გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
„გურია“ ლანჩხუთი
FC Guria Logo.gif
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „გურია“ ლანჩხუთი
დაარსდა 1924, 89 წლის წინ
სტადიონი ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი
ლანჩხუთი, საქართველო

(ტევადობა: 25 000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა კახაბერ ებრალიძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა თეიმურაზ ლორია
კაპიტანი საქართველოს დროშა ალექსანდრე კოშკაძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
2014-15 მე-9 ადგილი

„გურია“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლანჩხუთიდან. საქართველოს თასის მფლობელი, ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამიტომ დროებით მატჩებს ატარებს ჩელე არენაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის პირველი სახელი იყო „კიმი“. ის 1924 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გუნდმა შეწყვიტა ასპარეზობა და აღდგა მხოლოდ 1952 წელს „კოლმეურნეს“ სახელით. გუნდს „გურია“ 1960 წლიდან ეწოდა.

პირველ დიდ წარმატებას 1961 წელს მიაღწია, როცა იგი რესპუბლიკის ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევა გაიმეორა 1966 და 1971 წლებშიც. 1965, 1966 და 1971 წლებში საქართველოს თასიც მოიპოვა, 1973, 1974 და 1977 წლებში ფლობდა შოთა შავგულიძის სახელობის თასს. 1967 წელს „გურიამ“ პირველად იასპარეზა საკავშირო არენაზე B ლიგაში.

1970 წელს B ლიგის დაშლის გამო „გურიამ“ საქართველოს პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „გურია“ მეორე ლიგაში 8 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. საუკეთესოს შედეგი 1979 წელს ჰქონდა, როდესაც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 1986 წელს გუნდმა პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1988 და 1989 წლებში ის ისევ საბჭოთა კავშირის 1 ლიგაში თამაშობდა.

1990 წლიდან „გურია“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. „გურია“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ახლად დაარსებული საქართველოს საფეხბურთო თასი მოიპოვა 1990 წლის სეზონში. გურია სტაბილურად ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1999 წლამდე. ამის შემდეგ გუნდის დაღმასვლა დაიწყო 2000-01 წლებში კლუბი შეუერთდა თბილისი ლოკომოტივის "ბ" გუნდს და დაერქვა სახელით "გურია-ლოკომოტივი ბ".

1999 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილეა. 2008 წლიდან მას „გურია-2000“ ლანჩხუთი ეწოდება. ბოლო პერიოდის საუკეთესო სეზონი 2001-2002 წლები იყო, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში 1/4 ფინალს მიაღწია.

2013 წლიდან „გურია“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ ნაცვლად.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი

გუნდი საშინაო შეხვედრებს მართავს ქალაქ ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.

1986-2012 წლებში ეს სტადიონი ტევადობის მიხედვით საქართველოში მესამე იყო და ძველი სტანდარტით 22 000 მაყურებელს იტევდა. 2012 წელს დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია. მოინგრა დასავლეთის და ჩრდილოეთის ტრიბუნები, რის გამოც სტადიონის ტევადობა 10 000-მდე შემცირდა.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომამდე სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ კომისარიატის შენობა იდგა. 1946 წელს ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე პირველად მოეწყო შესაფერისი მოედანი. მოგვიანებით ხის ნაგებობა კაპიტალური შენობებით შეიცვალა და ამასთან ერთდ იცვლებოდა სტადიონის ტევადობაც. თავიდან 5000 მაყურებელს იტევდა,შემდეგ 7000-მდე გაიზარდა და ბოლოს 10 000-ს გადააჭარბა. ნათელი გახდა, რომ რაიონი ფეხბურთით სუნთქავდა.

მას შემდეგ რაც გურია უმაღლეს ლიგაში აღზევდა, ცხადია არსებული ნაგებობები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელთა გუნდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად დამატებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილებებით გათვალისწინებული იყო ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის სპორტული კომპლექსის, სოფ. გრიგოლეთის სასწავლო-საწვრთვნელი ბაზის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1987 წლის 1 იანვარს და დამთავრდა იმავე წლის 2 მარტს. სტადიონის ტევადობა საგრძნობლად იქნა გაზრდილი და ახლა იგი 22,000 მაყურებელს იტევდა.

რეკონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაკეთდა აღმოსავლეთის ტრიბუნის კოსმეტიკური რემონტი. შეიცვალა მინდვრის დრენაჟი და საფარი, რომელიც გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. გაკეთდა ბორდიურები, შეიღება ღობე. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სათადარიგო მოედანს და იქ განლაგებულ კლუბის ინფრასტრუქტურას. სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ამჟამად უსახსრობის გამო შეჩერებულია.

კლუბის მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2014/2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო მიხეილ გოგუაძე
4 მცველი საქართველო საქართველო ბიძინა ცინცაძე
5 მცველი საქართველო საქართველო ჯემალ გოგიაშვილი
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე კოშკაძე (კაპიტანი)
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე რეხვიაშვილი
9 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვანო წილოსანი
10 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ტარიელ კუკულაძე
12 მეკარე საქართველო საქართველო ვლადიმერ ზუხბაია
13 ნახევარმცველი საქართველო საქართველო კობა შალამბერიძე
17 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ ხარაბაძე
19 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ვაჟა მათიაშვილი
21 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ალექსი ბენაშვილი
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ერეკლე კილაძე
23 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიგა ჭეიშვილი
24 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ვილი ისიანი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
25 მცველი საქართველო საქართველო კონსტანტინე ღაღანიძე
26 მცველი საქართველო საქართველო გიორგი მჭედლიშვილი
29 მეკარე საქართველო საქართველო გაბრიელ თებიძე
49 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე მოსიაშვილი
88 თავდამსხმელი უკრაინა უკრაინა ნიკიტა კონოვალოვი
77 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან ინგოროყვა
99 მცველი საქართველო საქართველო გიგა ჟვანია
- ნახევარმცველი საქართველო საქართველო შოთა გაბრიჭიძე
- ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვლადიმერ ჯოჯუა
- მეკარე საქართველო საქართველო რობერტ იმერლიშვილი
- მცველი საქართველო საქართველო კონსტანტინე ზარნაძე
- თავდამსხმელი საქართველო საქართველო შალვა კვანტალიანი
- თავდამსხმელი უკრაინა უკრაინა იური შეველი
- მცველი უკრაინა უკრაინა დიმიტრი ბელოვი

2015/2016 წლის ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
პოზიცია {{{link alias-s}}} დროშა ფეხბურთელი {{{link alias-s}}} დროშა კლუბი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
პოზიცია {{{link alias-s}}} დროშა ფეხბურთელი {{{link alias-s}}} დროშა კლუბი

* — იჯარით
** — იჯარიდან

გამოჩენილი მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონალური მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოჩენილი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბომბარდირები სეზონის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი სახელი გოლი
1966/67 საქართველოს სსრ–ის დროშა ომარ პართენავა 16
1967/68 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ძიძიგური 23
1968/69 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ძიძიგური 17
1969/70 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ძიძიგური 18
1970/71 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ძიძიგური 39
1971/72 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ძიძიგური 13
1972/73 საქართველოს სსრ–ის დროშა ჯონი აბაიშვილი 19
1973/74 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ძიძიგური 15
1974/75 საქართველოს სსრ–ის დროშა რევაზ სანაია 25
1975/76 საქართველოს სსრ–ის დროშა ბესიკ მჭედლიშვილი 20
1976/77 მოლდავეთის სსრ-ის დროშა ვასილ ტროიანი 18
1977/78 მოლდავეთის სსრ-ის დროშა ვასილ ტროიანი 15
1978/79 საქართველოს სსრ–ის დროშა მერაბ მეგრელაძე 26
1979/80 საქართველოს სსრ–ის დროშა მერაბ მეგრელაძე 20
1980/81 საქართველოს სსრ–ის დროშა მერაბ მეგრელაძე 11
1981/82 საქართველოს სსრ–ის დროშა თემურ ებანოიძე 9
1982/83 საქართველოს სსრ–ის დროშა მურთაზ აკოფიანი 14
1983/84 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ კოპალეიშვილი 13
1984/85 საქართველოს სსრ–ის დროშა გია ტყებუჩავა 11
1985/86 საქართველოს სსრ–ის დროშა ბესიკ ფრიდონაშვილი 27
1986/87 უკრაინის სსრ-ის დროშა ვიქტორ ხლუსი 5
1987/88 უკრაინის სსრ-ის დროშა ვიქტორ ხლუსი 21
1988/89 საქართველოს სსრ–ის დროშა მერაბ ჟორდანია 25
1989/90 საქართველოს სსრ–ის დროშა ოთარ კორღალიძე 21
1990/91 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 14
1991/92 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 40

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი შენიშვნები მწვრთნელი
1987 სსრკ ლიგა 16 30 5 8 17 18 38 18 დაქვეითდა
1988 სსრკ პირვ. ლიგა 4 42 23 7 12 71 44 53
1989 სსრკ პირვ. ლიგა 2 42 27 9 6 78 39 63
1990 უმაღლესი ლიგა 2 34 22 6 6 73 20 72 გამარჯვებული
1991 უმაღლესი ლიგა 2 19 14 4 1 38 15 46
1991-92 უმაღლესი ლიგა 4 38 22 3 13 89 56 69 1/8 ფინალი
1992-93 უმაღლესი ლიგა 12 32 12 2 18 37 57 38 1/8 ფინალი
1993-94 უმაღლესი ლიგა 7 1/4 ფინალი
1994-95 უმაღლესი ლიგა 13 30 8 6 16 36 81 30 1/4 ფინალი
1995-96 უმაღლესი ლიგა 13 30 9 0 21 35 74 27 1/16 ფინალი
1996-97 უმაღლესი ლიგა 13 30 10 3 17 33 63 33
1997-98 უმაღლესი ლიგა 14 30 6 9 15 30 58 27 1/8 ფინალი
1998-99 უმაღლესი ლიგა 16 30 3 4 23 34 87 13 დაქვეითდა
1999-00 რეგიონული ლიგა 1/8 ფინალი
2000-01 პირველი ლიგა 1/8 ფინალი
2001-02 უმაღლესი ლიგა 14 1/4 ფინალი დაქვეითდა
2002-03 პირველი ლიგა მეორე რაუნდი
2003-04 პირველი ლიგა 10 30 13 6 11 38 37 45 პირველი რაუნდი
2004-05 პირველი ლიგა 10 30 10 8 12 30 45 38 პირველი რაუნდი
2005-06 პირველი ლიგა 9 34 14 5 15 50 47 47 1/16 ფინალი
2006-07 პირველი ლიგა 15 34 8 7 19 36 76 31 პირველი რაუნდი დაქვეითდა
2007-08 მეორე ლიგა დასავლეთი არ მონაწილეობდა აღზევდა
2008-09 პირველი ლიგა 1/8 ფინალი
2009-10 პირველი ლიგა 4 28 16 5 7 53 32 53 პირველი რაუნდი
2010–11 პირველი ლიგა 6 32 14 4 14 50 59 46 საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე
2011–12 პირველი ლიგა - B ჯგუფი 2 18 12 3 3 41 15 39 საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე
2012–13 პირველი ლიგა - A ჯგუფი 1 33 27 4 2 86 20 85 აღზევდა საქართველოს დროშა თეიმურაზ ლორია
2013–14 უმაღლესი ლიგა 6 32 12 0 20 31 53 36 საქართველოს დროშა დავით მახარაძე / უკრაინის დროშა რომან პოკორა
2014–15 უმაღლესი ლიგა 9 30 10 9 11 38 43 39 საქართველოს დროშა თეიმურაზ ლორია / საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე
2015–16 უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 40 გოლი ზესტაფონის „მარგვეთის“ შემადგენლობაში.