ალექსანდრე ჩივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ჩივაძე
Aleksandr Chivadze.1981.jpg
ალექსანდრე ჩივაძე 1981 წელს ნიდერლანდებში, თასების თასზე ფეიენორდთან საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე ჩივაძე
დაბადების
თარიღი
8 აპრილი, 1955 (1955-04-08) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
ქლუხორი,
სტავროპოლის მხარე,
რსფსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 182 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1987 დინამო თბილისი 324 (44)
ეროვნული ნაკრები
1980–1987 საბჭოთა კავშირი 46 (3)
სამწვრთნელო კარიერა
1993–1997 საქართველო
2001–2003 საქართველო
2012–2016 საქართველო 21 წლ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალექსანდრე ჩივაძე (დ. 8 აპრილი, 1955, ქლუხორი, სტავროპოლის მხარე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას.[1][2] საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად.[3][4][5]

1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[6] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად.[7][8]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ალექსანდრე ჩივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[9]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაშს იწყებს 1965 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრას ხელმძღვანელობით. 1967 წელს ვლადიმერ ელოშვილის[10] მიწვევით ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში (რუს. ФШМ – Футбольная школа молодежи) გადადის. საყურადღებოა, რომ იმავე წელს ვლადიმერ ელოშვილის შეგირდები, რომელთა შორის არიან დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე და სხვები — ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ხდებიან. აღნიშნულ საფეხბურთო სკოლაში ექვსი წლის განმავლობაში ვარჯიშობს, სადაც გუნდთან ერთად 1972 წელს ჭაბუკთა შორის საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო 1973 წელს ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. იმავე წელს თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობის მწვრთნელი ანდრო ზაზროევი გუნდში გასასინჯად ვლადიმერ ელოშვილს მისი საფეხბურთო სკოლიდან პერსპექტიული ნახევარმცველების მიყვანას სთხოვს. ვლადიმერ ელოშვილი „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვახტანგ კოპალეიშვილს, თემურ ჩხაიძეს და ალექსანდრე ჩივაძეს აგზავნის. ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევის მიზნით, მათი სპორტული მომზადების დონისა თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების უკეთ გამოსავლენად გუნდის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ორმხრივი საჩვენებელი თამაში იმართება.[11] ამ შეხვედრას თავად ალექსანდრე ჩივაძე ასე იხსენებს:

ვიკიციტატა
„...თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს: მაშინ ალიოშა კოტრიკაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი[12] გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი იყო მომაგრებული. სანამ „დინამოში“ დაგვტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა: მეორე შემადგენლობა ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე — ლამაზი გოლი გამოვიდა! მატჩის მერე კახი ასათიანმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! მაშინ ჩემთან ერთად გოჩა და მანუჩარ მაჩაიძეებმა, ვლადიმერ გუცაევმა და ბესო მჭედლიშვილმაც ითამაშეს.“

ამ ორმხრივი საჩვენებელი შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ ელოშვილის მიერ გაგზავნილ სამივე ფეხბურთელს „დინამოში“ ტოვებენ, თუმცა იმ წელს, პარალელურად, ჭაბუკთა საფეხბურთო პირველობის ფარგლებში — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაშიც აგრძელებენ გამოსვლებს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წლიდან ოფიციალურად ირიცხება „დინამოში“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში, პირველად, იმავე წლის 17 ივლისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-3 ტურის 26 აპრილს გამართული ანულირებული კალენდარული მატჩის[13] განმეორებით გადათამაშებაზე, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას მოსკოვის ლენინის სახ. ცენტრალური სტადიონი მასპინძლობს და მას 38 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. „დინამოელები“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გაგოშიძე, გ. მაჩაიძე, ჭელიძე, კანთელაძე, გავაშელი, მჭედლიშვილი, ჩივაძე, ასათიანი, წერეთელი, ქანთარია და ლ. ნოდია. დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 მთავრდება.[14]

ალექსანდრე ჩივაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 324 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საკავშირო თასის გათამაშებას, აქ მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი.[15] ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 19 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, 17 — უეფა-ს თასის, ხოლო 4 — ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[16]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980–1987 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[17] რომლის შემადგენლობაში 46 შეხვედრას ატარებს და 3 ბურთი გააქვს.[18][19] ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან 26 მატჩში იგი კაპიტნის რანგში უძღვება ქვეყნის ნაკრებს. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, იგი ერთადერთი ქართველია, ვინც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1980 8 0
1981 4 1
1982 9 1
1983 8 0
1984 4 1
1985 5 0
1986 6 0
1987 2 0
ჯამში 46 3

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993–1997 და 2001–2003 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების,[20][21] ხოლო 2012–2016 წლებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.[22]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980 [23][24][25][26]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [27]
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1980

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №1: 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1986
  • №2: 1985

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ალექსანდრე ჩივაძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  2. ალექსანდრე ჩივაძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Чивадзе, Александр Габриэлович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  3. ლაშა გოდუაძე (8 აპრილი, 2014). კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე ჩივაძე — ...1984 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისს პირველად და უკანასკნელად მოუგო „უემბლიზე“ — 2–0. იმ დღეს სტუმართა გუნდის კაპიტნის სამკლაური ალექსანდრე ჩივაძეს ეპყრა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი ლონდონური გაზეთის გარეკანზე მისი ფოტოს ქვეშ ეწერა: „რუსების დაცვის გენერალი“. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  4. Александр Чивадзе: ГЕНий грузинского футбола — Обойти вниманием приезд в Минск молодежной сборной Грузии было невозможно не только из-за товарищеского матча с белорусскими сверстниками. Гости из солнечного Кавказа явились в нашу столицу под водительством колоритной личности — Александра Чивадзе. В свои 57 лет убеленный сединами мэтр грузинского и советского футбола (легендарные черные усы тоже стали белыми) в форме. Физической и тренерской. Владимир Пирог. 2012.06.05. pressball.by. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  5. Александр Чивадзе: Разве Грузии может быть не до футбола? Говорить о проблемах своего шефа Мераба Жордания вице-президент Федерации футбола Грузии Александр Чивадзе, знаменитый в прошлом игрок тбилисского "Динамо" и сборной СССР, один из лучших либеро за всю историю отечественного футбола вежливо, но твердо отказался. 29 იანვარი, 2004. sport-express.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  6. Soviet Union - Player of the Year Awards // 1980 — 1. A. Chivadze (Dinamo Tbilisi) - 259; 2. O. Blokhin (Dinamo Kiev) - 187; 3. V. Khidiyatullin (Spartak Moscow) - 103 // 13 დეკემბერი, 2018. Rasim Movsumov for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 20 ივნისი, 2019.
  7. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 20 ივნისი, 2019.
  8. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 20 ივნისი, 2019.
  9. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (17 მაისი, 2011). თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ — სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  10. დემიკო ლოლაძე (15 მარტი, 2012). გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი — ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949–1959 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა „დინამოს“ ღირსებას. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს სსრკ–ს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო – გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  11. ალექსანდრე ჩივაძე : (დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით) / ავტ. დემიკო ლოლაძე. - თბ. : 2015. — გვ. 17. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
  12. ნესტორ ჩხატარაშვილი. წლები: 1912–1993. დინამოშია: 1962. პოზიცია: მთავარი მწვრთნელი. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  13. "Спартак" (Москва) 0–0 "Динамо" (Тбилиси) пен. 2–2 (аннулирован). Чемпионат СССР 1974. 26 апреля 1974. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 3 градуса. Пасмурно. 32000 зрителей. "Динамо" Тб: М.Гагошидзе, Р.Дзодзуашвили, В.Челидзе, М.Хурцилава, Ш.Хинчагашвили, З.Эбралидзе, М.Мачаидзе, К.Асатиани, Д.Кипиани, Г.Нодия, З.Церетели (П.Рехвиашвили, 78). Примечание: результат матча аннулирован из-за того, что Е.Ловчев умышленно пробил пенальти мимо ворот. Назначена переигровка на 17 июля. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  14. "Спартак" (Москва) 1–0 "Динамо" (Тбилиси). Чемпионат СССР 1974. 17 июля 1974. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. Ясно. 23 градуса. 38000 зрителей. "Динамо" Тб: Гагошидзе, Г.Мачаидзе, Челидзе, Кантеладзе, Гавашели, Мчедлишвили, Чивадзе, Асатиани, Церетели, Кантария (Г.Нодия, 73), Л.Нодия. Гол: Пискарёв (67). Примечание: переигровка аннулированного матча от 26 апреля. Источник: "Советский спорт"; Владимир Шар. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  15. ალექსანდრე ჩივაძის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Чивадзе Александр Габриэлович (Гаврилович) — Родился: 08.04.1955, г. Клухори, Карачаево-Черкесская АО, Ставропольский кр., РСФСР Амплуа: полузащитник, защитник. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  16. ალექსანდრე ჩივაძის ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Чивадзе Александр Габриэлович — Еврокубковая статистика по сезонам. Все еврокубковые матчи. Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). Евгений Пугло. 23 სექტემბერი, 2009. klisf.net. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  17. Matthias Arnhold (17 სექტემბერი, 2010). Aleksandr Gavrilovich Chivadze — International Appearances. The outstanding Soviet player obtained 46 international caps. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  18. Roberto Mamrud and Matthias Arnhold (2 მაისი, 2018). Soviet Union/CIS – Record International Players. Appearances for Soviet Union/CIS National Team. Goalscoring for Soviet Union/CIS National Team. Aleksandr Chivadze – Caps 46, Goals 3, First Cap – 26/03/1980, Last Cap – 18/04/1987. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  19. Aleksandr Chivadze – Club-statistics. Country-statitistics. Games. Coached teams. Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  20. Сборную грузии снова будет тренировать Александр Чивадзе. Бывший капитан тбилисского «Динамо» и сборной СССР Александр Чивадзе назначен главным тренером национальной сборной Грузии на отборочный цикл чемпионата Европы 2004 года. В свое время, с 1993 по 1996 год, известный в прошлом защитник уже руководил грузинской сборной, а минувшим летом после отставки Давида Кипиани и Реваза Дзодзуашвили был снова призван к штурвалу национальной команды на заключительные матчи квалификационного турнира ЧМ-2002. 22 декабря 2001. fakty.ua. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  21. Шеварднадзе просил Чивадзе: "Саша, не уходи…". Едва главный тренер сборной Грузии Александр Чивадзе заявил после проигрыша Ирландии о своей отставке, как на базе тбилисского "Динамо" (где грузинская команда проводила сбор) раздался звонок из канцелярии правительства. Чивадзе пригласили к телефону и соединили с президентом Грузии Эдуардом Шеварднадзе. 4 აპრილი, 2003. sport-express.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  22. ჩივაძე, კაჭარავა და აკობია ასაკობრივ ნაკრებებს ჩაიბარებენ. 31 იანვარს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია-ცენტრში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, სფფ-ის პრეზიდენტმა მედიას ასაკობრივი ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელები წარუდგინა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და ამიერიდან, ის საქართველოს ახალგაზრდულ (U21) ნაკრებს გაუძღვება. 19-წლამდე ნაკრებში კახა კაჭარავა იმუშავებს; ნოდარ აკობია კი, 17-წლამდელებს ჩაიბარებს. ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტები ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე იქნებიან. esport.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  23. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. 6 მარტი, 2012. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  24. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  25. Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  26. Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  27. Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г.. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  28. Rasim Movsumov (22 აგვისტო, 2007). Soviet Union — Player of the Year Awards — Election of the weekly Football (Football-Hockey). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.