ალექსანდრე კოტრიკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე კოტრიკაძე
ალექსანდრე კოტრიკაძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე პარმენის ძე კოტრიკაძე [1]
დაბადების
თარიღი
3 დეკემბერი, 1930
დაბადების
ადგილი
ტფილისი,
საქართველოს სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
1999
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1951 სპარტაკი თბ. 5 (0)
1952–1959 დინამო თბ. 116 (11)
სამწვრთნელო კარიერა
1961 დინამო თბილისი (მწვრთნელი)
1963–1965 დინამო თბილისი (მწვრთნელი)
1966 დინამო თბილისი
1967 დილა გორი
1968–1969 მეტალურგი რუსთავი
1970 ტორპედო ქუთაისი
1973 დინამო თბილისი
1980–1981 გურია ლანჩხუთი
1984–1986 დინამო თბილისი (მწვრთნელი)
1987 გურია ლანჩხუთი
1988–1989 შევარდენი თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალექსანდრე კოტრიკაძე (დ. 3 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 1999) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „სპარტაკისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1966).[2][3] სერგო კოტრიკაძის უფროსი ძმა.

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ალექსანდრე კოტრიკაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[4]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1946 წელს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ არჩილ კიკნაძესთან. თამაშობდა თბილისის „სპარტაკში“ (1951) და თბილისის „დინამოში“ (1952–1959). „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 116 მატჩი ჩაატარა და თერთმეტჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ასევე, დინამოელთა მაისურით საკავშირო თასის ექვს მატჩში დაიცვა გუნდის ღირსება. ამას გარდა, თბილისელთა რიგებში 24 საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა. გუნდთან ერთად იყო საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლების მფლობელი.[5]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლიდან სამწვრთნელო სამუშაოზეა. 1961, 1963–1965 და 1984–1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის მწვრთნელი.[5] 1966 და 1973 წლებში „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.[6][7] 1967 წელს გორის „დილას“, 1968–1969 წლებში რუსთავის „მეტალურგს“, ხოლო 1970 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ ედგა სათავეში.

1973 წელს ალექსანდრე კოტრიკაძის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) [8][9] გამარჯვებული ხდება.

სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქი უელვა — თბილისის „დინამოსა“ და ესპანეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ჩემპიონებს, შესაბამისად — მადრიდის „ატლეტიკოს“, ლისაბონის „ბენფიკას“ და „დერბი ქაუნთის“ მასპინძლობს, რომელთაც ურთიერთშორის საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის რიგით მეცხრე გათამაშების გამარჯვებული უნდა გამოავლინონ. ნახევარფინალში თბილისელები შესანიშნავ სპორტულ ფორმაში მყოფ მადრიდის „ატლეტიკოს“ უპირისპირდებიან. მრავალი მცდელობის მიუხედავად, გუნდები ძირითად დროში ბურთის გატანას ვერ ახერხებენ და მატჩიც უგოლო ფრით — 0–0 მთავრდება. ინიშნება თერთმეტრიანების სერია, სადაც თბილისელთა მეკარე დავით გოგია ორი პენალტის აღებას ახერხებს და „დინამოს“ ფინალისკენ უკაფავს გზას. მეორე ნახევარფინალში „ბენფიკა“ „დერბი ქაუნთის“ ამარცხებს და ფინალში ქართულ კლუბს უპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი მეტად დაძაბულად, ხისტად და საკმაოდ უხეშად წარიმართა, რის გამოც შეხვედრის მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა ყვითელი და ერთი წითელი ბარათის გამოყენებაც. საბოლოოდ თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ, „კარაველას თასს“ ეუფლებიან და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ხდებიან ასეთი წარმომადგენლობითი ე.წ. „ოთხთა ტურნირის“ გამარჯვებულები.[10][11][12] ამონარიდი თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე 2013 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ამ გამარჯვებისადმი მიძღვნილი საიუბილეო მილოცვიდან [13] — „კარაველას თასი“:

ვიკიციტატა
„...დღეს 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „დინამომ“ ესპანეთში, ქალაქ უელვაში კოლუმბის „კარაველას თასი“ მოიგო. „დინამომდე“ ამ თასს მადრიდის „რეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „სან-პაულუ“ ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო ტიტული ჩვენი გუნდისთვის. „დინამომ“ ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა (ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში „დინამომ“ 4:2 აჯობა მეტოქეს). ფინალში კი თბილისელებმა ლისაბონის „ბენფიკას“ 3:1 მოუგეს. გოლები გუცაევმა (2) და ყიფიანმა გაიტანეს.

„დინამომ“ ფინალში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მ. მაჩაიძე (წერეთელი), ებრალიძე, ასათიანი, გუცაევი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), ლ. ნოდია

მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე.“

1980–1981 და 1987 წლებში ლანჩხუთის „გურიას“,[2][3] 1988–1989 წლებში კი თბილისის „შევარდენის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.[14]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1953
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
  • კარაველას თასის მფლობელი: 1973 [15]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
Dinamo-Tbilisi.ru · FC35.ge · FootballFacts.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
ფოტო არქივი
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
მედია არქივი
Intermedia.ge · LeaderSport.ge · Worldsport.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსანდრე კოტრიკაძე (1930–1999) — ქართველი ფეხბურთელი (1951–1959) და ფეხბურთის მწვრთნელი (1961–1989). წყარო: ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  2. 2.0 2.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1980, გვ. 55.
  3. 3.0 3.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1981, გვ. 32.
  4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები: კონსტანტინე გაგნიძე, ვლადიმერ ელოშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ალექსანდრე კოტრიკაძე, გურამ პეტრიაშვილი, ლევან ჟორდანია, იბრაგიმ სარჯველაძე, გიორგი სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, მურთაზ ხურცილავა. წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  5. 5.0 5.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. 1986, გვ. 16.
  6. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1979, გვ. 60.
  7. Aleksandre Kotrikadze
  8. კარაველას თასი. fcdinamo.ge (19 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  9. Trofeo Colombino de fútbol. es.wikipedia.org (1 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  10. Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1. fc-dynamo.ru (2 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  11. IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru (5 მარტი, 2015). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  12. "კარაველას" რაინდები. 1973 წლის აგვისტო. ესპანეთის ქალაქი უელვა. ოთხთა ტრადიციული, რიგით IX ტურნირი. მონაწილენი: მადრიდის „ატლეტიკო“, ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. ციტატა: „...აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის მთავარმა პრიზმა — „კარაველას თასმა“ მანამდე მხოლოდ ორჯერ დატოვა იქაურობა — ეს ბრაზილიის „სან-პაულუმ“ და უნგრეთის „დოჟა უიპეშტმა“ შეძლეს. დანარჩენ შემთხვევებში ყველას მადრიდის „რეალმა“, სევილიის „ბეტისმა“, ადგილობრივმა „რეკრეატივომ“ და იმავე „ატლეტიკომ“ აჯობეს.“ ავტორი: ბეჟან დოლიძე, „საქართველოს რესპუბლიკა“. 22 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 15 აგვისტო, 2019. წყარო: ქართული პრესის ელექტრონული არქივი. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  13. კარაველას თასი. 19 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტი. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.
  14. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. 1989, გვ. 75.
  15. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე — ტურნირის საპატიო პრიზით ხელში. 19 აგვისტო, 1973. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.