ირაკლი მოდებაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი მოდებაძე
Irakli Modebadze.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ირაკლი მოდებაძე
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1984 (1984-10-04) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.84 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დილა გორი
ნომერი 15
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1)
2001-2002 მერანი თბილისი 0 (0)
2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16)
2009 ჩერნომორეცი ოდესა 1 (0)
2009-2010 მეტალურგი ზაპოროჟიე 11 (1)
2010-2012 ოლიმპი/მეტალურგი რუსთავი 49 (22)
2012-2014 დილა გორი 34 (15)
2014 დინამო თბილისი 7 (0)
2014-17 დილა გორი 62 (29)
ეროვნული ნაკრები
2000 საქართველო 17 წლ. 1 (0)
2001-2003 საქართველო 19 წლ. 8 (4)
2004-2005 საქართველო 21 წლ. 6 (2)
2006-2014 საქართველო 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 აპრილი, 2017
თბილისის „დინამოში“

ირაკლი მოდებაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, გორის „დილასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

მისი უფროსი ძმა, გიორგი მოდებაძე ასევე ფეხბურთელი იყო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი მწვრთნელი იყო საშა ვაშაკიძე. თამაშობდა თბილისის „მერანი-91“-სა და მოსკოვის „გოლეადორში“. 2002 წლის ზამთარში გადავიდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2002 წლის 16 მარტს, კიევის „არსენალის“ წინააღდეგ (2:0).[1] მოდებაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე ოლეგ რატიამ შეცვალა. 2009 წლის 13 მარტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ოდესის „ჩერნომორეცში“,[2] სადაც ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა პერმიერ ლიგაში. 2009 წლის ზაფხულში იმყოფებოდა სინჯებზე ლუგანსკის „ზარიაში“,[3] მაგრამ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა. 2010 წლის 4 ივნისს კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლიმ უკრაინული კლუბი დატოვა.[4] 2011-2012 წლების სეზონი გაატარა რუსთავის „ოლიმპში“,[5] რომელსაც 2011 წლიდან „მეტალურგი“ დაერქვა. 2012 წლის ივნისში გადავიდა გორის „დილაში“. ის იყო „დილას“ იმ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი, რომელმაც შეძლო ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლა. 2014 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“.[6] „დინამოს“ მაისურით უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე 2, გოლი არ გაუტანია. 2013-2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოდებაძემ „დინამო“ დატოვა[7][8] და მის ყოფილ კლუბს, „დილას“ შეუერთდა.[9]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოდიოდა საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2006 წლის 7 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში გერმანიის წინააღმდეგ (2:0), ირაკლიმ 83-ე წუთზე გიორგი დემეტრაძე შეცვალა.[10]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Протокл матча. Украинский футбол от Дмитрия Трощия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 12.3.2010.
  2. Модебадзе — игрок «Черноморца». Football.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28.03.2012. ციტირების თარიღი: 12.3.2010.
  3. «Заря» просматривает новичков. Football.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28.03.2012. ციტირების თარიღი: 12.3.2010.
  4. Официальный сайт запорожского «Металлурга»[მკვდარი ბმული]
  5. ირაკლი მოდებაძე „ოლიმპში“ რჩება ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 1 ივნისი, 2011.
  6. დინამოში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 8 იანვარი, 2014.
  7. დინამომ მზადება დაიწყო, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 2 ივნისი, 2014.
  8. თბილისის „დინამო“ კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა დაარქივებული 2014-07-04 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 2 ივნისი, 2014.
  9. ირაკლი მოდებაძე: ყველაზე მეტად გორის „დილამ“ დამაინტერესა დაარქივებული 2014-07-04 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 10 ივნისი, 2014.
  10. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, გერმანია 2:0 საქართველო