გივი ნოდია
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გივი გიორგის ძე ნოდია[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1948 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 აპრილი, 2005 (57 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 168 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ტორპედო ქუთაისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1965–1966 | ტორპედო ქუთაისი | 36 | (9) |
1967–1975 | დინამო თბილისი | 210 | (75) |
1976–1978 | ლოკომოტივი მოსკოვი | 68 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
1967–1973 | საბჭოთა კავშირი | 21 | (5) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1980–1981 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1982 | ტორპედო ქუთაისი | ||
1983 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1984–1986 | ტორპედო ქუთაისი | ||
1987 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1988–1992 | გორდა რუსთავი | ||
1993 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1993–1994 | დინამო თბილისი | ||
1995–2000 | ლოკომოტივი სანქტ-პეტერბურგი | ||
2001 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2001–2003 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972). ღირსების ორდენის კავალერი.
ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო თავდამსხმელად.[2][3]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფეხბურთის თამაში 1957 წელს ქუთაისში, მწვრთნელ კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1965–1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, 1967–1975 წლებში — თბილისის „დინამოში“, ხოლო 1976–1978 წლებში — მოსკოვის „ლოკომოტივში“. საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში ჩაატარა 312 მატჩი (გაიტანა 93 ბურთი), მათ შორის თბილისის „დინამოში“ — 312 მატჩი (76 ბურთი). გარდა ამისა, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 26 სათასო (10 ბურთი) და 30 საერთაშორისო (20 ბურთი) შეხვედრა.
ქუთაისის „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ფარგლებში პირველად 1965 წლის 11 ოქტომბერს, საკავშირო პირველობის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. ტორპედოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კვასხვაძე, ლოსაბერიძე, წივწივაძე, წვერავა, ზარია, ჯანშიევი, ასიტაშვილი, ვეკუა, ჩხარტიშვილი, ხაჟალია და გივი ნოდია. დაპირისპირება სლავა მეტრეველის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–0 დამთავრდა.[4][5]
ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით ბოლოჯერ 1966 წლის 30 ნოემბერს, საკავშირო ჩემპიონატის 35-ე ტურის კალენდარულ მატჩში, ამჯერადაც თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 25 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მასპინძლებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კვასხვაძე, ლოსაბერიძე, ებრალიძე, სიამაშვილი, ძოძუაშვილი, ჭოლაძე, კუტივაძე, ასიტაშვილი, ხერხაძე, ხაჟალია და გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 3–3 დამთავრდა.[6][7]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1967 წლის 29 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიის წინააღმდეგ. 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იგი მოხვდა შემადგენლობაში, თუმცა ამ ჩემპიონატში თამაში არ ჩაუტარებია.
1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე[8] და 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალისტი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იყო ქუთაისის „ტორპედოს“ (1982, 1984–86), რუსთავის „გორდას“ (1988–92), თბილისის „დინამოს“ (1993–94, 2001), სანქტ-პეტერბურგის „ლოკომოტივის“ (რუსეთი, 1995-99) და თბილისის „ლოკომოტივის“ (2001) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1993, 1994) და ასევე ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი (1993, 1994).
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად გივი ნოდია საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[9]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: , 1967, 1969, 1971, 1972
- საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი: 1970[10][11]
- კარაველას თასი: 1973 [12]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1970
- გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (113 გოლი)
- 33 საუკეთესო
- №1: 1969, 1970
- №2: 1972
- №3: 1967, 1973
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 22. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 17. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 25. 159 გვ.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბ.: საბჭ. საქართველო.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქორქია, ბ. ბომბარდირმა „ფეხი აიდგა“ // გაზ. „ლელო“, 18 სექტემბერი, 1973, № 184 (4954), გვ. 1, 3.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
AFS · Dinamo-Tbilisi.ru დაარქივებული 2022-01-28 საიტზე Wayback Machine. · EU-football.info · FBref.com დაარქივებული 2022-01-28 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · Footballfacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru დაარქივებული 2020-02-16 საიტზე Wayback Machine. · Transfermarkt |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2021-11-29 საიტზე Wayback Machine. |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
- ↑ «Динамо» Тб. 2–0 «Торпедо» К.. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022
- ↑ ყრუაშვილი, კარლო (საკავშირო კატეგორიის მსაჯი). შესვენების შემდეგ // „ლელო“, 12 ოქტომბერი, 1965, № 201 (2921), გვ. 3.
- ↑ «Торпедо» К. 3–3 «Динамо» Тб.. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022
- ↑ ნიჟარაძე, შ. ილია დათუნაშვილი — საუკეთესო ბომბარდირი // „ლელო“, 1 დეკემბერი, 1966, № 233 (3210), გვ. 1.
- ↑ Mexico 0–0 Soviet Union // შენიშვნა: ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მიიღო ყვითელი ბარათი
- ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2022.
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. წაკითხვის თარიღი: 28 იანვარი, 2022.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2021.
|
|
|
|
|
- ქუთაისში დაბადებულები
- დაბადებული 2 იანვარი
- დაბადებული 1948
- გარდაცვლილი 7 აპრილი
- გარდაცვლილი 2005
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელები
- რუსთავის მეტალურგის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრები