ვლადიმერ მარღანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ მარღანია
ვლადიმერ მარღანია.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ მარღანია
დაბადების
თარიღი
8 თებერვალი, 1928
დაბადების
ადგილი
დრანდა,
გულრიფშის რ-ნი,
აფხაზეთის სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
6 სექტემბერი, 1958 (30 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
აძუბჟა,
ოჩამჩირის რ-ნი,
აფხაზეთის ასსრ,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1945 დინამო სოხუმი
1946 შახტარი სტალინო 5 (?)
1947–1958 დინამო თბილისი 212 (?)
ეროვნული ნაკრები
1952 საბჭოთა კავშირი 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვლადიმერ მარღანია (დ. 8 თებერვალი, 1928, დრანდა, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი — გ. 6 სექტემბერი, 1958, აძუბჟა, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. სხვადასხვა დროს იცავდა სოხუმის „დინამოს“, სტალინოს „შახტიორის“, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). გამოირჩეოდა სანიმუშო რეაქციითა და ეფექტური ნახტომებით. ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ.[1][2][3][4][5]

სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[6][7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ მარღანია იყო თბილისის „დინამოს“ ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. თბილისის „დინამოში“ ასპარეზობისას (1947–1958) ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 212 შეხვედრა. არის საბჭოთა კავშირის პირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სამჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად. ვლადიმერ მარღანია 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1951, 1953
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1950

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №3: 1950, 1951, 1953

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ვლადიმერ მარღანია — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2018.
  2. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი (6 სექტემბერი, 2017). ვლადიმერ მარღანია — ჩვენი გუნდის ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი — ვლადიმერ მარღანია 1928 წელს დაიბადა. დინამოში ასპარეზობისას (1947–1958 წლებში) ჩაატარა 212 შეხვედრა. არის სსრკ– ს პირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების პრიზიორი. ორჯერ შეიყვანეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე სსრკ–ს ნაკრებთან ერთად. 1958 წელს ვლადიმერ მარღანია 30 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  3. ვლადიმერ მარღანია — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Маргания Владимир Чичинович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  4. ვლადიმერ მარღანია — პერსონალური გვერდი. Маргания Владимир Чичинович — Персональная страница. Родился: 08.02.1928, с. Дранда, Гулрыпшский р-н, Абхазия ССР, Грузинская ССР, ЗСФСР. Умер: 06.09.1958 (в 30 лет), с. Азюбжа, Очамчирский р-н, Абхазская АССР, Грузинская ССР. Амплуа: вратарь. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  5. ვლადიმერ მარღანიას გახსენება. გაზეთმა „ლელომ“ გამოაქვეყნა რა ნეკროლოგი ვლადიმერ მარღანიაზე, წერდა: „არ ყოფილა შემთხვევა თბილისის „დინამოს“ მეკარეს ჩაედინოს რაიმე უტაქტო საქციელი ან უხეშად ეთამაშოს ვინმეს წინააღმდეგ. ბორის პაიჭაძის მსგავსად, მასაც არასდროს მიუღია არათუ გაფრთხილება, არამედ სიტყვიერი შენიშვნაც კი მსაჯებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ მოედნიდან გაძევებაზე“. ავტორი: დემურ ტორაძე. opentext.org.ge. წაკითხვის თარიღი: 17 დეკემბერი, 2018.
  6. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
  7. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.