რევაზ ძოძუაშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რევაზ მიხეილის ძე ძოძუაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1945 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1962–1963 | იმერეთი ქუთაისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1965 | დინამო სოხუმი | 50 | (20) |
1966–1967 | ტორპედო ქუთაისი | 67 | (1) |
1968–1976 | დინამო თბილისი | 234 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1969–1974 | საბჭოთა კავშირი | 49 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1976 | ასკ თბილისი | ||
1977 | ლოკომოტივი სამტრედია | ||
1978 | ტორპედო ქუთაისი | ||
1979 | კოლხეთი ფოთი | ||
1988–1989 | ტორპედო ქუთაისი | ||
1991–1993 | დინამო თბილისი | ||
1993–1995 | მეტალურგი რუსთავი | ||
1995 | ტემპი შეპეტივკა | ||
1998–1999 | ლატვია | ||
1999–2000 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
2001–2002 | ტორპედო ქუთაისი | ||
2002 | ურალანი ელისტა | ||
2003 | ალანია ვლადიკავკაზი | ||
2005 | დინამო მაჰაჩყალა | ||
2007 | ოლიმპი რუსთავი | ||
2008–2009 | შახტიორი ყარაღანდა | ||
2010 | თურანი თოვუზი | ||
2014 | ტორპედო ქუთაისი | ||
2017 | დინამო სოხუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რევაზ ძოძუაშვილი (დ. 15 აპრილი, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972).
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად.[1][2]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო, მწვრთნელების — გიორგი ბზიკაძის, უშანგი სალდაძის, ბუხუტი ჩირაძის და კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით.[3] 16 წლის ასაკში ქუთაისის „რიონში“ იწყებს თამაშს. შემდეგ, მწვრთნელ ჯუმბერ რუსაძის მიწვევით „იმერეთში“ გადადის, სადაც თავიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. 1962 წელს მიხეილ იაკუშინის ინიციატივით თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში იწვევენ, თუმცა მომდევნო წელს ანდრო ჟორდანიას თხოვნით ისევ ქუთაისში ბრუნდება.[4] 1966–1967 წლების სეზონს ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში თამაშობს, სადაც უმაღლესი ლიგის 67 მატჩში გამოდის მოედანზე. 1968 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია. კლუბში ცხრა სეზონის განმავლობაში ასპარეზობს და უმაღლესი ლიგის 234 შეხვედრას ატარებს (4 გოლი).
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[5][6][7][8][9]
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1969–1974 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 49 შეხვედრას ატარებს.[10] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1969 წლის 20 თებერვალს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[11][12]
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1969 | 6 | 0 |
1970 | 8 | 0 |
1971 | 8 | 0 |
1972 | 16 | 0 |
1973 | 9 | 0 |
1974 | 2 | 0 |
ჯამში | 49 | 0 |
მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რევაზ ძოძუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[13][14]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1970 | ![]() |
![]() |
მცველი | 3 | 0 | 2 | 0 | 1 | მეოთხედფინალი |
სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა კლუბებსა და ნაკრებ გუნდებში, მათ შორის იყო ლატვიისა (1998–1999) და საქართველოს (2000–2001) ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი. 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი ჟერარდ სარაგოსა შეცვალა. იმავე წლის დეკემბერში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა.[15]
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად რევაზ ძოძუაშვილი, როგორც მოთამაშე, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად, ხოლო როგორც მწვრთნელი, საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[16][17]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კარაველას თასი: 1973 [20]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვიცე-ჩემპიონი: 1972
- ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1972 [21]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 33 საუკეთესო
- №1: 1969, 1971, 1972, 1973
- №2: 1968, 1970
- №3: 1974
- საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1994
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უმაღლესი ლიგა: 2001–02
- საქართველოს თასი: 2001–02 (ფინალისტი)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო. თბ.: საბჭ. საქართველო.
- აკოფოვი, გარუნ (1975). ფეხბურთი — 75 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1974). ფეხბურთი — 74 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1972). ფეხბურთი — 72 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. Rio Branco: CusiBoy Publishing. ISBN 0977-66880-0
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 280.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დოლიძე, ბეჟან. „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · Footballfacts.ru · National Football Teams.com · RSSSF · Rusteam.Permian.ru · Soccerway · Transfermarkt · Transfermarkt |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
- ↑ კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი. mygoals.ge. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022
- ↑ კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი. — ...ის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშე, ეს ორი დიდებული ადამიანის, ორი ბრწყინვალე მწვრთნელის იური გრამატიკოპულოს და მიხეილ იაკუშინის დამსახურებაა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
- ↑ „კარაველას თასი“. fcdinamo.ge. 19 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Trofeo Colombino de fútbol“. es.wikipedia.org. 1 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“. fc-dynamo.ru. 2 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „IX Trofeo Colombino de fútbol“. dinamo-tbilisi.ru. 5 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „"კარაველას" რაინდები“. opentext.org.ge. 22 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ რევაზ ძოძუაშვილი — სანაკრებო სტატისტიკა (1969–1974). Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
- ↑ Colombia v USSR, 20 February 1969. International Friendly. Venue: El Campin, Bogota. 3–1 to USSR. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
- ↑ Colombia 1–3 USSR, 20 February 1969. Колумбия 1–3 СССР – 20.02.1969. Богота, Стадион «Немесио Камачо Эль Кампин». footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
- ↑ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
- ↑ Player Profile for Revaz Dzodzuashvili in the Soccer World Cups. Revaz Dzodzuashvili in the World Cups. Information about Revaz Dzodzuashvili and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.
- ↑ რევაზ ძოძუაშვილი „ტორპედოდან“ წავიდა – 21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება! sportall.ge. 8 დეკემბერი, 2014.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2021
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2022.
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2022.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2021.
- ↑ Olympic Football Tournament Munich 1972 — Soviet Union 2–2 German Democratic Republic — Bronze medal match; 10 September 1972; Munich / Olympiastadion; Soviet Union Bronze Medalists: Oleh Blokhin, Murtaz Khurtsilava, Yuriy Istomin, Volodymyr Kaplychnyi, Viktor Kolotov, Yevgeni Lovchev, Sergei Olshansky, Yevgeni Rudakov, Vyacheslav Semyonov, Gennadi Evryuzhikhin, Oganes Zanazanyan, Andrei Yakubik, Arkady Andreasyan, Revaz Dzodzuashvili, Yozhef Sabo, Yuriy Yeliseyev, Volodymyr Onyshchenko, Anatoliy Kuksov, Vladimir Pilgui. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
|
|
|
|
|
|
|
- დაბადებული 1945
- დაბადებული 15 აპრილი
- ქუთაისში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- სამტრედიის მწვრთნელები
- ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელები
- ფოთის კოლხეთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- რუსთავის მეტალურგის მწვრთნელები
- თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელები
- ვლადიკავკაზის ალანიას მწვრთნელები
- სოხუმის დინამოს მწვრთნელები
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელები
- 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები