შინაარსზე გადასვლა

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1936
გაუქმდა 1991
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა იცვლებოდა
ქვეითდება პირველი ლიგა
საშინაო თასები საბჭოთა კავშირის თასი
საბჭოთა კავშირის ფედერაციის თასი
საბჭოთა კავშირის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა თასი
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
უეფა-ს თასი
მოქ. ჩემპიონი „ცსკა მოსკოვი“ (7-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „დინამო კიევი“ (13-ჯერ)

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი (რუს. Чемпионат СССР по футболу) — ყოველწლიური ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში, რომელიც ტარდებოდა 1936–91 წლებში.

სულ ჩატარდა პირველობის 54 სეზონი. ჩვეულებრივ, ჩემპიონატი გაზაფხულზე იწყებოდა და იმავე წლის ზამთარში სრულდებოდა. გამონაკლისები იყო 1936 და 1976 წლები, როდესაც გათამაშება ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაიმართა.

ჩემპიონის ტიტულის პირველი მფლობელი გახდა მოსკოვის „დინამო“ (1936), უკანასკნელი კი მოსკოვის „ცსკა“ (1991). ყველაზე ტიტულოვანი კლუბია კიევის „დინამო“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.

1936 წლის 22 მაისს დაიწყო საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. პირველი შეხვედრა გაიმართა ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ადგილობრივ „დინამოსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივს“ შორის. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3–1. პირველი გოლი გაიტანა მოსკოველმა ვიქტორ ლავროვმა მატჩის მე-5 წუთზე.

პირველი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის გუნდები მონაწილეობდნენ. მომდევნო, 1936 წლის შემოდგომის გათამაშებაში, უმაღლეს ლიგას თბილისის „დინამო“ დაემატა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამ გათამაშებაში, მოგებისათვის, გუნდს სამი ქულა ერიცხებოდა, ფრესათვის – 2 ქულა, წაგებისათვის – 1 ქულა. 1938 წლიდან შეიცვალა ქულათა სისტემა: მოგებისათვის – 2, ფრესათვის – 1, ხოლო წაგებისათვის – 0 ქულა.

ახალი ათწლეულის პირველი გათამაშება მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 2 ქულით გაუსწრო თბილისის „დინამოს“. 1941 წლის ჩემპიონატი კი სულ ორ თვეს გაგრძელდა – საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ შეჯიბრი შეწყდა, ხოლო შედეგები გაუქმდა[1].

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხი დღის შემდეგ – 1945 წლის 13 მაისს – საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი კვლავ განახლდა. გათამაშებაში თორმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და იგი მეოთხედ მოიგო მოსკოვის „დინამომ“[2].

მომდევნო წლიდან მოყოლებული კი ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონატი მოსკოვის „ცდკა“-მ (1946, 1947, 1948). 1949 წელს კი კვლავ მოსკოვურმა „დინამომ“ იმარჯვა.

1950-იანი წლები მოსკოვური გუნდების, „სპარტაკისა“ და „დინამოს“, დომინირებით აღინიშნა. ამ ორმა გუნდმა ათწლეულის ათი სეზონიდან რვა მოიგო.

განსაკუთრებული იყო 1952 წლის სეზონი, რომელიც უჩვეულო ვადებში და პირობებში ჩატარდა. საბჭოთა კავშირში შეიქმნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები ოლიმპიადისათვის სამზადისს შეუდგა. ამან განაპირობა ჩემპიონატის გვიან დაწყება (8 ივლისს, ხოლო იმ გუნდებისთვის, რომელთა მოთამაშენი ნაკრებში იყვნენ, კიდევ უფრო გვიან – აგვისტოში), მისი ერთ წრედ და ერთ ქალაქში – მოსკოვში ჩატარება. მესამე ტურის შემდეგ გათამაშებიდან მოხსნეს და დაშალეს მოსკოვის „ცდსა“, რომელიც ნაკრების ბირთვს შეადგენდა[3]. „ცდსა“ მხოლოდ იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას გარდაცვალების შემდეგ აღდგა.

1961 წელს კიევის „დინამო“ პირველი არარუსული გუნდი გახდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1964 წელს თბილისის „დინამო“ – მეორე. 1960-იან წლებში დაიწყო საბჭოთა კლუბების გამოსვლები ევროტურნირებზე. 1967–68 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასზე გამოვიდა კიევის „დინამო“, ხოლო თასების მფლობელთა თასზე – მოსკოვის „ტორპედო“.

1972 წელს მოსკოვის „დინამო“ გახდა პირველი საბჭოური გუნდი, რომელიც ევროპული ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც შოტლანდიის „რეინჯერსთან“ დამარცხდა. 1975 წელს კი კიევის „დინამო“ გახდა პირველი საბჭოთა გუნდი, რომელმაც მოიპოვა ევროპული ტიტული. ვალერი ლობანოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა თასების მფლობელთა თასის გათამაშება მოიგო, შემდეგ კი უეფა-ს სუპერთასის მატჩში მიუნხენის „ბაიერნიც“ დაამარცხა.

1977 წელს საუბარი დაიწყო ჩაწყობილ თამაშებზე, ვინაიდან ამ სეზონში ფრეთა არნახული რაოდენობა დაფიქსირდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ისტორიაში[4]. 1978 წლიდან ამოქმედდა ფრესათვის ქულათა დარიცხვის ლიმიტი. გუნდს მხოლოდ რვა ფრესათვის ერიცხებოდა ქულები.

1981 წელს თბილისის „დინამო“ გახდა მეორე საბჭოური გუნდი, რომელმაც ევროტურნირი მოიგო. ნოდარ ახალკაცის თავკაცობით, გუნდი თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 1986 წელს კიევის „დინამომ“ ეს ტურნირი მეორედ მოიგო. 1990 წელს ჩემპიონატი საქართველოს და ლიტვის კლუბებმა დატოვეს, 1991 წელს კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უკანასკნელად ჩატარდა, რომლის გამარჯვებული მოსკოვის „ცსკა“ გახდა.

სეზონი გამარჯვებული[5] მეორე ადგილოსანი მესამე ადგილოსანი
1936 (გ) დინამო მოსკოვი (1) დინამო კიევი სპარტაკი მოსკოვი
1936 (შ) სპარტაკი მოსკოვი (1) დინამო მოსკოვი დინამო თბილისი
1937 დინამო მოსკოვი (2) სპარტაკი მოსკოვი დინამო კიევი
1938 სპარტაკი მოსკოვი (2) ცსკა მოსკოვი მეტალურგი მოსკოვი
1939 სპარტაკი მოსკოვი (3) დინამო თბილისი ცსკა მოსკოვი
1940 დინამო მოსკოვი (3) დინამო თბილისი სპარტაკი მოსკოვი
1941 ჩემპიონატი შეწყდა 1941 წლის 24 ივნისს მეორე მსოფლიო ომის გამო
1942–44 არ ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის გამო
1945 დინამო მოსკოვი (4) ცსკა მოსკოვი ტორპედო მოსკოვი
1946 ცსკა მოსკოვი (1) დინამო მოსკოვი დინამო თბილისი
1947 ცსკა მოსკოვი (2) დინამო მოსკოვი დინამო თბილისი
1948 ცსკა მოსკოვი (3) დინამო მოსკოვი სპარტაკი მოსკოვი
1949 დინამო მოსკოვი (5) ცსკა მოსკოვი სპარტაკი მოსკოვი
1950 ცსკა მოსკოვი (4) დინამო მოსკოვი დინამო თბილისი
1951 ცსკა მოსკოვი (5) დინამო თბილისი შახტარი დონეცკი
1952 სპარტაკი მოსკოვი (4) დინამო კიევი დინამო მოსკოვი
1953 სპარტაკი მოსკოვი (5) დინამო თბილისი ტორპედო მოსკოვი
1954 დინამო მოსკოვი (6) სპარტაკი მოსკოვი დინამო მინსკი
1955 დინამო მოსკოვი (7) სპარტაკი მოსკოვი ცსკა მოსკოვი
1956 სპარტაკი მოსკოვი (6) დინამო მოსკოვი ცსკა მოსკოვი
1957 დინამო მოსკოვი (8) ტორპედო მოსკოვი სპარტაკი მოსკოვი
1958 სპარტაკი მოსკოვი (7) დინამო მოსკოვი ცსკა მოსკოვი
1959 დინამო მოსკოვი (9) ლოკომოტივი მოსკოვი დინამო თბილისი
1960 ტორპედო მოსკოვი (1) დინამო კიევი დინამო მოსკოვი
1961 დინამო კიევი (1) ტორპედო მოსკოვი სპარტაკი მოსკოვი
1962 სპარტაკი მოსკოვი (8) დინამო მოსკოვი დინამო თბილისი
1963 დინამო მოსკოვი (10) სპარტაკი მოსკოვი დინამო მინსკი
1964 დინამო თბილისი (1) ტორპედო მოსკოვი ცსკა მოსკოვი
1965 ტორპედო მოსკოვი (2) დინამო კიევი ცსკა მოსკოვი
1966 დინამო კიევი (2) სკა დონის როსტოვი ნეფთჩი ბაქო
1967 დინამო კიევი (3) დინამო მოსკოვი დინამო თბილისი
1968 დინამო კიევი (4) სპარტაკი მოსკოვი ტორპედო მოსკოვი
1969 სპარტაკი მოსკოვი (9) დინამო კიევი დინამო თბილისი
1970 ცსკა მოსკოვი (6) დინამო მოსკოვი სპარტაკი მოსკოვი
1971 დინამო კიევი (5) არარატი ერევანი დინამო თბილისი
1972 ზარია ვოროშილოვგრადი (1) დინამო კიევი დინამო თბილისი
1973 არარატი ერევანი (1) დინამო კიევი დინამო მოსკოვი
1974 დინამო კიევი (6) სპარტაკი მოსკოვი ჩერნომორეცი ოდესა
1975 დინამო კიევი (7) შახტარი დონეცკი დინამო მოსკოვი
1976 (გ) დინამო მოსკოვი (11) არარატი ერევანი დინამო თბილისი
1976 (შ) ტორპედო მოსკოვი (3) დინამო კიევი დინამო თბილისი
1977 დინამო კიევი (8) დინამო თბილისი ტორპედო მოსკოვი
1978 დინამო თბილისი (2) დინამო კიევი შახტარი დონეცკი
1979 სპარტაკი მოსკოვი (10) შახტარი დონეცკი დინამო კიევი
1980 დინამო კიევი (9) სპარტაკი მოსკოვი ზენიტი ლენინგრადი
1981 დინამო კიევი (10) სპარტაკი მოსკოვი დინამო თბილისი
1982 დინამო მინსკი (1) დინამო კიევი სპარტაკი მოსკოვი
1983 დნიპრო დნეპრი (1) სპარტაკი მოსკოვი დინამო მინსკი
1984 ზენიტი ლენინგრადი (1) სპარტაკი მოსკოვი დნიპრო დნეპრი
1985 დინამო კიევი (11) სპარტაკი მოსკოვი დნიპრო დნეპრი
1986 დინამო კიევი (12) დინამო მოსკოვი სპარტაკი მოსკოვი
1987 სპარტაკი მოსკოვი (11) დნიპრო დნეპრი ჟალგირისი ვილნიუსი
1988 დნიპრო დნეპრი (2) დინამო კიევი ტორპედო მოსკოვი
1989 სპარტაკი მოსკოვი (12) დნიპრო დნეპრი დინამო კიევი
1990 დინამო კიევი (13) ცსკა მოსკოვი დინამო მოსკოვი
1991 ცსკა მოსკოვი (7) სპარტაკი მოსკოვი ტორპედო მოსკოვი
კლუბი გამარჯვებული მე-2 ადგილი მე-3 ადგილი გამარჯვების წლები
დინამო კიევი 13 11 3 1961, 1966, 1967, 1968, 1971, 1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986, 1990
სპარტაკი მოსკოვი 12 12 9 1936 (შ), 1938, 1939, 1952, 1953, 1956, 1958, 1962, 1969, 1979, 1987, 1989
დინამო მოსკოვი 11 11 5 1936 (გ), 1937, 1940, 1945, 1949, 1954, 1955, 1957, 1959, 1963, 1976 (გ)
ცსკა მოსკოვი 7 4 6 1946, 1947, 1948, 1950, 1951, 1970, 1991
ტორპედო მოსკოვი 3 3 6 1960, 1965, 1976 (შ)
დინამო თბილისი 2 5 13 1964, 1978
დნიპრო დნეპრი 2 2 2 1983, 1988
არარატი ერევანი 1 2 1973
დინამო მინსკი 1 3 1982
ზენიტი ლენინგრადი 1 1 1984
ზარია ვოროშილოვგრადი 1 1972
შახტარი დონეცკი 2 2
ლოკომოტივი მოსკოვი 1
სკა დონის როსტოვი 1
მეტალურგი მოსკოვი 1
ნეფთჩი ბაქო 1
ჩერნომორეცი ოდესა 1
ჟალგირისი ვილნიუსი 1

რესპუბლიკების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესპუბლიკა 1-ლი ადგილი მე-2 ადგილი მე-3 ადგილი მონაწილეობა გამარჯვებული კლუბები
რსფსრ-ის დროშა რსფსრ 34 32 28 416 სპარტაკი მოსკოვი (12)
დინამო მოსკოვი (11)
ცსკა მოსკოვი (7)
ტორპედო მოსკოვი (3)
ზენიტი ლენინგრადი (1)
უკრაინის სსრ-ის დროშა უკრაინის სსრ 16 15 8 191 დინამო კიევი (13)
დნიპრო დნეპრი (2)
ზარია ვოროშილოვგრადი (1)
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ 2 5 13 68 დინამო თბილისი (2)
სომხეთის სსრ–ის დროშა სომხეთის სსრ 1 2 33 არარატი ერევანი (1)
Flag of the Byelorussian SSR ბელორუსიის სსრ 1 3 39 დინამო მინსკი (1)
აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ 1 29
ლიტვის სსრ-ის დროშა ლიტვის სსრ 1 11
ყაზახეთის სსრ-ის დროშა ყაზახეთის სსრ 24
უზბეკეთის სსრ–ის დროშა უზბეკეთის სსრ 22
მოლდავეთის სსრ-ის დროშა მოლდავეთის სსრ 7
ლატვიის სსრ-ის დროშა ლატვიის სსრ 7
ტაჯიკეთის სსრ-ის დროშა ტაჯიკეთის სსრ 3
ესტონეთის სსრ-ის დროშა ესტონეთის სსრ 2
შენიშვნა: თურქმენეთისა და ყირგიზეთის გუნდებს არასოდეს უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში.
კლუბირესპუბლიკასპსბსთმფწგგმბქIIIIII
სპარტაკი მოსკოვირუსეთი5319361991145372238534624831467182112129
დინამო კიევიუკრაინა5419361991148368145634623061566181013113
დინამო მოსკოვირუსეთი5419361991148570740437424351457180511115
დინამო თბილისისაქართველო511936198917246214063972176167716422513
ტორპედო მოსკოვირუსეთი51193819911455601433421205916561613336
ცსკა მოსკოვირუსეთი48193619911326585363378203014511524746
ზენიტი ლენინგრადირუსეთი491938198914024644115271725191413281-1
შახტარი დონეცკიუკრაინა44193819911288434379475152216411241-22
დინამო მინსკიბელარუსი33194519911053342319392116212979891-3
არარატი ერევანისომხეთი331949199110263522803941150130697212-
ლოკომოტივი მოსკოვირუსეთი3819361991100130328940912181431888-1-
ნეფთჩი ბაქოაზერბაიჯანი27194919888842532703619071141771--1
ჩერნომორეცი ოდესაუკრაინა2419651991738244217277777884699--1
კაირათი ალმათიყაზახეთი2419601988780226234320742983678---
ფახთაქორი ტაშკენტიუზბეკეთი22196019917222122112998051035629---
სკა დონის როსტოვირუსეთი2119591985680218194268843911620-1-
დნიპრო დნეპრიუკრაინა1919721991554227154173729634604222
კრილია სოვეტოვი კუიბიშევირუსეთი2619461979715185209321675996579---
„მეტალისტი“ ხარკივი უკრაინა1419601991438133124181413530390---
ზარია ვოროშილოვგრადიუკრაინა14196719794121251351524164693771--
დინამო ლენინგრადირუსეთი1719361963397135102160589649372---
ტორპედო ქუთაისისაქართველო1319621986439104129206395655335---
ჟალგირისი ვილნიუსილიტვა111953198933010793130349463305--1
როტორი ვოლგოგრადირუსეთი11193819902939166136352488248---
ნისტრუ კიშინიოვიმოლდოვა11195619833126984159312534222---
კარპატი ლვოვიუკრაინა919711980244688591250301218---
ვვს მოსკოვირუსეთი619471952161583271235270148---
დაუგავა რიგალატვია7194919622035148104198311150---
კრილია სოვეტოვი მოსკოვირუსეთი619381948143323972145259103---
მეტალურგი მოსკოვირუსეთი4193719409140173417317097--1
„მეტალისტი“ ხარკივი უკრაინა4194919543423574711217691---
ყუბანი კრასნოდარირუსეთი31980198210229264711114584---
ადმირალტეეცი ლენინგრადირუსეთი3195819618426174112214969---
პამირ დუშანბეტაჯიკეთი319891991842127367410469---
ელექტროსილა ლენინგრადირუსეთი5193619398022184011216362---
ფაკელი ვორონეჟირუსეთი21961198566201729638357---
ტრუდოვიე რეზერვი ლენინგრადირუსეთი319541956681623298211355---
ვოლგა გორკირუსეთი319511964851427445814355---
სპარტაკი თბილისისაქართველო219501951642111328210953---
სპარტაკი ვლადიკავკაზირუსეთი21970199162161630648948---
დინამო ოდესაუკრაინა219381939511613226410245---
სკ ოდესაუკრაინა21965196668419453812127---
მეტალურგი ზაპოროჟიეუკრაინა119911991309714273825---
ვმს მოსკოვირუსეთი119511951287912305023---
ტავრია სიმფეროპოლიუკრაინა119811981348719275423---
სელმაში ხარკივიუკრაინა119381938258611344522---
ურალმაშ სვერდლოვსკირუსეთი119691969347819193922---
სტალინეცი მოსკოვირუსეთი119381938258512364421---
ლოკომოტივი კიევიუკრაინა119381938258512436421---
შინიკ იაროსლავლირუსეთი119641964326917204821---
დინამო დონის როსტოვირუსეთი119381938257612394320---
ტემპი ბაქოაზერბაიჯანი119381938256811334020---
სპარტაკი ლენინგრადირუსეთი119381938256811303920---
კალევი ტალინიესტონეთი21960196158314414614620---
დინამო კიროვაბადიაზერბაიჯანი119681968385924255919---
გურია ლანჩხუთისაქართველო119871987305817183818---
სპარტაკი ხარკივიუკრაინა119381938255713436317---
ბოლშევიკი ლენინგრადირუსეთი119381938257315355717---
ოდო სვერდლოვსკირუსეთი119561956226412314516---
პიშჩევიკ მოსკოვირუსეთი119381938255614255316---
ლოკომოტივი თბილისისაქართველო119381938255515446215---
ქ. კალინინის საფეხბურთო გუნდირუსეთი11952195213544191914---
ბურევესნიკ მოსკოვირუსეთი119381938254417288712---

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ეროვნება მოთამაშე[6] კლუბი გოლების რაოდენობა
1936 (გ) რსფსრ-ის დროშა მიხეილ სემიჩასნი დინამო მოსკოვი 6
1936 (შ) რსფსრ-ის დროშა გიორგი გლაზკოვი სპარტაკი მოსკოვი 7
1937 რსფსრ-ის დროშა ვასილი სმირნოვი დინამო მოსკოვი 8
საქართველოს სსრ–ის დროშა ბორის პაიჭაძე დინამო თბილისი
რსფსრ-ის დროშა ლეონიდ რუმიანცევი სპარტაკი მოსკოვი
1938 უკრაინის სსრ-ის დროშა მაკარ გონჩარენკო დინამო კიევი 20
1939 რსფსრ-ის დროშა გრიგორი ფედოტოვი ცსკა მოსკოვი 21
1940 რსფსრ-ის დროშა გრიგორი ფედოტოვი (2) ცსკა მოსკოვი 21
რსფსრ-ის დროშა სერგეი სოლოვიოვი დინამო მოსკოვი
1945 რსფსრ-ის დროშა ვსევოლოდ ბობროვი ცსკა მოსკოვი 24
1946 უკრაინის სსრ-ის დროშა ალექსანდრე პონომარიოვი ტორპედო მოსკოვი 18
1947 რსფსრ-ის დროშა ვსევოლოდ ბობროვი (2) ცსკა მოსკოვი 14
რსფსრ-ის დროშა ვალენტინ ნიკოლაევი ცსკა მოსკოვი
რსფსრ-ის დროშა სერგეი სოლოვიოვი (2) დინამო მოსკოვი
1948 რსფსრ-ის დროშა სერგეი სოლოვიოვი (3) დინამო მოსკოვი 25
1949 რსფსრ-ის დროშა ნიკიტა სიმონიანი სპარტაკი მოსკოვი 26
1950 რსფსრ-ის დროშა ნიკიტა სიმონიანი (2) სპარტაკი მოსკოვი 34
1951 საქართველოს სსრ–ის დროშა ავთანდილ ღოღობერიძე დინამო თბილისი 16
1952 საქართველოს სსრ–ის დროშა ანდრეი ზაზროევი დინამო კიევი 11
1953 საქართველოს სსრ–ის დროშა ავთანდილ ღოღობერიძე (2) დინამო თბილისი 14
რსფსრ-ის დროშა ნიკიტა სიმონიანი (3) სპარტაკი მოსკოვი
1954 რსფსრ-ის დროშა ანატოლი ილინი სპარტაკი მოსკოვი 14
რსფსრ-ის დროშა ვლადიმერ ილინი დინამო მოსკოვი
რსფსრ-ის დროშა ანტონინ სოჩნევი ტრუდოვიე რეზერვი ლენინგრადი
1955 რსფსრ-ის დროშა ედუარდ სტრელცოვი ტორპედო მოსკოვი 15
1956 რსფსრ-ის დროშა ვასილი ბუზუნოვი ოდო სვერდლოვსკი 17
1957 რსფსრ-ის დროშა ვასილი ბუზუნოვი (2) ცსკა მოსკოვი 16
1958 რსფსრ-ის დროშა ანატოლი ილინი სპარტაკი მოსკოვი 19
1959 საქართველოს სსრ–ის დროშა ზაურ კალოევი დინამო თბილისი 16
1960 საქართველოს სსრ–ის დროშა ზაურ კალოევი (2) დინამო თბილისი 20
1961 რსფსრ-ის დროშა გენადი გუსაროვი ტორპედო მოსკოვი 22
1962 რსფსრ-ის დროშა მიხეილ მუსტიგინი დინამო მინსკი 17
1963 რსფსრ-ის დროშა ოლეგ კოპაევი სკა დონის როსტოვი 27
1964 რსფსრ-ის დროშა ვლადიმერ ფედოტოვი ცსკა მოსკოვი 16
1965 რსფსრ-ის დროშა ოლეგ კოპაევი (2) სკა დონის როსტოვი 18
1966 საქართველოს სსრ–ის დროშა ილია დათუნაშვილი დინამო თბილისი 20
1967 რსფსრ-ის დროშა მიხეილ მუსტიგინი დინამო მინსკი 19
1968 საქართველოს სსრ–ის დროშა გიორგი გავაშელი დინამო თბილისი 22
უზბეკეთის სსრ–ის დროშა ბერადორ აბდურაიმოვი ფახთაქორი ტაშკენტი
1969 რსფსრ-ის დროშა ვლადიმერ პროსკურინი სკა დონის როსტოვი 16
რსფსრ-ის დროშა ნიკოლაი ოსიანინი სპარტაკი მოსკოვი
საქართველოს სსრ–ის დროშა ჯემალ ხერხაძე ტორპედო ქუთაისი
1970 საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ნოდია დინამო თბილისი 17
1971 აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა ედუარდ მალოფეევი დინამო მინსკი 17
1972 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი დინამო კიევი 14
1973 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი (2) დინამო კიევი 18
1974 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი (3) დინამო კიევი 20
1975 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი (4) დინამო კიევი 18
1976 (გ) აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა არკადი ანდრეასიანი არარატი ერევანი 8
1976 (შ) რსფსრ-ის დროშა ალექსანდრ მარკინი ზენიტი ლენინგრადი 13
1977 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი (5) დინამო კიევი 17
1978 რსფსრ-ის დროშა გიორგი იარცევი სპარტაკი მოსკოვი 19
1979 Flag of the Byelorussian SSR ვიტალი სტარუხინი შახტარი დონეცკი 26
1980 უკრაინის სსრ-ის დროშა სერგეი ანდრეევი სკა დონის როსტოვი 20
1981 საქართველოს სსრ–ის დროშა რამაზ შენგელია დინამო თბილისი 23
1982 რსფსრ-ის დროშა ანდრეი იაკუბიკი ფახთაქორი ტაშკენტი 23
1983 რსფსრ-ის დროშა იური გავრილოვი სპარტაკი მოსკოვი 18
1984 უკრაინის სსრ-ის დროშა სერგეი ანდრეევი (2) სკა დონის როსტოვი 19
1985 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ პროტასოვი დნიპრო დნეპრი 35
1986 რსფსრ-ის დროშა ალექსანდრე ბოროდიუკი დინამო მოსკოვი 21
1987 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ პროტასოვი (2) დნიპრო დნეპრი 18
1988 რსფსრ-ის დროშა ალექსანდრე ბოროდიუკი (2) დინამო მოსკოვი 16
უკრაინის სსრ-ის დროშა ევგენი შახოვი დნიპრო დნეპრი
1989 რსფსრ-ის დროშა სერგეი როდიონოვი სპარტაკი მოსკოვი 16
1990 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ პროტასოვი (3) დინამო კიევი 12
რსფსრ-ის დროშა ვალერი შმაროვი სპარტაკი მოსკოვი
1991 რსფსრ-ის დროშა იგორ კოლივანოვი დინამო მოსკოვი 18

მოთამაშეები ბომბარდირობის რაოდენობით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთამაშე ბომბარდირი სეზონები
რსფსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი51972, 1973, 1974, 1975, 1977
რსფსრ-ის დროშა სერგეი სოლოვიოვი31940, 1947, 1948
რსფსრ-ის დროშა ნიკიტა სიმონიანი1949, 1950, 1953
უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ პროტასოვი1985, 1987, 1990
რსფსრ-ის დროშა გრიგორი ფედოტოვი21939, 1940
რსფსრ-ის დროშა ვსევოლოდ ბობროვი1945, 1947
საქართველოს სსრ–ის დროშა ავთანდილ ღოღობერიძე1951, 1953
რსფსრ-ის დროშა ვასილი ბუზუნოვი1956, 1957
საქართველოს სსრ–ის დროშა ზაურ კალოევი1959, 1960
რსფსრ-ის დროშა ოლეგ კოპაევი1963, 1965
უკრაინის სსრ-ის დროშა სერგეი ანდრეევი1980, 1984
რსფსრ-ის დროშა ალექსანდრე ბოროდიუკი1986, 1988

კლუბები ბომბარდირების რაოდენობით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი რაოდენობა
რსფსრ-ის დროშა სპარტაკი მოსკოვი12
რსფსრ-ის დროშა დინამო მოსკოვი9
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
უკრაინის სსრ-ის დროშა დინამო კიევი8
რსფსრ-ის დროშა ცსკა მოსკოვი7
რსფსრ-ის დროშა სკა დონის როსტოვი5
რსფსრ-ის დროშა ტორპედო მოსკოვი3
Flag of the Byelorussian SSR დინამო მინსკი
უკრაინის სსრ-ის დროშა დნიპრო დნეპრი
უზბეკეთის სსრ–ის დროშა ფახთაქორი ტაშკენტი2
რსფსრ-ის დროშა ტრუდოვიე რეზერვი ლენინგრადი1
რსფსრ-ის დროშა ოდო სვერდლოვსკი
საქართველოს სსრ–ის დროშა ტორპედო ქუთაისი
სომხეთის სსრ–ის დროშა არარატი ერევანი
რსფსრ-ის დროშა ზენიტი ლენინგრადი
უკრაინის სსრ-ის დროშა შახტარი დონეცკი
ოლეგ ბლოხინი
ადგილიფეხბურთელი[7]წლებიგოლი
1 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი 1969–1987 211
2 უკრაინის სსრ-ის დროშა ალექსანდრე პონომარიოვი 1938–1952 152
3 რსფსრ-ის დროშა ნიკიტა სიმონიანი 1946–1959 144
4 რსფსრ-ის დროშა სერგეი სოლოვიოვი 1939–1952 143
5 რსფსრ-ის დროშა გრიგორი ფედოტოვი 1937–1949 132
6 აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა ედუარდ მარქაროვი 1961–1975 129
7 საქართველოს სსრ–ის დროშა ავთანდილ ღოღობერიძე 1945–1961 128
8 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ პროტასოვი 1982–1990 125
9 რსფსრ-ის დროშა ვალენტინ ივანოვი 1953–1966 124
10 საქართველოს სსრ–ის დროშა რამაზ შენგელია 1977–1988 120

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილიფეხბურთელიწლებიმატჩი
1 უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი 1969–1987 432
2 რსფსრ-ის დროშა ვიქტორ შუსტიკოვი 1957–1973 427
3 რსფსრ-ის დროშა ჰუსაინოვ გალიმზიანი 1957–1973 410
4 რსფსრ-ის დროშა ნიკოლაი ოსიანინი 1959–1976 402
5 რსფსრ-ის დროშა ლევ ბურჩალკინი 1957–1972 400
უკრაინის სსრ-ის დროშა მიხეილ სოკოლოვსკი 1970–1988
7 უკრაინის სსრ-ის დროშა სერგეი ბონდარენკო 1966–1981 392
8 რსფსრ-ის დროშა ვლადიმერ ფედოტოვი 1960–1975 382
9 უკრაინის სსრ-ის დროშა მიკელ სოლერი 1971–1988 377
10 რსფსრ-ის დროშა ალექსანდრე ბუბნოვი 1973–1989 375
რსფსრ-ის დროშა სლავა მეტრეველი 1953–1971

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვალერი ლობანოვსკი
მწვრთნელი ჩემპიონი ჩემპიონი კლუბი
უკრაინის სსრ-ის დროშა ვალერი ლობანოვსკი 8 დინამო კიევი (8)
რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი 6 დინამო მოსკოვი (6)
რსფსრ-ის დროშა ბორის არკადიევი ცსკა მოსკოვი (5), დინამო მოსკოვი (1)
რსფსრ-ის დროშა ვიქტორ მასლოვი 4 დინამო კიევი (3), ტორპედო მოსკოვი (1)
რსფსრ-ის დროშა ნიკიტა სიმონიანი 3 სპარტაკი მოსკოვი (2), არარატი ერევანი (1)
რსფსრ-ის დროშა კონსტანტინე ბესკოვი 2 სპარტაკი მოსკოვი (2)
რსფსრ-ის დროშა ალექსანდრე სევიდოვი დინამო კიევი (1), დინამო მოსკოვი (1)
რსფსრ-ის დროშა ნიკოლაი გულიაევი სპარტაკი მოსკოვი (2)
რსფსრ-ის დროშა კონსტანტინე კვაშნინი სპარტაკი მოსკოვი (1), დინამო მოსკოვი (1)
რსფსრ-ის დროშა ვასილი სოკოლოვი სპარტაკი მოსკოვი (2)
რსფსრ-ის დროშა პავლე სადირინი ზენიტი ლენინგრადი (1), ცსკა მოსკოვი (1)
პრიზი გამცემი წლები
სსრკ საუკეთესო ფეხბურთელიჟურნალ „Футбол“-ის რედაქცია1964–91
სსრკ წლის საუკეთესო მეკარეჟურნალ „Огонёк“-ის რედაქცია1960–91
საუკეთესო ბომბარდირიგაზეთ „Труд“-ის რედაქცია1958–91
შეტევის რაინდიჟურნალ „Советский воин“-ის რედაქცია1984–91
კლუბის ერთგულებაგაზეთ „Прапор коммунизма“-ის რედაქცია1986–89
საუკეთესო დებიუტანტებიჟურნალ „Смена“-ის რედაქცია1964–75
საუკეთესო ახალბედაჟურნალ „Спортивные игры“-ის რედაქცია1986–91
შეტევის ორგანიზატორიგაზეთ „Строительной газеты“-ის რედაქცია1988–89
საუკეთესო დუბლ-შემადგენლობასაბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია1958–91
გრიგორი ფედოტოვის პრიზიცსკა1958–91
სამართლიანი თამაშისათვისგაზეთ „Советский спорт“-ის რედაქცია1958–69
პატიოსანი თამაშიჟურნალ „Человек и закон“-ის რედაქცია1974–91
დიდი ანგარიშიჟურნალ „Футбол“-ის რედაქცია1961–91
გამარჯვებისაკენ სწრაფვისათვისგაზეთ „Советская Россия“-ის რედაქცია1962–91
ბურთების საუკეთესო სხვაობაჟურნალ „Старт“-ის რედაქცია1966–91
აგრესიული სტუმარიგაზეთ „Комсомольское знамя“-ის რედაქცია1966–91
ავტორიტეტთა რისხვაგაზეთ „Спортивная Москва“-ის რედაქცია1976–91
დროშის ღირსებაგაზეთ „Ленинская смена“-ის რედაქცია1969–78
პროგრესის თასიგაზეთ „Рабочей газеты“-ის რედაქცია1971–91
გუნდთან ერთადპროფკავშირების სპორტული საზოგადოების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი1978–90
პირველი სიმაღლეგაზეთ „Социалистическая индустрия“-ის რედაქცია1983–91
კეთილშობილება და სიმამაცეჟურნალ „Аврора“-ის რედაქცია1987–89
სეზონის ყველაზე ლამაზი გოლიგაზეთ „Московский комсомолец“-ის რედაქცია1964–91

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ გ. აკოფოვი, „თბილისის „დინამო“ 50 წლისაა“, გვ. 52 - თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1977.
  2. ↑ გ. აკოფოვი, „თბილისის „დინამო“ 50 წლისაა“, გვ. 58 - თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1977.
  3. ↑ გ. აკოფოვი, „თბილისის „დინამო“ 50 წლისაა“, გვ. 88 - თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1977.
  4. ↑ აქსელ ვარტანიანი, «Антология договорных матчей: 70-е», «Спорт-Экспресс Футбол» №31, 26 ოქტომბერი, 1999, გვ. 33.
  5. ↑ USSR (Soviet Union) - List of Champions. rsssf.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2017.
  6. ↑ USSR (Soviet Union) - List of Topscorers. rsssf.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2017.
  7. ↑ „Soviet Union - All-Time Topscorers“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2017.