ლევან ცქიტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ცქიტიშვილი
ცქიტიშვილი „ვოლფსბურგში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლევან ცქიტიშვილი
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი, 1976 (1976-10-10) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 186 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
-1994 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–1998 დინამო თბილისი 120 (32)
1998–2005 ფრაიბურგი 141 (9)
2005–2006 ვოლფსბურგი 15 (0)
2006–2007 პანიონიოსი 20 (2)
2007–2008 ლოკომოტივი თბილისი 7 (1)
2009 ვეენი ვისბადენი 3 (0)
ეროვნული ნაკრები
1995–2009 საქართველო 58 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლევან ცქიტიშვილი (დ. 10 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა დაიწყო 1994 წელს, თბილისის „დინამოში“, სადაც 120 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა, 1998 წელს კი სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გერმანულ „ფრაიბურგში“ გადავიდა. ფრაიბურგში თამაშის დროს ცქიტიშვილმა 111 საბუნდესლიგო შეხვრედრა ჩაატარა. 2005 წელს ლევანს კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა დონეცკის „მეტალურგთან“, მაგრამ მოულოდნელად „ვოლფსბურგში“ ჩაირიცხა. სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო შემდეგ სეზონში ბერძნულ „პანიონიოსში“ განხორციელდა მისი ტრანსფერი. აქაც უთამაშებლობა და ცოტა ხნით უკლუბოდ ყოფნა.2008 წელს ცქიტიშვილმა თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელა კარიერა, თუმცა საქართველოში ნახევარი სეზონი გაატარა და 2009 წელს კვლავ უცხოეთს მიაშურა, კერძოდ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეენს“,მაგრამ აქედანაც წამოვიდა და კარიერა დაასრულა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან ცქიტიშვილი ეროვნულ ნაკრებში 1995 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდის მანძილზე 55 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მან სამჯერ უკაპიტნა კიდეც ნაკრებს, მათ შორის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიის ნაკრებთან, რომელიც ქართველებმა 2:0 წააგეს. სათამაშო პრაქტიკის არქონა ძალიან მოქმედებდა ლევანის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ნაკრების მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი მაინც იძახებდა. კუპერის მოსვლის შემდეგ ლევანს ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა იგი უკვე რეგულარულად თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“. 2009 წლის ზაფხულში კუპერმა მალტასთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა.

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 1994-98 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ფრაიბურგი 1998-99 14 0 0 0 0 0 0 0 14 0
1999-00 3 1 1 0 0 0 0 0 4 1
2000-01 20 0 2 0 0 0 0 0 22 0
2001-02 26 1 2 0 5 1 0 0 33 2
2002-03 30 2 3 1 0 0 0 0 33 3
2003-04 29 4 1 0 0 0 0 0 30 4
2004-05 20 1 3 1 0 0 0 0 23 3
ჯამში 142 9 12 0 5 0 0 0 159 13
ვოლფსბურგი 2005-06 15 0 1 0 0 0 0 0 16 0
ჯამში 15 0 1 0 0 0 0 0 16 0
პანიონიოსი 2006-07 20 2 0 0 0 0 0 0 20 2
ჯამში 20 2 0 0 0 0 0 0 !20 2
ლოკომოტივი თბილისი 2008-09 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 !0 0
ვეენ ვისბადენი 2009-10 3 0 0 0 0 0 0 0 3 0
ჯამში 3 0 0 0 0 0 0 0 0 0
უცხოური კარიერის ჯამური შედეგები 180 11 13 3 5 1 0 0 198 15

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]