრადიციებით.

მარტვილში ფეხბურთის ისტორია იწყება 1955 წლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) „სალხინო“ ფეხბურთის განვითარებისათვის უაღესად ერთგული მამულიშვილის გიგლა სურმავას უდიდესი ძალისხმევით.

1955 წლიდან გეგეჭკორის „სალხინო“ ბრწყინვალედ გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში, 1960 წელს გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში და წლების მანძილზე გამოდიოდა პირველ ჯგუფში, რომლის ძირითად საფეხბურთო ბირთვს შეადგენდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც იყვნენ სოხუმის „დინამო“, ზუგდიდის „დინამო“, ფოთის „კოლხეთი“, სენაკის „ეგრისი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ლანჩხუთის „გურია“, ოზურგეთის „მერცხალი“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „დინამო“, ტყიბულის „მეშახტე“, ჭიათურის „მაღაროელი“,ზესტაფონის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ახალციხის „მესხეთი“, ცხინვალის „სპარტაკი“, თელავის „ნადიკვარი“, თბილისის „სინათლე“, „სკა ისანი“, „ფიზკულტურის ინსტიტუტი“, და ის რომ გეგეჭკორის „სალხინო“ დამკვიდრდა მათთან ერთად იყო ბატონი გიგლა სურმავას და მწვრთნელის ქიშვარდ ჭილაიას უდიდესი დამსახურება.

1964 წელს საფეხბურთო კლუბი „სალხინო“ ჩაიბარა სპორტულმა საზოგადოება „კოლმეურნემ“, თავმჯდომარე გურამ ჭილაია, რომლის ხელმძღვანელობით „სალხინომ“ დიდ წარმატებას მიაღწია. 1972 წლამდე მწვრნელთა კორპუსს სათავეში ედგა მთავარი მწვრთნელი ბიჭიკო შალელაშვილი.

1968-1977 წლებში ბატონ გურამ ჭილაიას ინიციატივით და რაიონის თავკაცის ნოდარ ჩხოლარიას მხარდაჭერით მარტვილში აშენდა საფეხბურთო სტადიონი. ბატონი გურამ ჭილაია სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე და ფეხბურთის განვითარებაზე. წლების განმავლობაში მას გვერდში ედგნენ 1972 წლიდან ზაურ ბართაია და დაზმირ ვახანია მთავარი მწვრთნელების სტატუსით. სწორედ ბატონი დაზმირ ვახანიას მწვრთნელობის პერიოდში „სალხინომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია.

1977 წელს საქართველოს თასის ფინალისტი თბილისში

1974 წელი ა. ჟორდანიას სახელობის თასის მფლობელი.

1975 წელი მოლდავეთში ოქროს თავთავის თასზე მე-2 ადგილი

1976 წელი ერევანში ოქროს თავთავის თასზე მე-3 ადგილი

1978 წელი მარტვილში ოქროს თავთავის თასზე 1-ლი ადგილი.

1977 წელი თბილისი ა.ჟორდანიას თასის მფლობელი.

1981 წელს „სალხინოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა გივი კვესელავა, მწვრთნელი დემურ ჩხეტია, გუნდის უფროსი დაზმირ ვახანია.

1983 წელი ქ.ცხინვალი კოლმეურნეს თასის ფინალისტი.

1985 წელი თბილისი ა.ჟორდანიას თასის მფლობელი.

1986 წელი თბილისი საქართველოს თასის ფინალისტი.

1991 წლიდან ცნობილი მოვლენების გამო გეგეჭკორის „სალხინომ“ შეწყვიტა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა.

1997 წელს მარტვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ემილ გალდავას დიდი ძალისხმევით „სალხინო“ ჩაება საქართველოს ჩემპიონატში, მწვრთნელები მიხეილ ხელაია და გალაკტიონ ჭუბაბრია.

საფეხბურთო გუნდი „სალხინო“ აღიზარდნენ საერთაშორისო კლასის ფეხბურთელები: თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი, საკავშირო ჩემპიონატის მრავალგზის ბომბარდირი დევის დარჯანია, თბილისის „დინამოს“ და უცხოეთის წამყვან კლუბებში მოთამაშე ბადრი დანელია.

აღორძინება კი დაიწყო მაშინ, როდესაც მარტვილის ფეხბურთს სათავეში ჩაუდგნენ ბატონი ფრიდონ ინჯია და მისი შვილი ილია ინჯია, ეს იყო უდიდესი საფეხბურთო შემობრუნება რაიონში, როგორც ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის და ფეხბურთის განვითარების მიმართულებით.

საფეხბურთო კლუბი „სალხინოს“ ბაზაზე ბატონი ფრიდონ ინჯიას, ნუგზარ მონიავას, დაზმირ ვახანიას, ემილ გალდავას მიერ დაფუძნებულ იქნა საფეხბურთო კლუბი „მერანი“, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.[1]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერანი საშინაო მატჩებს ატარებს მარტვილში, ცენტრალურ სტადიონზე. 2007 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად ნორმალურ მდგომარეობაშია. ტრიბუნაზე ძველი ხის სკამების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი ინდივიდუალური სკამები, რის შემდეგაც ტევადობა 2 000 მაყურებლამდე გაიზარდა, ასევე დაიგო ახალი ბუნებრივი საფარი. 2011 წელს სტადიონზე კიდევ ერთხელ ჩატარდა რეკონტრუქცია. გამოიცვალა სკამები, გაიზარდა უსაფრთხოების დონე, გამოიცვალა მოედნის საფარი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2015/2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
22 საქართველოს დროშა მეკარე ზურაბ მამალაძე
3 საქართველოს დროშა მცველი სერგი ორბელაძე {კაპიტანი}
23 საქართველოს დროშა მცველი კიჭი მელიავა
44 საქართველოს დროშა მცველი ლაშა ჩალაძე
30 საქართველოს დროშა მცველი ანდრო გიორგაძე
6 ნიგერიის დროშა ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი
13 უკრაინის დროშა ნახევარმცველი აკაკი წყაროზია
70 საქართველოს დროშა ნახევარმცველი რევაზ გეწაძე
11 საქართველოს დროშა ნახევარმცველი აკაკი შულაია
7 საქართველოს დროშა თავდამსხმელი შოთა ჯიქია
9 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
99 საქართველოს დროშა მეკარე დავით კუპატაძე
5 საქართველოს დროშა მცველი გიორგი გეგია
4 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ციმაკურიძე
19 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვაჟა ლომაშვილი
10 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლევან წოწონავა
88 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ჯიჯელავა
15 საქართველოს დროშა თავდამსხმელი თორნიკე ჩუბითიძე
14 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ზვიად ქანთარია

2015/2016 წლის ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა დავით კუპატაძე {{{link alias-s}}} დროშა ჩიხურა საჩხერე
მცველი საქართველოს დროშა ლაშა ჩალაძე {{{link alias-s}}} დროშა შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა აკაკი შულაია {{{link alias-s}}} დროშა სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ვაჟა ლომაშვილი {{{link alias-s}}} დროშა ლიახვი ცხინვალი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა რევაზ გეწაძე {{{link alias-s}}} დროშა შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ზვიად ქანთარია {{{link alias-s}}} დროშა ლოკომოტივი თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე რუსეთის დროშა პეტრ სევოსტიანენკო {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ირაკლი ციცხვაია {{{link alias-s}}} დროშა სალხინო მარტვილი
მცველი საქართველოს დროშა ალექსანდრე შენგელია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა მიხეილ რუხაია {{{link alias-s}}} დროშა სალხინო მარტვილი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნოდარ კიკნაველიძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ჯაბა უგულავა {{{link alias-s}}} დროშა სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლაშა ჯღამაია {{{link alias-s}}} დროშა კოლხეთი ფოთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ზაურ გოგუაძე {{{link alias-s}}} დროშა ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გაგა გაზდელიანი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ბესიკ ჩიმაკაძე {{{link alias-s}}} დროშა რუსთავი რუსთავი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი მიქაძე - მთავარი მწვრთნელი
  • გალაქტიონ ჭუბაბრია - დამხმარე მწვრთნელი
  • ბაგრატ ხელაია - ფიზ. მომზადების მწვრთნელი
  • არჩილ ღურწკაია - მეკარის მწვრთნელი[2]

კლუბის ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანუჩარ ბაკურია - ტრანსფერების მენეჯერი
  • თორნიკე მონიავა - ლიცენზირების მენეჯერი
  • ედემი ელერჯია - მედია ოფიცერი
  • ალიკა ჯანაშია - ადმინისტრატორი
  • ვასილ ჭიჭაღუა - ექიმ-მასაჟისტი
  • გიორგი ძიძიგური - მასაჟისტი
  • ჯუმბერ ხელაია - მძღოლი[4]
  • თემურ კეკუტია - ექიმი
  • გელა ბაჩილავა - ოპერატორი
  • ელისო დანელია - მდივანი
  • ნონა უბირია - ფინანსისტი
  • ბაჩუკ წოწორია - ფიზიოთერაპევტი
  • შოთა ჩახავა - უსაფრთხოების ოფიცერი
  • მადლენა რევია - მომმარაგებლის დამხმარე
  • ლუიზა გოგუა - მომმარაგებლის დამხმარე
  • ნინო ჩქოფოია - დამლაგებელი
  • ვალოდია გაგუა - მძღოლი
  • მიხეილ ხელაია - სამეურნეო განყოფილება

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი
2007-08 პირველი ლიგა 3 27 13 5 9 36 25 44 1/16 ფინალი მალხაზ ჟვანია
2008-09 პირველი ლიგა 3 30 18 6 6 45 24 60 1/4 ფინალი მალხაზ ჟვანია
2009-10 პირველი ლიგა 3 28 17 2 9 44 31 53 ნახევარფინალი მალხაზ ჟვანია
2010-11 პირველი ლიგა 2 32 22 7 3 60 15 73 1/16 ფინალი აღზევდა მალხაზ ჟვანია
2011-12 უმაღლესი ლიგა 8 28 6 3 19 31 55 21 1/4 ფინალი მალხაზ ჟვანია
2012-13 უმაღლესი ლიგა 8 32 10 4 18 31 51 34 1/16 ფინალი კახა ჩხეტიანი
2013-14 უმაღლესი ლიგა 12 32 6 4 22 21 60 22 1/4 ფინალი ზურაბ იონანიძე
2014-15 უმაღლესი ლიგა 11 30 9 9 12 29 33 36 1/8 ფინალი ვლადიმერ ლობასი
2015-16 უმაღლესი ლიგა 15 30 5 8 17 28 62 23 1/16 ფინალი ბადრი კვარაცხელია

|ბადრი კვარაცხელია |}

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]