გურამ კაშია
![]() გურამ კაშია | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური/მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სან ხოსე ერსქვეიქსი | ||
ნომერი | 37 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
დინამო თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2010 | დინამო თბილისი | 145 | (13) |
2010–2018 | ვიტესი | 244 | (20) |
2018– | სან-ხოსე ერსქვეიქსი | 12 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2009 | საქართველო 21 წლ. | 10 | (2) |
2009– | საქართველო | 70 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014 |
გურამ კაშია (დ. 4 ივლისი, 1987, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველი. მისი პოზიციაა დაცვის ცენტრი, ასევე შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში. მისი პლიუსია ძლიერი თავური დარტყმა. გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერით და დაცვაში საიმედო თამაშით. 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.[1].
სექციების სია
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გურამ კაშია 2003-2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია დინამოს პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი. 2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველია.
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„დინამოს“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.
საერთაშორისო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# | თარიღი | სტადიონი | მეტოქე | გოლის შემდგომი ანგარიში | საბოლოო ანგარიში | შეჯიბრება |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 12 ოქტომბერი, 2012 | ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი, ჰელსინკი, ფინეთი | ![]() |
1–0 | 1–1 | მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია |
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 2018.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Transfermarkt–ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway–ზე (ინგლისური)
- პროფილი eu-football.info-ზე (ინგლისური)
- გურამ კაშია ვიტესის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- გურამ კაშია — ფიფას ჩანაწერი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია დაასახელა, საინფორმაციო სააგენტო „ტაბულა“, 26 დეკემბერი, 2012.
- ↑ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - პრეზიდენტის ჯილდო კაშიას. პირველი რადიო. 11 დეკემბერი, 2018.
|