ილია დათუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილია დათუნაშვილი
ილია დათუნაშვილი.jpg
სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე და ილია დათუნაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ილია დათუნაშვილი
დაბადების
თარიღი
1 სექტემბერი, 1937 (1937-09-01) (82 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1958 ლოკომოტივი
1959–1968 დინამო თბ. 199 (46)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ილია დათუნაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1937, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ქუთაისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში დაიწყო 1954 წელს ლანჩხუთის „კოლმეურნეში“. 1957–1958 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, დანარჩენი კარიერა გაატარა თბილისის „დინამოში“ (1959–1968). პირველ „ა“ ჯგუფში ჩატარებულ 199 მატჩში გაიტანა 46 გოლი.

1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ გაიმეორა სსრ კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დაამყარა ევგენი შელაგინმა — გაიტანა 5 გოლი მატჩში. მან ეს შეძლო 27 წუთში. 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1962, 1967

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №2: 1964, 1966

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]