გიორგი სიჭინავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიორგი სიჭინავა
Giorgi Sichinava (born September 1944) — FC Dinamo Tbilisi Midfielder (1960–1969).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ვლადიმერის ძე სიჭინავა
დაბადების
თარიღი
15 სექტემბერი, 1944 (1944-09-15) (77 წლის)
დაბადების
ადგილი
გაგრა, აფხაზეთის ასსრ,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1959 „ტორპედო“ გაგრა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1960–1969 დინამო თბ. 162 (8)
1971–1972 მეტალურგი
ეროვნული ნაკრები
1964–1966 სსრ კავშირი 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გიორგი სიჭინავა (დ. 15 სექტემბერი, 1944, გაგრა, საქართველოს სსრ ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966). 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშობდა გაგრის „ტორპედოში“ (1959), თბილისის „დინამოსა“ (1960–1969) და რუსთავის „მეტალურგში“ (1971–1972). საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 162 მატჩი (8 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 1967). იყო გაგრის საფეხბურთო სკოლის დირექტორი (1982­–1991).

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიჭინავას დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1964 წლის 22 ნოემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ. მან იასპარეზა 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც სსრკ ნახევარფინალში გავიდა.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[1][2][3][4]

ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[5][6][კომ. 1][7]

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე გიორგი სიჭინავა 451 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[8][9]

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის გიორგი სიჭინავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[10]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გ. სიჭინავა და ს. მეტრეველი.

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი (2): 1962, 1967

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
  • მეოთხე ადგილი: 1966

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №2: 1964
  • №3: 1961, 1962, 1966

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  2. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  3. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1/ Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  4. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  5. 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
  6. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია // dic.academic.ru
  7. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 348.
  8. პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  9. 1921–1968: საქართველოს ნაკრები // mygoals.ge
  10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები: კონსტანტინე გაგნიძე, ვლადიმერ ელოშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ალექსანდრე კოტრიკაძე, გურამ პეტრიაშვილი, ლევან ჟორდანია, იბრაგიმ სარჯველაძე, გიორგი სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, მურთაზ ხურცილავა. წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.