გივი ჩოხელი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გივი ჩოხელი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1937 | ||
დაბადების ადგილი |
თელავი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 თებერვალი, 1994 (56 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 182 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1956 | ნადიკვარი | ||
1956–1965 | დინამო | 159 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1956–1965 | სსრ კავშირი | 19 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1969–1970 | დინამო თბილისი | ||
1974 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გივი ჩოხელი (დ. 27 ივნისი, 1937, თელავი, საქართველოს სსრ — გ. 25 თებერვალი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1971).[1][2][3][4]
კარიერის მანძილზე ითამაშა თელავის „ნადიკვარსა“ და თბილისის „დინამოში“. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოღვაწეობდა ამ უკანასკნელში სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე (1969–1970), 1974 წელს კი გახდა მთავარი მწვრთნელი.
19 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მონაწილეობდა 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. საბჭოთა ნაკრების დაცვის ხაზის სახელგანთქმულ ტრიოს უძღვებოდა ჩოხელი, ტრიოში ჩოხელთან ერთად შედიოდნენ ანატოლი მასლიონკინი და ანატოლი კრუტიკოვი ადრეულ 1960 წელს.
1960 წლის 10 ივლისს პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გივი ჩოხელი მეორედ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ , 23 წლის ასაკში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა, ამავე წელს (1960) საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ 3:4 დამარცხდა. 1963 წლის ჩათვლით იცავდა ქვეყნის უძლიერესი კლუბის ღირსებას და რამდენიმეჯერ გახდა პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
გივი ჩოხელს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მან, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასი მოიპოვეს.
ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. მანამდე ჩვენ მხოლოდ თავდამსხმელებით შეგვეძლო გვეამაყა. ჩოხელი უაღრესად თანამედროვე მცველი იყო. დიდი ფეხბურთელის ერუდიცია და მაღალი ტაქტიკური ალღო მას საშუალებას აძლევდა, ყოველთვის რაციონალურად ეთამაშა დაცვის ცენტრში, ხოლო როცა ფლანგზე გადადიოდა, აქტიურად ეხმარებოდა ფორვარდებს. განსაკუთრებით კარგი იყო მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მაღალი ტექნიკა ეხმარებოდა, ძალზე ზრდილობიანი ყოფილიყო მეტოქეთა მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს, წესიერების ფარგლებში, ბურთისთვის ძალისმიერი ხერხებიი გამოეყენებინა.ამ ბრძოლას ის ყოველთვის იგებდა.
თელავის მუნიციპალური სტადიონის წინ დგას გივი ჩოხელის ქანდაკება.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფინალისტი: 1960 [5]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩემპიონი: 1960
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 33 საუკეთესო
- №1: 1960, 1961, 1962
- №3: 1963
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // გაზ. „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული სპორტი
- ბიოგრაფია
- სამწვრთნელო სტატისტიკა KLISF-ზე
- იმედი: ჩოხელის 70-ე დაბადების დღეზე დაარქივებული 2018-12-26 საიტზე Wayback Machine.
- გივი ჩოხელი – 77 — „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — გივი ჩოხელი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
- ↑ ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — გივი ჩოხელი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
- ↑ გივი ჩოხელი — 81. 1937 წლის 27 ივნისს „დინამო“ თბილისის ლეგენდარული მცველი — გივი ჩოხელი დაიბადა. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, სსრკ-ს პირველობის ორგზის ბრინჯაოს მფლობელი. „დინამო“ თბილისის რიგებში ასპარეზობისას 1957–1963 წლებში ჩაატარა 207 შეხვედრა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. 1969–1970 და 1974 წლებში იყო ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი. გივი ჩოხელი 1994 წელს გარდაიცვალა. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
- ↑ გივი ჩოხელი — პერსონალური გვერდი[მკვდარი ბმული]. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Чохели Гиви Дмитриевич — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 — Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2018.
|
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- დაბადებული 27 ივნისი
- დაბადებული 1937
- გარდაცვლილი 25 თებერვალი
- გარდაცვლილი 1994
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- თელავში დაბადებულები
- 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები