ვლადიმერ ელოშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვლადიმერ სერგის ძე ელოშვილი[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1927 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, საბჭოთა კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 20 ნოემბერი, 2009 (81 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 168 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1945–1946 | შრომითი რეზერვები | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1947–1948 | ლოკომოტივი | ? | (?) |
1949–1959 | დინამო თბ. | 166 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ვლადიმერ ელოშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1927, ტფილისი, საქართველოს სსრ — გ. 20 ნოემბერი, 2009, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1950).[2][3]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1949–1959 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967).[4][5]
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[6][7]
მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. მათ შორის: მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, დავით გოგია, ვახტანგ კოპალეიშვილი და სხვ.[8]
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ვლადიმერ ელოშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[9]
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ვლადიმერ სერგის ძე ელოშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[1][10]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ვლადიმერ ელოშვილი 481 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[11][12]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 33 საუკეთესო
- №3: 1956, 1957
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- ლოლაძე, დემიკო (2012). ვლადიმერ ელოშვილი. თბ..
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. М.: Физкультура и спорт.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Справочник по футболу. Первенство СССР 1950 г. (II круг). М.: Физкультура и спорт.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
Спортивный некрополь |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ მოიერიშე მცველი / დემიკო ლოლაძე. იხილე: ქართული ფეხბურთი / საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბიულეტენი. თბილისი, 1999. ნოემბერი-დეკემბერი. N11-12. გვ. 15-16. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
- ↑ მთელი ცხოვრება ფეხბურთში : ვლადიმერ ელოშვილი - 80 / დემიკო ლოლაძე. იხილე: საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2007. 18 დეკემბერი, N246 (5847), 13 გვ. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
- ↑ დემიკო ლოლაძე (15 მარტი, 2012). გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი. ციტატა: „ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949–1959 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა „დინამოს“ ღირსებას. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო — გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.“ წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ ვლადიმერ ელოშვილი — პერსონალური გვერდი. წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ ვლადიმერ ელოშვილი — 86. ციტატა: „დღეს ქართული ფეხბურთის და „დინამო“ თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ფეხბურთელის — ვლადიმერ ელოშვილის დაბადების დღეა. დღეს ჩვენი გუნდის კაპიტანი 86 წლის გახდებოდა. ვლადიმერ ელოშვილი „დინამოს“ შემადგენლობაში 1949–1959 წლებში ასპარეზობდა. 1951 და 1953 წლის პირველობის ვერცხლის მედლების მფლობელი. 1950 წლის გათამაშების მესამეადგილოსანი. სსრკ-ს ჩემპიონატში ჩაატარა 162 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. ორჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. მიანიჭეს სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. მათ შორის: ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, დავით გოგია, ვახტანგ კოპალეიშვილი... 1967 წელს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვლადიმერ ელოშვილი იმ გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ქართული ფეხბურთის ამაგდარი 2009 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.“ 18 დეკემბერი, 2013. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ.. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
- ↑ 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
- დაბადებული 1927
- დაბადებული 18 დეკემბერი
- გარდაცვლილი 2009
- გარდაცვლილი 20 ნოემბერი
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები