რეალ სარაგოსა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეალ სარაგოსა
რეალ სარაგოსას ლოგო.svg
სრული სახელი Real Zaragoza, S.A.D.
მეტსახელი სარაგოსელები (ესპ. Los Maños),
პატარა თეთრები (ესპ. Los Blanquillos)
დაარსდა 1932; 85 წლის წინ (1932)
სტადიონი ლა რომარედა
სარაგოსა, არაგონი
(ტევადობა: 34,596 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა კრისტიან ლაპეტრა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა სესარ ლაინესი
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-8 ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„რეალ სარაგოსა“ (ესპ. Real Zaragoza) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1932 წელს, არაგონის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სარაგოსაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ლა რომარედაზე, რომელიც 34 596 მაყურებელს იტევს.

კლუბმა ისტორიის დიდი ნაწილი გაატარა პრიმერა დივიზიონში. 6-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული და 1994-95 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის მფლობელი. კლუბის ტრადიციული ფერები არის თეთრი მაისურები და გეტრები, მუქი ლურჯი შორტებით.

2007 წლის სამთავრობო კვლევის მიხედვით, კლუბის მხარდამჭერებს შეადგენდნენ ესპანეთის მოსახლეობის 2.7%, რაც მე-7 იყო მაჩვენებლით.[1]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]