რატი ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რატი ალექსიძე
რატი ალექსიძე.jpg
რატი ალექსიძე და ირაკლი მოდებაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რატი ალექსიძე
დაბადების
თარიღი
3 აგვისტო, 1978 (1978-08-03) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარიერა დაასრულა
ახალგაზრდული კარიერა
დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996–1999 დინამო თბილისი 71 (33)
1999–2001 ჩელსი 2 (0)
2002–2003 დინამო თბილისი 36 (17)
2004 როსტოვი 9 (0)
2008–2009 ლოკომოტივი თბილისი 23 (15)
2009–2012 დიორი 86 (23)
2012–2013 დილა გორი 2 (0)
ეროვნული ნაკრები
1993–1995 საქართველო 17 წლ. 19 (5)
1997–1998 საქართველო 21 წლ. 19 (2)
1998–2010 საქართველო 28 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 მაისი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 მაისი, 2014

რატი ალექსიძე (დ. 3 აგვისტო, 1978, თბილისი) — ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი, კარიერა დაასრულა. ბოლოს ირიცხებოდა გორის „დილას“ რიგებში. გამოდიოდა საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ასევე ეროვნულ ნაკრებშიც.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი საკლუბო კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“. ჯერ კიდევ 1996 წელს ვარჯიშობდა „ჩელსის“ სარეზერვო გუნდში. ალექსიძეს მთავარ გუნდში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან გაერთიანებულ სამეფოში კონტრაქტის გაფორმების უფლება არ ჰქონდა და „დინამოში“ დაბრუნდა.[1]

1996-97 წლების სეზონში. მისს გოლის გატანის ალღო დაეხმარა კლუბს მოეგო უმაღლესი ლიგა 1997, 1998 და 1999 წლებში, ისევე როგორც 1997 წლის თასის მოპოვებაში. მისი „დინამოში“ თამაშის მანძილზე 71 მატჩში შეძლო 33 გოლის გატანა და განსაკუთრებით 1999-00 წლების სეზონში 14 მატჩში გატანილი 12 გოლის შემდეგ მისით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის მოსკოვის „სპარტაკი“, თუმცა ალექსიძის შეძენა „ჩელსიმ“ მოახერხა. ალექსიძემ პირველ გუნდში ჩაატარა მხოლოდ 2 მატჩი ლიგაში და 1 ევროპაზე, ყველა შემცვლელად[2]. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ალექსიძემ ტრავმა მიიღო უკრაინის ანკებთან თამაშში, რის გამოც 11 თვე გაუცდა.[1]

ტრავმის გამო ალექსიძეს „ჩელსის“ დატოვება მოუხდა და 2002 წელს დაბრუნდა თბილისის „დინამოში“, სადაც მის პირველივე სეზონში ცხრა გოლი მიითვალა. ამ დროს კლუბის მწვრთნელი იყო ივო შუშაკი. „დინამო“ გახდა საქართველოს ჩემპიონი და „თანამეგობრობის თასის“ გამარჯვებული. ალექსიძე მიიწვია რუსულმა კლუბებმა, „კრილია სოვეტოვმა“, „ალანიამ“ და „როსტოვმა“.[1]ფეხბურთელმა აირჩია ეს უკანასკნელი და 2004 წელს იგი გახდა „როსტოვის“ ფეხბურთელი. „როსტოვში“ ლექსიძემ 9 მატჩი ითამაშა. შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო დაასრულა პროფესიული კარიერა და დაბრუნდა საქართველოში[3] ნარკოდამოკიდებულების გამო სამწელიწადნახევრის მანძილზე კარიერა შეწყვეტილი ჰქონდა.[1]

2008 წლის ივლისში იგი დაბრუნდა ფეხბურთში და კარიერა გააგრძელა თბილისის „ლოკომოტივში“. 2009 წელს შეუერთდა უნგრულ „დიორს“, სადაც 2012 წლამდე ითამაშა. შემდეგ უკანა კუნთის გაწყვეტის გამო გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო. კარიერა გორის „დილაში“ განაგრძო, თუმცა მალევე იქიდანაც წამოვიდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 დან 2004 წლამდე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 28 მატჩი და შეძლო 2 გოლის გატანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]