გიორგი რეხვიაშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი რეხვიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1988 | ||
დაბადების ადგილი |
რუსთავი, ![]() | ||
სიმაღლე | 1,80 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბოლუსფორი | ||
ნომერი | 88 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2008-2009 | მეტალურგი რუსთავი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009-2011 | მეტალურგი რუსთავი | 67 | (5) |
2011-2014 | დინამო თბილისი | 46 | (0) |
2012-2013 | → ჩიხურა საჩხერე (იჯარით) | 19 | (5) |
2013-2014[1] | დინამო თბილისი | 10 | (0) |
2014 | ჩიხურა საჩხერე | 0 | (0) |
2014- | ბოლუსფორი | 6 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2011 | საქართველო 21 წლ. | 0 | (0) |
2013- | საქართველო | 0 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ნოემბერი, 2014 |
გიორგი რეხვიაშვილი (დ. 22 თებერვალი, 1988, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თურქული „ბოლუსფორისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.
სექციების სია
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეხვიაშვილმა კარიერა თავის მშობლიურ ქალაქის კლუბში, რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, ის გუნდში 2009 წელს ჩაირიცხა და 65 თამაშის ჩატარება მოახერხა, კლუბში კარგი თამაშის გამო, მისით საქართველოს უძლიერესი კლუბი, თბილისის „დინამო“ დაინტერესდა, გიორგი თბილისურ კლუბს შეუერთდა. 1 წლის შემდეგ იჯარის წესით გადავიდა საჩხერის „ჩიხურაში“, სეზონის დასრულების შემდეგ „დინამომ“ ქართველი ფეხბურთელი ისევ დაიბრუნა, 10 მატჩის ჩატარების შემდეგ კი, რეხვიაშვილმა საჩხერერეში დაბრუნება გადაწყვიტა, „ჩიხურაში“ შესანიშნავად ითამაშა, ევროპის ლიგაზე დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში. მისით თურქული „ბურსასფორი“ და მაჰაჩყალის „ანჟი“ დაინტერესდა, საბოლოოდ გიორგიმ თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „ბოლუსფორთან“ 2 წლიან კონტრატს მოაწერა ხელი. სეზონის დაწყებიდან პირველ 5 მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო მეექვსეში, „ალთორნოდუს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ვარედინი მყესები გაიწყვიტა და 43-ე წუთზე შეცვალეს.[2] გიორგი მაისამდე მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ ვინაიდან თურქეთის პირველი ლიგის კლუბებს განაცხადში მხოლოდ სამი ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ, რეხვიაშვილმა კლუბთან კონტრაქტი შეაჩერა და ტრავმის მოშუშებამდე ლეგიონერის ადგილი გაათავისუფლა. ოპერაციის შემდეგ გიორგი თურქეთში დარჩა, იზმირის საუკეთესო კლინიკაში კლუბის ხარჯით მკურნალობს, რეაბილიტაციის პერიოდში კომპენსაციასაც გადაუხდიან. გამოჯანმრთელების შემდეგ სამედიცინო შემოწმებას თავიდან გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტი ისევ ამოქმედდება.[3]
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი რეხვიაშვილს ჰყავს ცოლი და მცირეწლოვანი გოგო.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (2): 2009/2010, 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2013/2014
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2012/2013
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2): 2010/2011, 2013/2014
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი უეფა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გიორგი რეხვიაშვილი დინამოში ითამაშებს, დინამოს ოფიციალური საიტი, 27 იანვარი, 2014.
- ↑ გიორგი რეხვიაშვილმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 24 ნოემბერი, 2014.
- ↑ თურქეთში ეს შესაძლებელია - რა ხდება რეხვიაშვილსა და "ბოლუსფორს" შორის?, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 27 ნოემბერი, 2014.