შოთა ხინჩაგაშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | შოთა იურის ძე ხინჩაგაშვილი[1] | ||
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968–1969 | მეტალურგი | ||
1970–1982 | დინამო თბ. | 241 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1979 | სსრ კავშირი | 11 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984 | დინამო თბ. (თანაშემწე) | ||
1986 | დინამო თბ. (დირექტორი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
შოთა ხინჩაგაშვილი (დ. 9 იანვარი, 1951, დუშეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977)[2] და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.[3]
ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1967 წელს რუსთავში მწვრთნელ მ. თოროზაშვილის ხელმძღვანელობით. 1968–1969 წლებში რუსთავის „მეტალურგის“ შემადგენლობაშია. 1970 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველ შეხვედრას იმავე წლის 15 მარტს ატარებს. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცველად „დინამოს“ ყველა დროის მცველებს შორის. გამოირჩეოდა პლასტიკურობით, დახვეწილი და სტაბილური თამაშით. კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შოთა ხინჩაგაშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 241 მატჩი ჩაატარა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 16 — თასების მფლობელთა თასის, 12 — უეფა-ს თასის და 4 — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[6]
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1976 წლის 28 ნოემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ.[7] ასევე ითამაშა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების მატჩები.[8]
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — შოთა ხინჩაგაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[9]
კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 300-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა 1970 წლის 8 აგვისტოს, მოსკოვის „დინამოსთან“ 1–2 წაგებულ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში, ლეგენდარული ლევ იაშინის კარში.
1980–1981 წლების სეზონში გუნდის ძირითადი მცველი იყო, თუმცა თასების მფლობელთა თასის საპასუხო ნახევარფინალში, როტერდამის „ფეიენოორდთან“ მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო ფინალში, „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.
1986 წელს იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კარაველას თასი
- თასის მფლობელი: 1973 [16]
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [17]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 33 საუკეთესო
- №1: 1976, 1977
- №2: 1981
- №3: 1979, 1980
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი – 72 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი – 74 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი – 75 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი – 76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი – 77 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი – 80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი – 81 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი – 82 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1980). დიდი მანუჩარი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- მეოთხეჯერ ფინალში // „ლელო“, 9 აგვისტო, 1980, № 154 (6715), გვ. 3.
- ჭეიშვილი, თ. ავტოგრაფი // „ლელო“, 30 ივლისი, 1981, № 147 (6958), გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შოთა ხინჩაგაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა ხინჩაგაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა ხინჩაგაშვილი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
AFS · FCDinamo.ge · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Transfermarkt · WorldFootball.net · КЛИСФ |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1978. — გვ. 19. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ლაშა გოდუაძე (20 იანვარი, 2016). კარიერა ფრაზებში: შოთა ხინჩაგაშვილი — შოთა ხინჩაგაშვილი: მცველი. კარიერაში ერთადერთხელ გაიტანა გოლი და ისიც ლევ იაშინის კარში. წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
- ↑ საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Евгений Пугло (21 სექტემბერი, 2009). Хинчагашвили, Шота Юрьевич — Еврокубковая статистика по сезонам. Все еврокубковые матчи. Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
- ↑ Argentina 0–0 USSR — 28 November 1976. River Plate, Buenos Aire. Referee: Jose Favilo Neto. International Friendly. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
- ↑ Shota Khinchagashvili — International stats. International matches. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2018.
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2018.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. 6 მარტი, 2012. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
- ↑ Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
- დაბადებული 1951
- დაბადებული 9 იანვარი
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- რუსთავის მეტალურგის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთელები