ჩხერიმელა ხარაგაული (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩხერიმელა
FC-Chkherimela-logo.jpg
კლუბის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა ხარაგაული
დაარსდა 1982
სტადიონი სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი
(ტევადობა: 2,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ბესო კვირიკაშვილი
მწვრთნელი საქართველოს დროშა მამუკა ხუნდაძე
ლიგა პირველი ლიგა
2011-12 მე-5
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა“ — საქართველოს საფეხბურთო კლუბი დაბა ხარაგაულიდან. თამაშობს პირველ ლიგაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორჯონიკიძის რაიონის პირველობის გამარჯვებული რაიკოოპერატივის გუნდი. 1983 წელი
ჩხერიმელა 1987 წელი

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა დაარსდა 1982 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების მიერ. ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე.

1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგად გუნდი „ბ“ ლიგიდან „ა“ ლიგაში გადავიდა.

საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ 1990 წლის 30 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი. შესაბამისად, ჩხერიმელაც შეუერთდა ახალ ეროვნულ ჩემპიონატს და გამოდიოდა საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთის ზონაში.

1996-97 წლებისთვის გუნდი დაიშალა და 12 წლის მანძილზე ხარაგაულში მხოლოდ ახალგაზრდული გუნდები არსებობდა.

2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მოხერხდა გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში ჩართვა. ჩხერიმელა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგიდან ჩაერთო და დასავლეთ ზონაში გამოდიოდა, სადაც პირველსავე წელს მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.

2010-11 წლებში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა და სეზონი 35 ქულით 11 ადგილზე დაასრულა, ბურთების შეფარდებით 35-45, 7 მოგება, 14 ფრე და 11 წაგება. 2011-12 წლების სეზონში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ჩაატარა. ათ გუნდში 28 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა 8 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი "ბ" ჯგუფში მოხვდა, და 30 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა: 6 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. 2012-13 წლების სეზონში ხარაგაულის "ჩხერიმელა" ასპარეზობს პირველ ლიგაში, "ბ" ზონაში.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხერიმელა 1991 წელი

ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი აშენდა 1981 წელს. 1986 წელს მოედანზე მოეწყო დასაჯდომები. 2010–11 წლებში მოხდა სტადიონის რეაბილიტაცია. შერემონტდა და დაემატა ტრიბუნები, განახლდა მოედნის საფარი. დღეისათვის ტრიბუნა დაახლოებით 400 მაყურებელს იტევს. ამჟამად სტადიონი ატარებს „ჩხერიმელას“ ყოფილი ფეხბურთელის და მისი ერთ–ერთი დამაარსებლის სოსო აბაშიძის სახელს.

სოსო აბაშიძის სახელობის საფეხბურთო მოედანი

შემადგენლობა 2010/11[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე მიხეილ ლომსაძე
2 საქართველოს დროშა მცველი ბესო ტყეშელაშვილი
3 საქართველოს დროშა მცველი გურამ ხეცურიანი
4 საქართველოს დროშა მცველი ნიკოლოზ ხარაბაძე
5 საქართველოს დროშა მცველი გიორგი მეტრეველი
6 საქართველოს დროშა მცველი ლადო თაბუკაშვილი
7 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ჯაბა ავალიშვილი
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვახტანგ ჭაჭიაშვილი
9 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ბექა კეპულაძე
10 საქართველოს დროშა ნახევარმცველი დაჩი კოსტავა
11 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ირაკლი ღიბრაძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
12 საქართველოს დროშა მეკარე იორამ კუჭუხიძე
13 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლევან მაჩალაძე
14 საქართველოს დროშა თავდამსხმელი თორნიკე დანელია
16 საქართველოს დროშა მცველი გივი ზაქარაშვილი
17 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ზაზა კაპანაძე
18 საქართველოს დროშა მცველი ცოტნე ნანიტაშვილი

შემადგენლობა 2010/11[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე იორამ კუჭუხიძე
12 საქართველოს დროშა მეკარე გივი კიკნაძე
საქართველოს დროშა მეკარე იოსებ ებრალიძე
საქართველოს დროშა მცველი ჯაბა არევაძე
საქართველოს დროშა მცველი ირაკლი გვარჯალაძე
საქართველოს დროშა მცველი ირაკლი გვეტაძე
საქართველოს დროშა მცველი ალექსანდრე ქაშაკაშვილი
საქართველოს დროშა მცველი ლევან მახარაძე
საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ჭაავა
4 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ირაკლი ჭანკვეტაძე
საქართველოს დროშა ნახევარმცველი არმაზ დოღონაძე
10 საქართველოს დროშა ნახევარმცველი დაჩი კოსტავა
საქართველოს დროშა ნახევარმცველი გოგი გოგიჩაიშვილი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლევან გუმბერიძე
საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ივანაშვილი
16 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გივი ზაქარაშვილი
18 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი თურმანიძე
საქართველოს დროშა თავდამსხმელი ბექა ახალაია
9 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიგა ბოხუა
საქართველოს დროშა თავდამსხმელი ოთარ გიორგობიანი
საქართველოს დროშა თავდამსხმელი ლევან კირკიტაძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]