მალხაზ ჟვანია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მალხაზ ჟვანია | ||
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | საქართველო | ||
სათამაშო პოზიცია | მწვრთნელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო-2 თბილისი (მთავარი მწვრთნელი) | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
– | – | – | (–) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2007-2013 | მერანი მარტვილი | ||
2013 | დინამო-2 თბილისი | ||
2013–2014 | დინამო თბილისი | ||
2014– | დინამო-2 თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მალხაზ ჟვანია (დ.16 თებერვალი, 1976) — ქართველი მწვრთნელი, წვრთნიდა მარტვილის „მერანსა“ და თბილისის „დინამოს–2“–ს. 2013 წლის 6 დეკემბრიდან თბილისის „დინამოს“ მთავარ გუნდს ხელმღღვანელობდა, მან დუშან უჰრინი უმცროსი შეცვალა.[1] ჟვანიას თავკაცობით „დინამომ“ დუბლის შესრულება შეძლო, გახდა უმაღლესი ლიგის ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი. დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ მოგებული ფინალური მატჩი მისთვის ბოლო იყო „დინამოში“.[2] მისი ადგილი ჩეხმა სპეციალისტმა, მიხალ ბილეკმა დაიკავა. ჟვანია ისევ „დინამოს“ მეორე გუნდს დაუბრუნდა.[3]
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მერანი მარტვილი:
- პირველი ლიგა, მეორე ადგილი (1): 2010/2011
- დინამო თბილისი:
- უმაღლესი ლიგის ჩემპიონი (1): 2013/2014
- საქართველოს თასის მფლობელი (1): 2013/2014
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2013/2014
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი დინამოს ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დუშან უჰრინს მალხაზ ჟვანია შეცვლის, „დინამოს ოფიციალური საიტი“, 6 დეკემბერი, 2013.
- ↑ მალხაზ ჟვანია: ეს თბილისის „დინამოში“ ჩემი ბოლო მატჩი იყო დაარქივებული 2014-08-09 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 22 მაისი, 2014.
- ↑ მალხაზ ჟვანია დინამოს მეორე გუნდში, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 12 ივნისი, 2014.
|