ზაურ სვანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაურ სვანაძე
Zaur Svanadze (born 23 January 1958) FC Dinamo Tbilisi Midfielder (1981–1989).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზაურ სვანაძე
დაბადების
თარიღი
23 იანვარი, 1958 (1958-01-23) (61 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი
საქართველოს სსრ
სიმაღლე 173 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1976 ტორპედო ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1980 ტორპედო ქ. 158 (17)
1981–1989 დინამო თბ. 245 (8)
1990 ჰოლმსუნდი 24 (1)
1991 უმეო
1991–1992 მუუთაალა
1993–1995 ელივორე
სამწვრთნელო კარიერა
1995–2000 ელივორე მალმბერგეტსი
2001–2002 ლოკომოტივი თბილისი (თ.)
2002–2003 ლოკომოტივი თბილისი
2005–2006 დინამო თბილისი (თ.)
2006–2008 საქართველო (თ.)
2008–2009 საქართველო 19 წლ.
2009–2011 საქართველო 21 წლ. (თ.)
2012–2015 ინტერი ბაქო (თ.)
2015–2017 ინტერი ბაქო
2018– დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზაურ სვანაძე (დ. 23 იანვარი, 1958, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“ და შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“, „უმეოს“, „მუუთაალას“ და „ელივორე მალმბერგეტსის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981). ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ზაურ სვანაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[3]

2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მეორე მწვრთნელად დაინიშნა.[4] 2018 წლის 11 ნოემბრიდან კი „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაურ სვანაძემ ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, მწვრთნელ კარლო ხურციძესთან. 1976–1980 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“. 1981–1989 წლებში თბილისის „დინამოს“ რიგებშია, სადაც საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში. 1990 წლიდან „დინამოდან“ წასვლის შემდეგ შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–1992 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–1995 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაშია. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1995 წელს ასრულებს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ზაურ სვანაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი, 2018.
  2. ზაურ სვანაძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Сванадзе, Заур Александрович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (17 მაისი, 2011). თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ — სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  4. ზაურ სვანაძე „დინამოში“ ბრუნდება. დინამო თბილისში ზაურ სვანაძე დაბრუნდა. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, უეფას თასების თასის მფლობელი ზაურ სვანაძე, როგორც მწვრთნელი უკვე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და მის დუბლებში. მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია, 2012 წლიდან კი ბაქოს ინტერს წვრთნიდა. ახალი სეზონიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება. 29.12.2017. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.
  5. „დინამო“ ზაურ სვანაძემ ჩაიბარა. კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა. 11.11.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.