შინაარსზე გადასვლა

დავით კერესელიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.

დავით კერესელიძე (დ. 9 ივნისი, 1959 , თბილისი) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში.

1976–1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1978-1980 სწავლობდა წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორად ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1983 წლამდე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-თანაშრომლად. 1983-1988 წლებში გაიარა მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განხრით. მიღებული აქვს დოქტორის წოდება.

დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას: იყო საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაცია „გრუზიმფექსის“ დირექტორი (1989–1990) და შპს „ტრანსსერვისის“ კომერციული დირექტორი (1991–1993).

დიპლომატიური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლიდან შევიდა დიპლომატიურ სამსახურში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები:

  • საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი (1993-1994)
  • საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (1994-1996).
  • საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპულიკაში, დესპანი (1996-1999)
  • საერთაშორისო ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი (1996-2006)
  • 2006 წლის 1 ივნისიდან არის საქართველოს ელჩი დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში.

კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში მონაწილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში, მათ შორის:

  • გაეროსა და გაეროს აზიისა და ოკეანიის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის ფარგლებში უმაღლესი დონის მოსამზადებელი შეხვედრები
  • შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაღალი თანამდებობის პირთა და შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალური შეხვედრები.
  • 1997-2005 შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქართველოს მმართველის მოვალეობის შემსრულებელი
  • 1996–2006 საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს დირექტორი (ათენი)
  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთსადენებისა და კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – ანკარა, თურკეთი – 1999 წელი;
  • კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – აშხაბადი, თურქმენეთი – 2000 წელი;
  • კასპის გაზსადენის პროექტების მოლაპარაკებები – ჯგუფის წევრი – თბილისი, საქართველო – 2000 წელი;

ინგლისური, ფრანგული, რუსული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]