ფოლადის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფოლადის სტადიონი
რუსთავის სტადიონი
Poladi Stadium.jpg
2009 წელს განახლებული ფოლადის სტადიონი ხელოვნური საფარით
სრული სახელი ფოლადის სტადიონი
წინა სახელები მეტალურგი, გორდა
მდებარეობა რუსთავი, საქართველო.
კოორდინატები 41°32′27″ ჩ. გ. 45°00′24″ ა. გ. / 41.54083° ჩ. გ. 45.00667° ა. გ. / 41.54083; 45.00667
აშენდა 1948
გაიხსნა 1948
აღდგა 1985 და 2009
საფარი ხელოვნური, 2009 წლამდე ბუნებრივი
ტევადობა 6,000
გუნდები
რუსთავის მეტალურგი

ფოლადი — სპორტული კომპლექსი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული სტადიონი საქართველოში, ქალაქ რუსთავში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. ფოლადის სტადიონი 1948 წელს აშენდა. არის საფეხბურთო კლუბ მეტალურგის საშინაო მოედანი. იტევს 10,720 მაყურებელს.[1] საფეხბურთო მოედნის ზომაა 105X68 მეტრი. მოედანი შემოზღუდულია ოთხი რეზინისსაფარიანი სარბენი ბილიკით, რომლის სიგრძეც 400 მეტრია. სტადიონის კომპლექსში შედის ასევე სპორტული დარბაზი 500-ადგილიანი ტრიბუნით, ათლეტიზმის დარბაზი და სათადარიგო მოედანი ზომებით 100X60 მეტრი. 1985 წელს ფოლადის სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას დაემატა ორი ელექტროტაბლო, დასავლეთი ტრიბუნა, ორსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და ჩოგბურთის კორტი. გარდა ამისა, სტადიონზე მოწყობილია აუცილებელი სათავსოები, საპრესკონფერენციო დარბაზი და პრესბარი[2].

2009 წელს ფოლადის სტადიონს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. აღდგა სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ახალი საშხაპეები და ტრიბუნები, მთლიანად გამოიცვალა სადრენაჟო სისტემა და მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი. განახლებული სტადიონი 2009 წლის 17 დეკემბერს დინამო თბილისისა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირებით გაიხსნა[3][4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]