დავით მუჯირი (უფროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით მუჯირი
დავით მუჯირი უფროსი.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით ამირანის ძე მუჯირი[1][2]
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1956 (1956-04-07) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
მახარაძე,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1983 დინამო თბ. 147 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავით მუჯირი (დ. 7 აპრილი, 1956, მახარაძე (ამჟ. ოზურგეთი), საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით მუჯირს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[3]

პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, მეთაურობდა სარეზერვო გუნდს.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980 [5][6][7][8]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. От Дмитрия Муджири до Давида Третьего // სხვადასხვა წყაროებში მითითებულია მუჯირის ორი განსხვავებული სახელი: დავითი და დიმიტრი. მისი შვილის, დავით მუჯირი უმცროსის სიტყვები: მაგალითად მამაჩემი, რომელმაც ითამაშა „დინამოში“ 70-იან და 80-იან წლებში, პასპორტში ჩაწერილია როგორც დიმიტრი, მაგრამ მე არ მახსოვს ვინმეს ასე დაეძახოს, იგი ყველასთვის იყო და არის დავითი.
  2. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  3. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2021.
  4. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 28
  5. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  6. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 // Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  7. Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось // Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  8. Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.