ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუგდიდი.
ზუგდიდი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი
დაარსდა 1918; 106 წლის წინ (1918)
სტადიონი განმუხურის ცენტრალური სტადიონი
(ტევადობა: 2 000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ გოგიჩაიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2019 მე-7, ეროვნული ლიგა 2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზუგდიდიდან. ამჟამად გუნდი მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მერცხალი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20-ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება-განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4–1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო გუნდის კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.

პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის ყოფილი ცენტრალური სტადიონი) ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და ყველგან საზეიმო განწყობა სუფევდა. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2–1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. პირველი გუნდის ამსახველი ფოტომასალა არ მოიპოვება.

„ზუგდიდის“ შემადგენლობა 1938–39

„ოდიში“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდის „ოდიშის“ შემადგენლობა 1964

ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ პირველ გუნდურ წარმატებას ჩვენი ქალაქის გუნდმა 1964 წელს მიაღწია. ვალო ბულიას ხელმძღვანელობით ზუგდიდის „ოდიშმა“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

1990 წლიდან, როცა ჩვენი ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს და შექმნა ცალკე, საქართველოს ჩემპიონატი – ამავე წელს ზუგდიდი „ოდიშის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და 18 გუნდს შორის, ჩვენი ქალაქის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში „ოდიშის“ სპორტულ ღირსებას იცავდნენ: გელა ჭანტურია, როლანდ გელენავა, გელა კვიტატიანი, ოთარ თუთბერიძე, დევი ჯავაშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ ჯიქია, მერაბ თევზაძე, მელორ ბიგვავა, მერაბ შეროზია, მალხაზ მალანია, მურთაზ ნაჭყებია, როინ ტიბუა, გოჩა გოგოხია, გოჩა კვარაცხელია, ემზარ შონია, ბიძინა ქობესოვი, დავით ყიზილაშვილი. გუნდს ოთარ გაბელია წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდის „დინამოს“ შემადგენლობა

1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი გახდა. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა.

1977–79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე-მესამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. აღსანიშნავია ის ფეხბურთელები, რომლებმაც ზუგდიდს საფეხბურთო აღიარება მოუპოვეს. გივი ხოჭოლოვა იყო პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა. ცნობილ ზუგდიდელ ფეხბურთელთა შორის არიან ასევე: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.

1989 წელს კი ზუგდიდის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის მილიონთა თასის გათამაშების ფინალში ოდესის „სკა“ დაამარცხა და აღნიშნული თასის მფლობელი გახდა. ამ დროს კი გუნდს ვალერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.

უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990–1995 წლებში გუნდი „ოდიშის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ზუგდიდში სრულფასოვანი საფეხბურთო ცხოვრება (არ იგულისხმება ბავშვთა ფეხბურთი) ხანგრძლივი დროით შეჩერდა. ამის შემდეგ ქალაქ ზუგდიდს 12 წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკუთარი გუნდის დასაბრუნებლად. 2007–2008 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში „მგლების“ სახელით ასპარეზობს და ამავე ჩემპიონატში 14 გუნდს შორის მე-7 ადგილს იკავებს, რაც დებიუტანტისთვის არც თუ ცუდი შედეგი იყო. 2008 წლიდან მოხდა „მგლებისა“ და იმ დროს პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ გაერთიანება და 2008–2012 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში უკვე „ბაიას“ სახელით ასპარეზობდა. 2012 წლის შემოდგომაზე გუნდმა ისევ იცვალა სახელწოდება და ზუგდიდურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში „ზუგდიდის“ სახელით განაგრძო ასპარეზობა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კლუბ ბაიას ლოგო.
საფეხბურთო კლუბ მგლების ლოგო.
  • 1918–????: ოდიში ზუგდიდი
  • 1964–1965: ენგურჰესი ზუგდიდი
  • 1965–1973: ენგური ზუგდიდი
  • 1974–1990: დინამო ზუგდიდი
  • 1990–1994: ოდიში ზუგდიდი
  • 1994–1995: დინამო ზუგდიდი
  • 1995–1996: დინამო-ოდიში ზუგდიდი
  • 1996–1999: ოდიში ზუგდიდი
  • 2000–2001: დინამო ზუგდიდი
  • 2001–2003: ლაზიკა ზუგდიდი
  • 2003: სპარტაკ-ლაზიკა ზუგდიდი (კლუბი გაერთიანდა თბილისის „სპარტაკთან“)
  • 2004: დინამო ზუგდიდი (კლუბი გამოეყო თბილისის „სპარტაკს“, რომელმაც შეინარჩუნა სპარტაკ-ლაზიკას კუთვნილი ადგილი ჩემპიონატში)
  • 2004–2006: ზუგდიდი
  • 2006–2009: მგლები ზუგდიდი (მგლები დაარსდა 2005 წელს, 2006 წელს კი მას შეუერთდა სკ ზუგდიდი)
  • 2009–2012: ბაია ზუგდიდი (ბაია დაარსდა 2006 წელს, 2009 წელს კი მას შეუერთდა მგლები ზუგდიდი)
  • 2012 წლიდან: ზუგდიდი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2014/2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო მანუჩარ ივარდავა
2 მცველი საქართველო საქართველო გოდერძი მაჩაიძე
3 მცველი საქართველო საქართველო გიორგი პაჭკორია
4 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვალიკო ტყემალაძე
5 მცველი საქართველო საქართველო ნიკა ნარმანია
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო დავით ქირია
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო აკაკი ფარჯიკია
8 მცველი საქართველო საქართველო ლაშა ღონღაძე
10 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ირაკლი ქობალია
11 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ირაკლი ეხვაია
13 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლუკა კობერიძე
14 ნახევარმცველი საქართველო საქართველო შოთა ლომია (კაპიტანი)
17 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლაშა კუკავა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 მეკარე საქართველო საქართველო მინდია ბობღიაშვილი
20 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ცოტნე სამუშია
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ავთო ენდელაძე
25 მცველი საქართველო საქართველო დავით მეგრელიშვილი
28 ნახევარმცველი საქართველო საქართველო კონსტანტინე ახალაია
33 მცველი საქართველო საქართველო დათა რიგვავა
77 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლუკა გუგუჩია
80 მცველი საქართველო საქართველო ლევან აკობია
89 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან კუტალია
94 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ბულია
99 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან წურწუმია
- ნახევარმცველი საქართველო საქართველო დიმიტრი თუთბერიძე
- ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი მიქაძე

2014/2015 წლის ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა რევაზ თევდორაძე საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მეკარე საქართველოს დროშა ირაკლი დევაძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მეკარე საქართველოს დროშა მინდია ბობღიაშვილი საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
მეკარე საქართველოს დროშა მანუჩარ ივარდავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ლევან აკობია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა დათა რიგვავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ჭაავა საქართველოს დროშა მარკ სტარსი
მცველი საქართველოს დროშა ლევან ქურდაძე საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
მცველი საქართველოს დროშა დავით ლომაია საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
მცველი საქართველოს დროშა დავით მეგრელიშვილი საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი პაჭკორია საქართველოს დროშა სამტრედია
მცველი საქართველოს დროშა გოდერძი მაჩაიძე საქართველოს დროშა გაგრა
მცველი საქართველოს დროშა ნიკა ნარმანია ესპანეთის დროშა მორატალასი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლევან წურწუმია საქართველოს დროშა კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა შოთა გვაზავა საქართველოს დროშა სტუ
ნახევარმცველი საქართველოს დროშა კონსტანტინე ახალაია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლევან გულორდავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ალექსანდრე შენგელია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა თემურ ნადირაძე საქართველოს დროშა ჭიათურა
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ვალიკო ტყემალაძე საქართველოს დროშა სპარტაკი ცხინვალი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლაშა ღონღაძე საქართველოს დროშა ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლევან კუტალია საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლუკა გუგუჩია საქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ავთო ენდელაძე საქართველოს დროშა ზესტაფონი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი მიქაძე საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ვახტანგ კვარაცხელია საქართველოს დროშა დილა გორი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ლაშა კუკავა საქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ირაკლი ეხვაია საქართველოს დროშა სპარტაკი ცხინვალი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ირაკლი ქობალია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ბულია საქართველოს დროშა ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ცოტნე სამუშია საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა მაქსიმე ქვილითაია საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მეკარე საქართველოს დროშა თორნიკე ზარქუა საქართველოს დროშა დინამო თბილისი
მეკარე საქართველოს დროშა რევაზ თევდორაძე საქართველოს დროშა სამტრედია
მეკარე საქართველოს დროშა ირაკლი დევაძე საქართველოს დროშა ბეთლემი ქედა
მეკარე საქართველოს დროშა ირაკლი ქირია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ნიკოლოზ აფაქიძე ლიეტუვის დროშა ტრაკაი
მცველი საქართველოს დროშა ლაშა მჭედლიშვილი საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
მცველი საქართველოს დროშა საბა ადამაშვილი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა რომეო კანკია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ქვარცხავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ბაკურ ნიკოლაძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა დავით ლომაია საქართველოს დროშა ზესტაფონი
მცველი საქართველოს დროშა ბაქარ მირცხულავა საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
მცველი საქართველოს დროშა ლევან ქურდაძე საქართველოს დროშა მერცხალი ოზურგეთი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ჭაავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ოთარ ჯავაშვილი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა კოკა ქომეთიანი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ირაკლი შალიკაშვილი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ირაკლი ქათამაძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გურამ სამუშია საქართველოს დროშა ზესტაფონი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნური კალანდარიშვილი საქართველოს დროშა კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ცაავა საქართველოს დროშა ლაზიკა ზუგდიდი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ზვიად სიხარულია საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლაშა ქებაძე საქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლუკა გუგუჩია საქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დავით კირკიტაძე ისრაელის დროშა ირონი ტიბერია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლევან გულორდავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ალექსანდრე შენგელია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნიკოლოზ ქირია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა შოთა გვაზავა საქართველოს დროშა ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ბულია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი მონტენეგროს დროშა ჯორჯე კრკელიჩი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა კლიმენტი წიტაიშვილი {{{link alias-s}}} დროშა კარიერა დაასრულა
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ვახტანგ კვარაცხელია საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 შოთა ლომია საქართველოს დროშა საქართველო 9
2013-14 დავით კირკიტაძე საქართველოს დროშა საქართველო 5
2012-13 ირაკლი ქობალია საქართველოს დროშა საქართველო 7
2011-12 ლუკა გუგუჩია საქართველოს დროშა საქართველო 4
2010-11 ირაკლი ქობალია საქართველოს დროშა საქართველო 7

გამოჩენილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოდიში“ ზუგდიდი (1990–94)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 8 34 12 10 12 47 38 46 1/8 ფინ.
1991 უმაღლესი ლიგა 19 8 3 8 33 27 27 არ ჩატ.
1991–92 უმაღლესი ლიგა 6 38 16 6 16 56 56 54 1/2 ფინ.
1992–93 უმაღლესი ლიგა 6 32 11 3 18 52 64 36 1/16 ფინ.
1993–94 უმაღლესი ლიგა 12 30 13 3 14 67 56 29 42 1/16 ფინ.

„დინამო“ ზუგდიდი (1994–95)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1994–95 უმაღლესი ლიგა 5 30 14 4 12 58 54 46 1/2 ფინ.

„დინამო-ოდიში“ ზუგდიდი (1995–96)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1995–96 უმაღლესი ლიგა 11 30 9 3 18 42 63 30 1/8 ფინ.

„ოდიში“ ზუგდიდი (1996–2001)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1996–97 უმაღლესი ლიგა 11 30 13 1 16 51 57 40 1/4 ფინ.
1997–98 უმაღლესი ლიგა 11 30 15 4 11 43 51 49 1/8 ფინ.
1998–99 უმაღლესი ლიგა 15 30 6 2 22 21 70 20 1/8 ფინ. დაქვეითდა
1999–00 პირველი ლიგა
2000–01 პირველი ლიგა დაქვეითდა
2001–02 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2002–03 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2003–04 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2004–05 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2005–06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07 რეგიონული ლიგა დასავლეთი

სკ „ზუგდიდი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005–06 პირველი ლიგა 12 34 12 7 15 24 33 43 1/32 ფინალი

„მგლები“ ზუგდიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005–06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07 პირველი ლიგა 1 34 24 4 6 58 24 76
2007–08 უმაღლესი ლიგა 7 26 10 3 13 27 33 33 1/16 ფინალი
2008–09 უმაღლესი ლიგა 7 30 10 6 14 36 41 36 1/32 ფინალი

„ბაია“ ზუგდიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი მწვრთნელი
2008–09 პირველი ლიგა 2 30 19 6 5 58 20 63 1/16 ფინალი აღზევდა
2009–10 უმაღლესი ლიგა 8 36 7 11 18 29 48 32 1/4 ფინალი
2010–11 უმაღლესი ლიგა 6 36 13 5 18 36 51 44 1/16 ფინალი
2011–12 უმაღლესი ლიგა 7 28 5 7 16 25 49 22 1/4 ფინალი
2012–13 უმაღლესი ლიგა

სკ „ზუგდიდი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი მწვრთნელი
2012–13 უმაღლესი ლიგა 6 32 10 6 16 31 52 36 1/16 ფინალი
2013–14 უმაღლესი ლიგა 11 32 10 6 16 26 42 36 1-ლი ეტაპი
2014–15 უმაღლესი ლიგა 12 30 8 9 13 24 45 33 1/8 ფინალი
2015–16 უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქორქია, რ. თასი ზუგდიდელებმა მოიპოვეს // „ლელო“, 30 აგვისტო, 1973, № 171 (4941), გვ. 1.