ზორბეგ ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.
ზორბეგ ებრალიძე
ზორბეგ ებრალიძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზორბეგ ებრალიძე
დაბადების
თარიღი
20 სექტემბერი, 1944 (1944-09-20) (75 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1963–1964 გურია ლანჩხუთი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1970 ტორპედო ქ. 139 (1)
1971–1976 დინამო თბ. 131 (5)
სამწვრთნელო კარიერა
1981 ლოკომოტივი თბილისი
2011–2012 ნორჩი დინამოელი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზორბეგ ებრალიძე (დ. 20 სექტემბერი, 1944, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ლანჩხუთის „გურიას“, ქუთაისის „ტორპედოს“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1966).[1][2][3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1956 წელს ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ იოსებ ჟორდანიას ხელმძღვანელობით. 1963–1964 წლებში ლანჩხუთის „გურიას“, 1965–1970 წლებში კი ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში ასპარეზობს, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 139 შეხვედრაში იცავს ამ კლუბის ღირსებას. 1971 წლიდან თბილისის „დინამოშია“. იმავე წელს „დინამოს“ მაისურით ქვეყნის პირველობის 20 შეხვედრაში გამოდის საფეხბურთო მინდორზე. ამას გარდა, საკავშირო თასის გათამაშების სამ მატჩშიც იღებს მონაწილეობას. გუნდთან ერთად თავის სადებიუტო სეზონშივე საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. მომდევნო წელს ჩემპიონატის თხუთმეტ, ხოლო თასის გათამაშების სამ მატჩში იცავს თბილისელთა ღირსებას და კიდევ ერთხელ ეუფლება ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[4][5][6][7][8]

ზორბეგ ებრალიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 131 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა,[9] ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 10 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ ორი მატჩის გარდა, მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.[10]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976 [11]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ზორბეგ ებრალიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  2. ზორბეგ ებრალიძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Эбралидзе, Зорбег Капитонович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  3. Эбралидзе Зорбег Капитонович. ზორბეგ ებრალიძე — საფეხბურთო და სამწვრთნელო სტატისტიკა. sport-strana.ru. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  4. კარაველას თასი“, fcdinamo.ge, 19 აგვისტო, 2013. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. 
  5. Trofeo Colombino de fútbol“, es.wikipedia.org, 1 ნოემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. 
  6. Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“, fc-dynamo.ru, 2 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. 
  7. IX Trofeo Colombino de fútbol“, dinamo-tbilisi.ru, 5 მარტი, 2015. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. 
  8. "კარაველას" რაინდები“, opentext.org.ge, 22 აგვისტო, 2013. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. 
  9. Эбралидзе Зорбег Капитонович. ზორბეგ ებრალიძის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა — Футболисты · Персонал · Судьи · Клубы · Сборные · Населенные пункты · Школы · Стадионы · Турниры · Еврокубки · Матчи · Агентства · Библиография. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  10. Евгений Пугло (21 სექტემბერი, 2009). ზორბეგ ებრალიძის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა — Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  11. Протоколы кубка СССР 1976 года Динамо (Тбилиси) — Администратор ресурса Олег Пименов. При поддержке сайта ФК "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru/soccer. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2018.
  12. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.