ვიტალი დარასელია (უმცროსი)
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვიტალი დარასელია უმცროსი | ||
დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1978 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კარიერა დაასრულა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997 | დინამო ბათუმი | 2 | (0) |
1998–2001 | ცსკა კიევი | 21 | (2) |
2001–2004 | დინამო თბილისი | 80 | (27) |
2004–2005 | ალანია ვლადიკავკაზი | 24 | (1) |
2005–2006 | დინამო თბილისი | 10 | (1) |
2006 | შახტიორი ყარაღანდა | 16 | (1) |
2007 | სიონი ბოლნისი | 5 | (3) |
2007–2008 | დაჩია კიშინიოვი | 8 | (2) |
2008–2009 | ლოკომოტივი თბილისი | 20 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002–2005 | საქართველო | 10 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ვიტალი დარასელია უმცროსი (დ. 27 სექტემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. კარიერა დაასრულა თბილისის „ლოკომოტივში“. იგი არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ვაჟი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო 1997 წელს ბათუმის „დინამოში“, იმავე წელს გადავიდა უკრაინაში, სადაც 2000 წლამდე ითამაშა კიევის „ცსკა“-ში. კიევში ჩატარებული ცუდი სეზონის შემდეგ, 2001 წელს გადავიდა ქართულ გიგანტ თბილისის „დინამოში“[1], რომელთან ერთადაც გახდა უმაღლესი ლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებული. 2004 წლის თებერვალში კონტრაქტი გააფორმა ვლადიკავკაზის „ალანიასთან“[2], სადაც 2 სეზონი გაატარა. 2005–06 წლების სეზონში დაბრუნდა „დინამოში“ და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა, მაშინ მეორე წრიდან გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა, რომელთან ერთადაც გუნდმა ჩემპიონის ოქროს მედლები დაიბრუნა, მოიგო საქართველოს თასი, 2004 წელს კი თანამეგობრობის თასი და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად გააკეთა.[3] 2006 წლის აგვისტოში გადავიდა ყაზახურ ყარაღანდას „შახტიორში“.[4][5] 2007 წლის დაბრუნდა საქართველოში და თამაში ბოლნისის „სიონში“ განაგრძო.[6] 2007–08 წლების სეზონში ითამაშა კიშინიოვის „დაჩიაში“, 2008 წლიდან კი თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, სანამ 2009 წლის იანვარში ქრონიკული ტრავმის მომიზეზებით გუნდიდან წავიდა და კარიერაც დაასრულა.
ეროვნულ ნაკრებში პირველად 2002 წელს გამოიძახეს, სადაც 2005 წლამდე 10 მატჩის ჩატარება მოასწრო.
კარიერის შემდეგ მოსკოვში დასახლდა და ფეხბურთს გასართობად თამაშობდა. 33 წლის ასაკში ფუტსალში რუსეთის ჩემპიონატის მონაწილე მოსკოვის „ტორპედოში“ ჩაირიცხა. ოღონდ ეს გუნდი არა კლასიკური, არამედ 8/8-ზე ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიტალი დარასელია — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი National-football-teams.com-ზე (ინგლისური)
- ტალანტი, რომელიც დავკარგეთ[მკვდარი ბმული] (ქართული ენა)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Дараселия будет играть за тбилисское «Динамо»
- ↑ „Daraselia agrees Alania deal“. UEFA.com. 2004-02-05. ციტირების თარიღი: 2009-02-19.
- ↑ Дараселия и Квирквелия могут сыграть с «Динамо»
- ↑ Виталий Дараселия переехал в Казахстан
- ↑ „Koke is it for Aris“. UEFA.com. 2006-08-16. ციტირების თარიღი: 2009-02-19.
- ↑ „Georgia abuzz with transfer talk“. UEFA.com. 2007-01-17. ციტირების თარიღი: 2009-02-19.