მიხაილ ბილეკის კარიერის ძირითადი ნაწილი უკავშირდება პრაღის„სპარტას“, სადაც მან ოთხი ცალკეული პერიოდის მანძილზე ითამაშა. მისი დებიუტი მშობლიურ კლუბში შედგა 17 წლის ასაკში. 1984 წელს გადავიდა „ხებში“, სადაც ერთი სეზონის მანძილზე 50 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 1985 წელს დაბრუნდა „სპარტაში“, საიდანაც 1990 წელს ესპანურ„რეალ ბეტისში“ გადავიდა, ეს იყო მისი პირველი ტრანსფერი უცხოურ კლუბში. იმის გამო, რომ „ბეტისი“ პრიმერა დივიზიონიდან დაქვეითდა, ბილეკი ისევ ჩეხეთში დაბრუნდა და „სპარტას“ გარდა ითამაშა ორ ჩეხურ კლუბში, ჟიჟკოვის „ვიქტორიაში“ და „ტეპლიცეში“. ამ უკანასკნელში 2000 წელს კარიერა დაასრულა.
2014 წლის ივნისში ბილეკმა ხელი მოაწერა ერთ წლიან კონტრაქტს თბილისის „დინამოსთან“.[8][9]2013-14 წლების სეზონის პირველი ნახევარი „დინამოს“ თავკაცი ბილეკის თანამემამულე დუშან უჰრინი უმცროსი იყო, მეორე ნახევარი კი მალხაზ ჟვანია. 6 ივნისს კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამდინამო არენის მედია დარბაზში ბილეკი წარადგინა კლუბის ახალ დირექტორ ირაკლი ზუხბაიასთან ერთად,[10][11] 7 ივნისს კი ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.[12] 30 ივლისს ბილეკმა თანამდებობა დატოვა.