შევარდენი-1906 თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|შევარდენი-1906 თბილისი (საფეხბურთო კლუბი)}} |
შევარდენი-1906 იყო საქართველოს საფეხბურთო კლუბი, თამაშობდა უმაღლეს ლიგაში 1996 წლამდე, შემდეგ შეუერთდა პირველი ლიგის თბილისის უნივერსიტეტს, რომელმაც შემდეგ სახელი გადაირქვა ― თსუ თბილისი.
კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის ჩეხ საზოგადოებრივ მოღვაწესა და პედაგოგს იაროსლავ სვატოშს. XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება სოკოლიდან საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია „სოკოლი“, 1906 წლიდან „შევარდენი“. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელოდნენ ა. ლუკეში, ი. ნოვაკი, გ. ეგნატაშვილი.
კლუბი შევარდენი (ტფილისი) ჩამოყალიბდა 1906 წელს. 1911 წლის 23 ოქტომბერს შევარდნელებმა გამართეს თამაში სხვადასხვა სპორტული წრეებისგან გაერთიანებულ ნაკრებ გუნდთან და იმარჯვეს 1:0. 1986 წლამდე მონაწილეობდა ლოკალურ შეჯიბრებებში, ხოლო 1987 წელს გუნდმა ითამაშა სსრკ-ის პირველობაზე, II ლიგის IXX ზონაში.
1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და მას ოფიციალურად ეწოდა „შევარდენი 1906“. ამავე წელს გუნდმა იასპარეზა საქართველოს პირველ ჩემპიონატზე.