ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანეთი
ასოციაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია
(Real Federación Española de Fútbol)
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე (2008-დან)
კაპიტანი იკერ კასილასი
ყველაზე მეტი კეპი იკერ კასილასი (166)
ბომბარდირი დავიდ ვილია (59)
ფიფა-ს კოდი ESP
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 - 0 დანიის დროშა დანია
(ბრიუსელი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920)
უდიდესი გამარჯვება
ესპანეთის დროშა ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933) ესპანეთის დროშა ესპანეთი 10–0 ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის დროშა
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია; ივნისი 20, 2013)
უდიდესი დამარცხება
იტალიის დროშა იტალია 7 - 1 ესპანეთის დროშა ესპანეთი
(ამსტერდამი, ნიდერლანდი; 4 ივნისი, 1928)
ინგლისის დროშა ინგლისი 7 - 1 ესპანეთის დროშა ესპანეთი
(ლონდონი, ინგლისი; 9 დეკემბერი 1931)
გამოსვლა (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი, 2010
გამოსვლა (პირველად 1964)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1964, 2008, 2012

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.

ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული,პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა,სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან-2:0.2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა მოუტანა.

მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს,ბარსელონაში,როცა კამპ ნოუზე პოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.სინეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა,დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან.ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა მხრივ,1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის ნაკრები ჩამოყალიბდა 1920 წელს,რათა გამოსულიყო და წარმოედგინა ესპანეთი ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა 1920 წლის 28 აგვისტოს ბრიუსელის სტადიონ ‘’ლა ბუტეზე’’ ოლიმპიური თამაშების ეგიდით.ამ მატჩშჲ დაუპირისპირდნენ დანიის დანიას.მატჩი ესპანეთმა მოიგო პატრისიოს გოლით.ესპანეთის ნაკრებს შეადგენდნენ:ზამოარა,სამიტიერი,სესუმაგა,ოტერო,არატე,ბელაუსტე,პიჩიჩი,ასედო,ეგიასაბალი,პატრისიო და პაგასა.ამ ოლიმპიადაზე ესპანეთმა პირველად მოიპოვა ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი,თანაც ვერცხლის.ამ ტურნირის ჰქონდა ერთი თავისებურება:ფინალი ჩეხოსლივაკიამ ბელგიის წინააღმდეგ არ ითამასა და ვერცხლის და ბრინჯაოსმედლაოსნების გამოსავლენად ახალი ტურნირი ჩატარდა.ესპანელებმა პირველი საშინაო თამაში 1921 წელს ჩაატარეს ბოლბაოში,სადაც ბელგიის ნაკრებს 2:0 სძლიეს.

პირველი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ურუგვაიში 1930 წელს,სადაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გემით გაემგზავრა და უკან იგივე გზით აღარ დაბრუნებულა.წლების შემდეგ,1933 წლის 21 მაისს ესპანეთმა ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა:მან 13:0 დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები.შემდეგ წელს ესპანეთის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 1934 წლის მუნდიალში,სადაც მერვედფინალში 3:1 დაამარცხა ბრაზილია,ხოლო მეოთხედფინალში ფრედ დამთავრებული პირველი მატჩის შემდგომ 1:0 წააგო მასპინძელ იტალიასთან.ამ ორივე მატჩში შედეგზე გავლენა იქონია მსაჯების მოქმედებებმა,რომლებიც განიციდნენ ბენიტო მუსოლინის რეჟჲმის ზეწოლას, ტრიუმფი მოეხდინა იტალიას.შემდეგში უკვე ესპანეთის რესპუბლიკის ნაკრები შემდეგ მინდიალზე ასეთი შემადგენლობით იყო:ზამორა,სირიაკო,კინკოსეს პირველი,სილაურენი,ფედე,ლუის რეგეირო,მუგერსა,გოროსტირსა,ირარაგორი,ლაფუენტე და ლანგარა.შემდეგში ესპანეთის სამოქალაქო ომმა და მეორე მსოფლიო ომმა განაპირობა ესპანეთის დროებითი გაუჩინარება მუნდიალზე 1950 წლამდე.

ზარას გოლი და 50-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მეოთხე ადგილზე დაასრულა.პირველ ეტაპზე ნაკრებმა მოიპოვა სამი გამარჯვება ჩილესთან(2:0),ა.შ.შ.-თან(3:1) და ინგლისთან(1:0).უკანასკნელ შეხვედრაში ტელმო ზარამ გაიტანა ისტორიული გოლი.მოგვიანებით,ოტხი ჯგუფის გამარჯვებულმა გუნდმა ბრაზილიამ,შვედეთმა,ესპანეთმა და ურუგვაიმ ბოლო ეტაპზე ერთ ჯგუფში იასპარეზეს,სადაც ესპანელებმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს მომავალ გამარჯვებულ ურუგვაისთან და წააგეს ბრაზილიასთან და შვედეთთან.საბოლოოდ ‘’ფურია როხამ’’ მეოთხე ადგილი დაიკავა.

ესპანეთი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ გავიდა.მადრიდში მოგებული 4:1 და სტამბოლში 1:0 წაგებული მატჩის შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა რომში,რომლის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 2:2 და ვინაიდან იმ დროს გამარჯვებული პენალტების სერიით არ წყვდებოდა,იტალიელმა ბიჭუნამ ფრანკო ჯემამ სომბრეროდან თურქეთის წარწერით ქაღალდი ამოიღო და ესპანეთი გამოეთიშა ბრძოლას.ესპანელებმა ვერ გააღწიეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რადგანაც ჯგუფში ჩარჩნენ. 1960-იან წლებში ესპანეთის ნაკრებმა დაიწყო ბრძოლა ევროპის ჩემპიონობისთვის.მათი დებიუტი შედგა 1960 წელს,სადაც მერვედფინალში 7:2 წააგეს პოლონეთთან,შემდეგ თამაშში საბჭოთა კავშირთან მონაწილეობაზე უარი თქვეს ესპანეთისს მმართველ ფრანსისკო ფრანკოს ბრძანებით.

ვილიალონგას ერა და ევრო 1964[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოსე ვილიალონგას ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 1960 წელს ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მეტოქეებად ჰყავდა ბრაზილია,ჩეხოსლოვაკია და მექსიკა და ჩარჩა ამ ჯგუფში.

ორი წლის შემდეგ ესპანელებმა კვლავ ჯოსე ვილიალონგას ხელმძღვანელობით 1964 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგეს.ესპანეთი ევროპის ჩემიონატზე ცავიდა ფავორიტის რანგში,რომელსაც ჰყავდა დიდებული მოთამაშეები:ლუის სუარესი,ფრანსისკო ხენტო,ხოსე მარია ფუსტე,ამანსიო ამარო და ანხელ ირიბარი.გუნდმა ჯგუფში მოიპოვა სამი გამარჯვება რუმინეთთან,ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ირლანდიასთან,ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა უნგრეთი,ხოლო ფინალში სტადიონ სანტიაგო ბერნაბეუზე იმავე ანგარიშით საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრები.ამ მატჩში ხესუს პერედას მეექვსე წუთზე გატანილ გოლს გალიმზიან ხუსეინოვნა უპასუხა თერთმეტმეტრიანით,ხოლო გამარჯვების გოლი მარსელინო მარტინესმა თავურით გაიტანა და ესპანეთს პირველი საერთაშორისო ტიტული მოაგებინა.

ჩემპიონი შემადგენლობა:

ხოსე ანხელ ირიბარი

ფელისიანო რივილია

ფერან ოლიველია

ისასიო კალიეხა

იგნასიო სოკო

ხოსე მარია ფუსტე

ამანსიო ამარო

ხესუს პერედა

მარსელინო მარტინესი

ლუის სუარეს მირამონტესი

კარლოს ლაპეტრა

ხოსე ვილიალონგა(მწვრთნელი)

ამ გამარჟვების შემდეგ ესპანეთმა პარიზში გადამწყვეტ მატჩში დაამარცხა ირლანდიის ნაკრები და გავიდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც წააგო გერმანიასთან და არგენტინასთან და მოიგო მხოლოდ შვეიცარიასთან.

1968-1975 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრებიდან ვილიალონგას წასვლის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს დაეწყო კრიზისი.1968 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გამარჯვების შემდეგ ფინალურ ეტაპზე მეოთხედფინალში წააგო ინგლისის ნაკრებთან.

70-წლების ბოლო პერიოდი ესპანეთის მუნდიალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთმა გააუმჯობესა შედეგი,ჯგუფში დაამარცხა რუმინეთი,შოტლანდია და დანია,მაგრამ მეოთხედფინალში წააგო გერმანიასთან.

ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ ესპანეთის ნაკრები 1978 წლის არგენტინაში ჩატარებულ ჩემპიონატზე დაბრუნდა.საკვალოფიკაციო ეტაპზე მოუგეს იუგოსლავიას და წააგეს რუმინეთთან,მაგრამ ოთხ მატჩში სამი გამარჯვებით ფინალურ ეტაპზე გააღწიეს,სადაც ესპანელთა მეტოქეები იყვნენ ბრაზილია, ავსტრია და შვედეთი.ესპანეთმა ფინალური ეტაპი დაიწყო ავსტრიასთან 2:1 უიღბლოდ წაგებული თამაშით,შემდეგ ითამაშა 0:0 ბრაზილიასთან, ხოლო ბოლო მატჩში დაამარცხა შვედეთი,მაგრამ გამოეთისა მაინც ასოარეზობას და ტურნირი 3 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

ამის შემდეგ ესპანეთი გავიდა 1980 წლის ევროპის ჩემიპონატზე,რომელიც იყო პირველი რვა გუნდიანი ჩემიპიონატი,საკვალიფიკაციო ეტაპზე გადალახა რუმინეთის,კვიპროსის და იუგოსლავიის ბარიერი,მაგრამ ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და წააგო ინგლისთან და ბელგიასთან,ფრედ დაამთავრა იტალიასთან.

მუნდიალი 1982 ესპანეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს ფიფამ გადაწყვიტა რომ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთს უნდა ემასპინძლა.ამ ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა 24-მა გუნდმა.ესპანეთზე,როგორც ხოსე სანტამარიას მიერ დამოძღვრილ მასპინძელ ქვეყანაზე იყო ძალიან დიდი იმედები.ესპანეთი მოხვდა მე-5 ჰგუფში იუგოსლავიასთან,ჩრდ.ირლანდიასთან და ჰონდურასთან ერთად.მიუხედავად იმისა,რომ შემდეგ თამაშში იუგოსლავიასთან მოიგეს და საქმეს უკეთესობისკენ შემოტრიალების პირი უჩანდა,მესამე მატჩი ესპანელებმა წააგეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან.ამის შემდეგ ესპანეთი გადავიდა შემდეგ ეტაპზე,სადაც მისი მეტოქეები B ჟგუფში იყვნენ დასავლეთ გერმანია და ინგლისი.’’ფურია როხამ’’ წააგო გერმანიასთან და ნულოვანი ფრე ითამაშა ინგლისთან და გამოეთიშა ასპარეზობას.ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ხოსე სანტამარია თანამდებობოდან გაათავისუფლეს.

1984-1988[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი იმედგაცრუების შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა მიგელ მუნიოსი,რომელიც 1969 წელს დროებით წვრთნიდა ეროვნულ ნაკრებს.ევრო 1984-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთი მოხვდა მე-7 ჯგუფში ნიდერლანდებთან,ირლანდიასთან,ისლანდისთან და მალტასთან ერთად.ბოლო მატჩში სჭირდებოდა მალტის 11 ბურთის სხვაობით დამარცხება,რათა ჯგუფის სათავეში მოქცეულიყო.ეს მატჩი კი ესპანელებმა 12:1 მოიგეს(პირველი ტაიმი 3:1).ოთხი გოლი გაიტანეს სანტილიანამ და პოლი რინკონმა,ორი ანტონიო მასედამ და თითო-თითო სარაბიამ და სენიორმა.

შემდგომ ეტაპზე ესპანეთი მოხვდა B ჯგუფში გერმანიის,პორტუგალიის და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად.პირველ ორ მატჩში პორტუგალიასთან და რუმინეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ ესპანელებმა დაამარცხეს გერმანელები და რევანში აიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის.ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში სძლია დანიას.ესპანელებმა გადააჭარბეს თავიანთ იმედებს და ითამაშეს ფინალში მასპინძჱლ და ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებთან,რომელსაც მიშელ პლატინი კაპიტნობდა.ფრანგებმა 2:0 დაამარცხეს ესპანელები.

მიგელ მუნიოსმა ესპანეთის ნაკრები გაიყვანა 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე,რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირენეელთათვის ძალზე ადვილი გადასალახი იყო შოტლანდიის,უელსის და ისლანდიის ბარიერი.ამ ჩემპიონატზე ესპანეთს ჰყავდა ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა.პირველ მატჩში მათ წააგეს 1:0 ბრაზილიასთან.ამ მატჩში ავსტრალიელმა არბიტრმა ჯოზეფ ბემბრიჯმა ესპანელ მიჩელს სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩაუთვალა,რადგანაც მიიჩნია,რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.შემდეგ თამაშებში გუნდმა დაამარცხა ირლანდია(2:1) და ალჟირი (3:0).მერვედფინალში შთამბეჭდავად დაამარცხა დანია-5:1,სადაც ოთხი გოლი გაიტანა ემილიო ბუტრაგენიომ.მეოთხედფინალში ესპანელებმა პენალტების სერიით წააგეს ბელგიასთან და გამოეთიშნენ ტურნირს.

მიგელ მუნიოსი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დარჩა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ციკლშიც,რომლის საკვალიფიკაცი ბარიერი ესპანელებმა ადვილად გადალახეს.ჩემპიონატზე გუნდი მოხვდა A ჯგუფში დანიასთან, დასავლეთ გერმანიასთან და იტალიასთან.პირველ თამაშში დანიასთან 3:2 მოგების შემდეგ ესპანელთა ბედნიერება დაამთავრეს ჯერ იტალიელებმა(1:0),შემდეგ გერმანელებმა(2:0).

1990-1992[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

90-იანი წლების დასწყისში ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება ლუის სუარესი და გუნდის შემადგენლობაში ჩნდება ბევრი ახალი სახე:მანოლო ხიმენესი, ხენარ ანდურინა, მარტინ ვასკესი. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთმა აჯობა ირლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას, უნგრეთს და მალტას. ყველა საკვალიფიკაციო ეტაპის და ამხანაგური შეხვედრების მოგების(გარდა ირლანდიასთან წაგებისა) შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა ბელგიასთან, ურუგვაისთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. პირველ მატჩში ითამაშეს ფრე ურუგვაისთან, შემდეგ კი კოუგეს კორეას(2:1) და ბელგიას(3:1). მერვედფინალში ესპანელებმა იუგისლავიასთან წააგეს და გამოეთიშნენ ასპარეზობას. ესპანეთმა ვერ შეძლო 1986 წლის მიღწევა გაეუმჯობესებინა.

იმედგაცრუება გაგრძელდა 1992 წლის შესარჩევ ციკლში, სადაც ესპანეთმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა საფრანგეთის და იუგოსლავიის შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა მწვრთნელმა ვისენტე მეირამ ესპანეთს 1992 წლის ოლიმპიადა მიაგებინა, სადაც პირენეელებმა კამპ ნოეზე 95 000 გულშემატკივრის თვალწინ 3:2 დაამარცხეს პოლონელები. ოლიმპიური ჩემპიონების შემადგენლოა ასეთი იყო: ტონი ხიმენესი, სანტიაგო კანისარესი, ალბერტ ფერერი, დავიდ ბილიაბონა, მიკელ რასა, რაფაელ ბერხესი, პაკი ვესა, ხუან მანუელ ლოპესი, რობერტო სოლოსაბალი (კაპიტანი), ლუის ენრიკე, ჟოზეპ გვარდიოლა, გაბრიელ ვიდალი, ხოსე ემილიო ამავისკა, ალფონსო მუნიოსი, ხავიერ მანხარინი, კიკო ნარვაესი, აბელარდო ფერნანდესი, მიგელ სანჩესი, ანტონიო პინილია და ფრანსისკო სოლერი.

კლემენტეს ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელად დაინიშნა ხავიერ კლემენტე,რათა რაიმე მნიშვნელოვანისთვის მიეღწია.1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარგი სცენარით წარიმართა.ესპანეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შთამბეჭდავად დაძლია:12 მატჩში 19 ქულა.ტურნირზე მოხვდა C ჯგუფში გერმანიასთან,ბოლივიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად.იყო მოლოდინები,რომ ესპანეთი გერნანიასტან ერთად ადვილად მიოპოვებდა გამარჯვებებს.პირველ მატჩში ესპანელებმა ფრე 2:2 ითამაშეს სამხრეთ კორეასთან,არადა იგებდენენ 2:0.შემდეგ ითამაშა 1:1 გერმანიასთან,მაგრამ მოუგო ბოლივიას 3:1.ესპანეთმა თავისი გამოსვლა გააგრძელა მერვედფინალში შვეიცარიასთან 3:0 მოგებით.გამოსვლა დამთავრდა მეოთხედფინალში იტალიასთან საკამათო დამარცხებით:საჯარიმოში მაურო ტასოტიმ ცხვირში ხელი ჩაარტყა ლუის ენრიკესდა პრაქტიკულად გაუტეხა,ეს კი ვერ შეამჩნია მსაჯმა.ამის შემდეგ კი რობერტო ბაჯომ მეორე გოლი გაიტანა.1994 წლის კამპანია მიიჩნეოდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გამოთიშვებს შორის.

1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპზე ადვილად პროგნოზირებადი გამარჯვებებით ბელგიასთან,დანიასთან,მაკედონიასთან და სომხეთთან და კვიპროსთან და მოხვდა ჯგუფში საფრანგეთთან,რუმინეთთან და ბულგარეთთან.პირველ მატჩში ითამაშეს ფრე 1:1 ბულგარეთთან მათი მოლოდინებისდა საწინააღმდეგოდ.ბულგარეთის შემდეგ ესპანეთმა ბოლო წუთზე მოიპოვა ერთი ქულა საფრანგეთთან,საბოლოოდ კი გავიდა მეოთხედფინალში რუმინელთა 2:1 ძლევით.აქ კი მასპინძელ ინგლისთან პენალტების სერიით წააგეს.

ხავიერ კლემენტესთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდში აღმობრწყინენ ახალი ვარსკვლავები,რაულ გონსალესი და ფერნანდო მორიენტესი.1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ესპანელებმა ადვილად გადალახეს,დაამარცხეს რა იუგოსლავია და ჩეხეთი.ესპანეთი იყო ერთ-ერთი 14 ევროპულ გუნდთაგანი,რომელმაც იასპარეზა ისტორიაში პირველ 32 გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე.D ჯგუფში მათი მეტოქეები იყვნენ ბულგარეთი,პარაგვაი და ნიგერია.ტურნირის ფავირიტად შერაცხულმა ესპანეთმა პირველივე თამაში წააგო ნიგერიასთან.აღსანიშნავია,რომ ესპანელები პირველი ტაიმის შემდეგ იგებდენენ 2:1,მაგრამ აფრიკელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება,რაშიც მათ დახმარება ესპანელტა მეკერე ანდონი სუბისარეტამაც გაუწია,რომელმაც საკუთარ კარში გაიტანა ბურთი.მეორე მატჩში ესპანეთმა ვერ შეძლო პარაგვაის დამარცხება და ითამაშა ფრე 0:0,მიუხედავად ბოლო მატჩში ბულგარეთთან 6:1 მოგებისა,ესპანელები დამოკიდებულები იყვნენ ნიგერიის მოგებაზე,მაგრამ ნიგერიელებმა წააგეს პარაგვაისთან 3:1 და შესაბამისად ესპანელებმა ვერ მოიპოვეს მერვედფინალის საგზური.ეს იყო ისტორიაში ყველაზე ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთისთვის,რადგანაც მე-17 ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

2000-2008 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კვიპროსთან დამარცხების შემდეგ ხავიერ კლემენტე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დანიშნეს ხოსე ანტონიო კამაჩო.ამ წაგებისდა მიუხედავად ესპანეთის ნაკრებს პრობლემა არ შექმნია ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად,გაიბრწყინა ავტრიასთან ვალენსიურ მატჩში,სადაც მეტოქე 9:0 დაამარცხა.ნაკრების საკვანძოფეხბურთელები იყვნენ რაულ გონსალესი,ფერნანდო მორიენტესი და ხუან კარლოს ვალერონი.ფინალურ ეტაპზე ესპანეთმა ითამაშა C ჯგუფში ნორვეგიასტა, სლოვენიასთან და იუგოსლავიასთან ერთად.ესპანელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს–მეკარე მოლინას შეცდომის გამო წააგეს პირველი მატჩი ნორვეგიასთან.

დიდების წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის შემდეგ ესპანეთმა ყველა დიდი ტურნირი მოიგო: ევრო 2008, მსოფლიო თასი 2010 და ევრო 2012, რაც რეკორდული მაჩვენებელია მანამდე არცერთ ნაკრებს სამი დიდი ტურნირი ზედიზედ არ მოუგია.

ნაკრების წარმატებები დაიწო ლუის არაგონესთან ერთად. არაგონესი გუნდს ჯერ კიდევ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წვრთნიდა, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან. უკვე ევრო 2008-ზე არაგონესის გაწვრთნილმა გუნდა ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ ნაკრები ვისენტე დელ ბოსკემ ჩაიბარა. დელ ბოსკემ გუნდს ერთი მსოფლიო და კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ესპანეთის ნაკრების წარმატების წლები მეტ-ნაკლებად დაემთხვა საკლუბო ფეხბურთში „ბარსელონას“ წარმატების წლებს.

ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ ესპანეთმა ჩააგდო მსოფლიო თასი 2014. გუნდმა წააგო ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი და ნაადრევად დაემშვიდობა ჩემპიონატს. B ჯგუფის პირველ ტურში ესპანელები ნიდერლანდთან განადგურდნენ 1-5. ესპანეთი მეორე ტურის მატჩში ჩილესთან ანგარიშით 0-2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გოლები მე-20 წუთზე ედუარდო ვარგასმა, 43-ეზე კი არანგისმა გაუტანეს.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული 2010
მე-4 ადგილი 1950
1/4 ფინალი 1934, 1986, 1994, 2002
1/8 ფინალი 1990, 2006
1/16 ფინალი 1982
ჯგუფური ეტაპი 1962, 1966, 1978, 1998, 2014

ევროპის ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული 1964, 2008, 2012
მე-2 ადგილი 1984
1/4 ფინალი 1996, 2000
ჯგუფური ეტაპი 1988, 2004

ამჟამინდელი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 GK იკერ კასილასი 20 მარტი, 1981 (1981-03-20) (36 წლის) 166 0 პორტუგალიის დროშა პორტუ
23 GK პეპე რეინა 31 აგვისტო, 1982 (1982-08-31) (35 წლის) 33 0 იტალიის დროშა ნაპოლი
12 GK დავიდ დე ხეა 7 ნოემბერი, 1990 (1990-11-07) (27 წლის) 7 0 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
GK სერხიო რიკო 9 იანვარი, 1993 (1993-01-09) (24 წლის) 0 0 ესპანეთის დროშა სევილია
15 DF სერხიო რამოსი 30 მარტი, 1986 (1986-03-30) (31 წლის) 125 9 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
3 DF ჟერარდ პიკე 2 თებერვალი, 1987 (1987-02-02) (30 წლის) 74 4 ესპანეთის დროშა ბარსელონა
18 DF ჟორდი ალბა 21 მარტი, 1989 (1989-03-21) (28 წლის) 52 6 ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 DF რაულ ალბიოლი 4 სექტემბერი, 1985 (1985-09-04) (32 წლის) 48 0 იტალიის დროშა ნაპოლი
5 DF ხუანფრან ტორესი 9 იანვარი, 1985 (1985-01-09) (32 წლის) 14 1 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
22 DF სესარ ასპილიკუეტა 28 აგვისტო, 1989 (1989-08-28) (28 წლის) 9 0 ინგლისის დროშა ჩელსი
DF ნაჩო 1 ივნისი, 1990 (1990-18-01) (26 წლის) 8 0 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
DF მარკ ბარტრა 1 მარტი, 1991 (1991-15-01) (25 წლის) 8 0 გერმანიის დროშა დორტმუნდი
DF დანიელ კარვახალი 1 ნოემბერი, 1992 (1992-11-01) (25 წლის) 4 0 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
24 DF მარიო გასპარი 24 ნოემბერი, 1990 (1990-11-24) (27 წლის) 2 2 ესპანეთის დროშა ვილიარეალი
DF ხუან ბერნატი 1 მარტი, 1993 (1993-03-01) (24 წლის) 2 1 გერმანიის დროშა ბაიერნი
10 MF სესკ ფაბრეგასი 4 მაისი, 1987 (1987-05-04) (30 წლის) 110 15 ინგლისის დროშა ჩელსი
6 MF ანდრეს ინიესტა Captain sports.svg 11 მაისი, 1984 (1984-05-11) (33 წლის) 107 13 ესპანეთის დროშა ბარსელონა
21 MF დავიდ სილვა 8 იანვარი, 1986 (1986-01-08) (31 წლის) 87 22 ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
16 MF სერხიო ბუსკეტსი 16 ივლისი, 1987 (1987-07-16) (30 წლის) 83 2 ესპანეთის დროშა ბარსელონა
20 MF სანტი კასორლა 13 დეკემბერი, 1984 (1984-12-13) (32 წლის) 67 11 ინგლისის დროშა არსენალი
13 MF ხუან მანუელ მატა 28 აპრილი, 1988 (1988-04-28) (29 წლის) 34 10 ინგლისის დროშა ჩელსი
17 MF კოკე 8 იანვარი, 1992 (1992-01-08) (25 წლის) 32 0 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
4 MF ხავი მარტინესი 2 სექტემბერი, 1988 (1988-09-02) (29 წლის) 18 0 გერმანიის დროშა ბაიერნი
22 MF ისკო 21 აპრილი, 1992 (1992-04-21) (25 წლის) 6 1 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
21 MF ბრუნო სორიანო 12 ივნისი, 1984 (1984-06-12) (33 წლის) 6 0 ესპანეთის დროშა ვილიარეალი
21 MF რაულ გარსია 11 ივლისი, 1986 (1986-07-11) (31 წლის) 2 0 ესპანეთის დროშა ატლეტიკო
21 MF ნოლიტო 15 ოქტომბერი, 1986 (1986-10-15) (31 წლის) 1 0 ესპანეთის დროშა სელტა ვიგო
9 FW ფერნანდო ტორესი 20 მარტი, 1984 (1984-03-20) (33 წლის) 110 38 იტალიის დროშა მილანი
11 FW პედრო როდრიგესი 28 აპრილი, 1987 (1987-04-28) (30 წლის) 44 15 ესპანეთის დროშა ბარსელონა
19 FW დიეგო კოსტა 7 ოქტომბერი, 1988 (1988-10-07) (29 წლის) 10 1 ინგლისის დროშა ჩელსი
9 FW პაკო ალკასერი 30 აგვისტო, 1993 (1993-08-30) (24 წლის) 6 4 ესპანეთის დროშა ვალენსია
FW ვიტოლო 11 მარტი, 1989 (1989-03-11) (28 წლის) 3 0 ესპანეთის დროშა სევილია
10 FW ალვარო მორატა 23 ოქტომბერი, 1992 (1992-10-23) (25 წლის) 2 0 იტალიის დროშა იუვენტუსი
19 FW ხოსე კალეხონი 11 თებერვალი, 1987 (1987-02-11) (30 წლის) 2 0 იტალიის დროშა ნაპოლი

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# ფეხბურთელი კარიერა გოლები მატჩები საშუალო მაჩვენებელი
1 დავიდ ვილია 2005–2014 59 97 0.608
2 რაულ გონსალესი 1996–2006 44 102 0.431
3 ფერნანდო ტორესი 2003– 38 110 0.345
4 ფერნანდო იერო 1989–2002 29 89 0.326
5 ფერნანდო მორიენტესი 1998–2007 27 47 0.574
6 ემილიო ბუტრაგენიო 1984–1992 26 69 0.377
7 ალფრედო დი სტეფანო 1957–1961 23 31 0.742
8 დავიდ სილვა 2006– 23 91 0.253
9 ხულიო სალინასი 1986–1996 22 56 0.411
10 მიჩელი 1985–1992 21 66 0.318

ყველაზე მეტი მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი კარიერა მატჩი გოლი
1 იკერ კასილიასი 2000– 166 0
2 ჩავი ერნანდესი 2000–2014 133 12
3 ანდონი სუბისარეტა 1985–1998 126 0
4 სერხიო რამოსი 2005– 126 10
5 ჩაბი ალონსო 2003–2014 114 16
6 ფერნანდო ტორესი 2003– 110 38
7 სესკ ფაბრეგასი 2006– 110 15
8 ანდრეს ინიესტა 2006– 107 12
9 რაულ გონსალესი 1996–2006 102 44
10 კარლეს პუიოლი 2000–2013 100 3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]