ვახტანგ ქორიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.
ვახტანგ ქორიძე
ვახტანგ ქორიძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ ქორიძე
დაბადების
თარიღი
24 დეკემბერი, 1949 (1949-12-24) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი
საქართველოს სსრ
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 182 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1969 დინამო ბათუმი 104 (6)
1969–1970 დინამო თბილისი 2 (0)
1971–1974 დინამო ბათუმი
1975–1980 დინამო თბილისი 144 (22)
1981 გურია ლანჩხუთი 26 (3)
ეროვნული ნაკრები
1979 საბჭოთა კავშირი 4 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვახტანგ ქორიძე (დ. 24 დეკემბერი, 1949, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1975), ღირსების ორდენის კავალერი.[1][2][3]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვახტანგ ქორიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]

2015 წლის 15 ოქტომბერს ვახტანგ ქორიძე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ბათუმში მწვრთნელ ლ. ვერულიძესთან. შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1969 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს. შემდეგ ისევ ბათუმის „დინამოშია“. 1975 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს, სადაც 1980 წლამდე თამაშობს. საფეხბურთო კარიერას 1981 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ ასრულებს.

ვახტანგ ქორიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატის 146 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში კი „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან სამი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და სამიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1979 წლის 28 მარტს, ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[6] მან ასევე ითამაშა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ[7][8] და გაიტანა გოლი ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[9]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978
  • ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფილი • სტატისტიკა • ბიოგრაფიული მონაცემები
ვიდეოარქივი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ვახტანგ ქორიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2018.
  2. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი (24 დეკემბერი, 2017). ვახტანგ ქორიძე – 68 — დღეს ჩვენი კლუბის ოქროს თაობის ფეხბურთელი, გუნდის მარცხენა მცველი და ნახევარმცველი – ვახტანგ ქორიძე 68 წლის გახდა. ბატონი ვახტანგი დინამოში 1969–1970 და 1975–1980 წლებში თამაშობდა. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2018.
  3. ვახტანგ ქორიძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Коридзе, Вахтанг Ионович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (17 მაისი, 2011). თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ — სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  5. სპორტული გაზეთი „ლელო“ (15 ოქტომბერი, 2015). ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა — გადაწყვეტილია, რომ ამ გაერთიანებას ვახტანგ ქორიძე უხელმძღვანელებს - თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და საფეხბურთო წრეებში ფრიად პატივსაცემი პიროვნება. ის პოსტზე ვაჟა ჟვანიას ნაცვლად აირჩიეს. ამ უკანასკნელმა გადადგომა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაწყვიტა. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
  6. Soviet Union 3–1 Bulgaria • International Friendly • 28 March 1979“, Association of Football Statisticians (AFS) • 11v11.com. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2017. 
  7. Soviet Union 2–2 Hungary • UEFA Euro 1980 qualifying Group 6 • 19 May 1979“, Association of Football Statisticians (AFS) • 11v11.com. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2017. 
  8. СССР 2–2 Венгрия • Предварительный раунд (Группа 6) – 19.05.1979 – 16:00CET (19:00 Местное время) – Борис Пайчадзе – Тбилиси“, © 1998-2018 UEFA • ru.uefa.com. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2017. 
  9. Soviet Union 3–0 Czechoslovakia • International Friendly • 05 May 1979“, Association of Football Statisticians (AFS) • 11v11.com. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2017.