ანდრო ჟორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრეი ჟორდანია)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.
ანდრო ჟორდანია
ანდრო ჟორდანია.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანდრეი ჟორდანია
დაბადების
თარიღი
4 ნოემბერი, 1904
დაბადების
ადგილი
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
25 აპრილი, 1974 (69 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1922-1924 ტგუ თბილისი
1925-1928 დინამო თბილისი
1929 დინამო დრენპროპეტროვსკი
1932-1935 დინამო ივანოვო
1936-1937 სპარტაკი ივანოვო 11 (3)
1938-1940 ოსნოვა ივანოვო 1 (1)
ეროვნული ნაკრები
1931 სსრკ
სამწვრთნელო კარიერა
1936-1937 სპარტაკი ივანოვო
1938-1941 ოსნოვა ივანოვო
1945 დინამო თბილისი
1946-1947 დინამო თბილისი
1948-1951 სპარტაკი თბილისი
1952-1954 კრასნოე ზნამია
1955 დინამო თბილისი
1955-1956 ფშმ თბილისი
1957-1958 ლოკომოტივი ქუთაისი
1959-1961 დინამო თბილისი
1962 ლოკომოტივი თბილისი
1964-1965 ტორპედო ქუთაისი
1965-1967 მეშახტე ტყიბული
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ანდრო ჟორდანია (დ. 4 ნოემბერი, 1904, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1974, თბილისი, სსრკ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1944), სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი (1960).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის განმავლობაში ითამაშა თბილისის (1925-28), დნეპროპეტროვსკის (1930-31) და ივანოვოს (1932-35) კლუბებში. თამაშობდა „სპარტაკსა“ (1936-37) და „ოსნოვაში“ (1938-40). იყო სსრკ-ს საფეხბურთო ჩემპიონატის პრიზიორი. ითამაშა თბილისის, საქართველოს, ამიერკავკასიის, უკრანინის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს ნაკრებებში. 1931 წელს გამოიძახეს საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებში. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა.

სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ქალაქ ივანოვოში. იგი იყო მოთამაშე მწვრთნელი „ოსნოვაში“, რომლის შემადგენლობაში მან მოიგო რსფსრ-ს თასი 1940 წელს.

იყო სამამულო ომის მონაწილე, სადაც დაიმსახურა მრავალი სამხედრო ჯილდო.

ომის შემდეგ ჟორდანია არაერთხელ იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. მისი დახმარებით გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სალიდერო ადგილის მფლობელი. მეტიც, მან სხვა ქართულ გუნდებსაც მოუტანა წარმატება, ისევე როგორც ივანოვოს „კრასნოე ზნამიას“, რომელიც მალე დააწინაურა "А" კლასში. იგი ავტორია წიგნისა „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1975 წლიდან სოფლის გუნდები ასპარეზობენ მისი სახელობის თასზე.
  • 1974 წლიდან საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ანდრო ჟორდანიას სახელობისაა.
  • საქართველოში პოპულარულმა გაზეთმა „სახალხო გაზეთმა“ იგი დაასახელა XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად, ნოდარ ახალკაცთან და ანატოლი ნორაკიძესთან ერთად.
  • 2013 წლიდან თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზას მისი ბარელიეფი ამშვენებს, ასევე ბაზა მის სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარელიეფი თბილისის „დინამოს“ დიღმის საწვრთნელი ბაზის შესასვლელში