საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უეფა
ლოგო
დაარსდა 15 თებერვალი, 1990
ფიფა-ში გაწევრიანდა 3 ივლისი, 1992
უეფა-ში გაწევრიანდა 1992
პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაფეხბურთის ხელმძღვანელი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლად და სრულად წარმართავს საფეხბურთო საქმიანობას და რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ქართულ ფეხბურთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ფეხბურთის თამაშისა და საფეხბურთო საქმიანობის მუდმივად განვითარება, ხელშეწყობა, რეგულირება და კონტროლი; ფეხბურთში ეროვნულ დონეზე ყველა რანგისა და ფორმის შეჯიბრებათა ორგანიზება; საფეხბურთო ინსტუქციებისა და დებულებების შედგენა და მათი მოქმედების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე გამართული ყველა ოფიციალური და ამხანაგური საფეხბურთო მატჩების კონტროლი და ზედამხედველობა; ფეხბურთთან დაკავშირებული საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების ხელმძღვანელობა; საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების მასპინძლობა; საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გუნდების ფორმირება და მომზადება; საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, თასის გათამაშების, ბავშვთა ლიგის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ყველა ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩში კვალიფიციური მსაჯობის და ინსპექტირების უზრუნველყოფა. ფიფა-ს, უეფა-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებების, ინსტრუქციების, მითითებების და გადაწყვეტილებების, ასევე თამაშის წესების დაცვის უზრუნველყოფა.

დაარსდა 1990 წლის 15 თებერვალს. საქართველო იყო პირველი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს სსრ იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობის გზა აირჩია. 1992 წლის 25 თებერვალს ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, ხოლო 3 ივლისს, ციურიხში გამართულ კონგრესზე სრულუფლებიან წევრად აღიარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინა.

1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშებას ატარებს. 1990 წლის 30 მარტს იმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ოფიციალური შეხვედრა. ამ ისტორიული მატჩის მონაწილენი იყვნენ თბილისის „იბერია“ და ფოთის „კოლხეთი-1913“. მატჩი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი დაესწრო, დინამო არენაზე გაიმართა და ფოთელთა გამარჯვებით (1–0) დასრულდა. თბილისელთა არასახარბიელო სტარტის მიუხედავად მათ წარმატებით იასპარეზეს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც 34 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მატჩი დათმეს და 78 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტულის პირველი მფლობელები გახდნენ.

1993 წლიდან ქართული კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი სფფ-ის დაარსების დღიდან, 1990 წლის 15 თებერვლიდან იყო ნოდარ ახალკაცი, რომელიც ორჯერ აირჩიეს და გარდაცვალებამდე, 1998 წლის 24 იანვრის ჩათვლით ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე პრეზიდენტი იყო მერაბ ჟორდანია, რომელიც ასევე ორჯერ აირჩიეს. 2005 წლის 11 ივნისიდან 2007 წლის 13 მაისამდე თანამდებობა ნოდარ ახალკაცს (უმცროსი) ეკავა. 2007 წლის 13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს გიორგი ნემსაძე, რომელმაც 1 დღეში სკანდალურად დატოვა თანამდებობა და კვლავ ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) აირჩიეს თანამდებობაზე, რომელსაც ეს თანამდებობა ამჯერად 2009 წლის 17 სექტემბრამდე ეკავა. მან პოსტი ეროვნულ ნაკრების მიერ შესარჩევ ციკლში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო დატოვა[1]. 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 7 სექტემბრამდე[2] ფედერაციის პრეზიდენტი იყო ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. 2015 წლის 3 ოქტომბერს პრეზიდენტად აირჩიეს ლევან კობიაშვილი.[3]13 ოქტომბრიდან გენერალური მდივნის თანამდებობა დავით მუჯირმა დაიკავა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგინა. მანამდე, გენერალური მდივნის პოსტს დიმიტრი ბოკერია ბოლო ერთი თვის განმავლობაში იკავებდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი პრეზიდენტი მმართველობის თარიღი
1
ნოდარ ახალკაცი 15 თებერვალი, 199017 სექტემბერი, 1994
ნოდარ ახალკაცი (მეორეჯერ) 17 სექტემბერი, 199424 იანვარი, 1998
2
მერაბ ჟორდანია 25 იანვარი, 199824 აგვისტო, 2002
მერაბ ჟორდანია (მეორეჯერ) 24 აგვისტო, 200211 ივნისი, 2005
3 ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) 11 ივნისი, 200513 მაისი, 2007
4
გიორგი ნემსაძე 13 მაისი, 200714 მაისი, 2007
ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) (მეორეჯერ) 17 მაისი, 200717 სექტემბერი, 2009
რევაზ არველაძე
(მოვალეობის შემსრულებელი)
17 სექტემბერი, 20091 ოქტომბერი, 2009
5
ზვიად სიჭინავა 1 ოქტომბერი, 20097 სექტემბერი, 2015
ალექსანდრე ჩივაძე
(მოვალეობის შემსრულებელი)
7 სექტემბერი, 20153 ოქტომბერი, 2015
6 ლევან კობიაშვილი 3 ოქტომბერი, 201515 თებერვალი, 2019
ლევან კობიაშვილი (მეორეჯერ) 15 თებერვალი, 2019 – დღემდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]